განხილვა:არშუშა
მგონი მრავალმნიშვნელობაა საჭირო, არშუშა (ქართლის პიტიახში) შესაქმნელია. --GIO---->>13 განხილვაწვლილი 20:07, 22 ივლისი 2010 (UTC)
- ცანგალა, იქნებ მრავალმნიშვნელობა შექმნა? --GIO---->>13 განხილვაწვლილი 09:35, 23 ივლისი 2010 (UTC)
- შევქმენი არშუშა (მრავალმნიშვნელოვნება), თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია გადააკეთო. მომავალში თავად შეგიძლია შექმნა მრავალმნიშვნელობის გვერდები. წარმატებები.--ცანგალა (გ) 10:15, 23 ივლისი 2010 (UTC)
- მადლობა. უბრალოდ ერთპიროვნულად არ მივიღე გადაწყვეტილება და დაგეკითხე. --GIO---->>13 განხილვაწვლილი 10:17, 23 ივლისი 2010 (UTC)
გადატანის შესახებ
[წყაროს რედაქტირება]@Georgiano: რა მოსაზრებით და რა ლიტერატურაზე დაყრდნობით გადაიტანე სტატია არშუშა I-დან არშუშა II-ზე? დაარღვიე რამდენიმე ვიკიპედიური წესი: ჯერ ერთი არ დაწერე განხილვაში შენი მოსაზრება და მინიმუმ სამი დღე არ დაელოდე განხილვას, და მეორე გადაიტანე და ლიტერატურას იგივეს უტოვებ სადაც ნათლად წერია მხოლოდ ერთი არშუშა. --Wiki - ჯაბა 04:55, 2 მარტი 2020 (UTC)
პ. ს. მესამე დარღვევა ისაა რომ არშუშა I-ს ამისამართებ მრავლმნიშვნელობის გვერდზე. --Wiki - ჯაბა 05:00, 2 მარტი 2020 (UTC)
- 1) სტატიის გადატანის დროს ახსნა-განმარტების აუცილებლობის საკითხზე გეთანხმები. რაც შეეხება გადატანის მიზეზს. ვიკიში ყოველი ჩემი სტატია ეყრდნობა წყაროს და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. ფრანგული ვიკის თანახმად გადავწყვიტე სახელის შეცვლა. ნებისმიერი ენციკლოპედია, მათ შორის ფრანგული ვიკიპედია და მასში მოცემული სტატიები, წარმოადგენს (მესამე დონის) წყაროს. პირველი და მეორე შენიშვნა არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან.
2) არშუშა I-ის სტატია ან უნდა წამეშალა, ან დროებით გადამემისამართებინა მრავალმნიშნელოვანზე იქამდე, სანამ არშუშა I-ზე სტატიას შევქმნიდი, ან ვინმე შექმნიდა. Georgiano განხილვაწვლილი 05:33, 2 მარტი 2020 (UTC)
განხილვის საკითხია და საკმაოდ საკამათოა. ასე რომ გირჩევთ სანამ გადაიტანთ განიხილოთ. ფრანგული ვიკიპედიის მიხედვით (ქართული წყაროების უგულველყოფით) დაწერილი სტატიები, რაც სამწუხაროდ არაა მიღებული ქართულ ისტორიოგრაფიაში, მიუღებელია. --Wiki - ჯაბა 05:37, 2 მარტი 2020 (UTC)
- აქვე დავძენ არშუშა II-ს ფრანგულშ რიგითობა საერთოდ არ უწერია. Aršouša de Gogarène. როგორც ვხედავთ ფრანგები ქართველთა ისტორიაში ვერ ერკვევიან და გთხოვთ ნუ იხელმძღვანელებთ მათი „წყაროებით“. --Wiki - ჯაბა 05:39, 2 მარტი 2020 (UTC)
- საინტერესოა თქვენი მოსაზრება ფრანგ კოლეგებზე. :) ისტორიული პიროვნება, რომელზედაც ვსაუბრობთ, ჩემს მიერ მითითებულ სტატიაში აღნიშნულია როგორც Arschouscha II. Georgiano განხილვაწვლილი 05:56, 2 მარტი 2020 (UTC)
ჩემი მოსაზრება არაა, ქართულ ისტორიოგრაფიაში არაა მიღებული და კიდევ არშუშა II-დ რომ მოიხსენიებენ მაგ სტატიას თუ გაყვები, ნახავ რომ რიგითობა არ უწერია. ეს წინა კომენტარშიც დაგიწერე და წესით უნდა გენახა. --Wiki - ჯაბა 06:00, 2 მარტი 2020 (UTC)
- ქართულმა ვიკიპედიამ უნდა მოიცვას ქართული ისტორიოგრაფიაც, მაგრამ ვიკიპედიასთვის დამახასიათებელი ობიექტურობიდან გამომდინარე, სხვა წყაროებს ვერ ავკრძალავთ. Georgiano განხილვაწვლილი 06:14, 2 მარტი 2020 (UTC)
წყაროს გიკრძალავთ ვინმე? სტატიის სათური გადაიტანეთ არასწორად. სხვა წყაროს არსებობის შემთხვევაში სათაურებს კი არ ვცვლით, არამედ სქოლიო არსებობს და იმ სქოლიოს გამოყენებით მივუთითებთ. --Wiki - ჯაბა 06:18, 2 მარტი 2020 (UTC)
- სანამ სტატიას სახელს შევუცვლიდი, მას არშუშა I პირობითათ ეწოდებოდა. თავდაპირველად სტატია შეიქმნა, როგორც არშუშა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ახსნა-განმარტების გარეშე გადაამისამართა [I-ზე]. ათობით არშუშა არსებობს და საჭიროა მათი მეტნაკლებად სწორად დანომვრა. ეს პროცესი ქაოტური, რომ არ იყოს საჭიროა რამით ვიხელმძრვანელოთ, მაგ. Georgiano განხილვაწვლილი 06:29, 2 მარტი 2020 (UTC)
- არსებობს ორი არშუშა. ერთი იყო პიტიახში, მეორე — ერისმთავარი (ქე, ტ. 1, გვ. 219, 1997 წ.). ანუ, I და II არ უნდა იყოს, როდესაც სხვადასხვა თანამდებობებია. თავის დროზე თეკამ არასწორად გადაიტანა. და ფრანგულის შესახებ მეც იმ აზრზე ვარ, რომ ჩვენგან ძალიან აცდენილად წერენ და პირადად მათით არ ვხელმძღვანელობ. გიო ოქრო 06:30, 2 მარტი 2020 (UTC)
კი. ზუსტად მასეა გიო ოქრო. თუმცა მესამე არშუშაც არსებობს თუ არ ვცდები პიტიახშიც ერთვის მის სახელს. ეს რიგითობა კი აცდენილია და თან როგორ? რა მაინტერესებს იცით? ეს ორი მომხმარებელი, გეორგიანო და ლაშა-გიორგი რატომ არიან ქართულ წყაროებზე მარტივად რომ ვთქვათ ასეთი ცუდი შეხედულების? ქართველ ავტორებს არ იყენებენ და ფრანგული და სხვა წყაროებისან წერენ. მე ვფიქრობ ეს ვერსიები სქოლიოს სახით უნდა მივუთითოთ. მოკლედ ჩემი რეჟიმის გამო ჯერ ყურადღებას ვერ ვაქცევ ამ ორი მომხარებლის წვლილს. თავიდან ბოლომდე შევისწავლი როცა მოვიცლი. აქედან კი თვალს ვადევნებ. --Wiki - ჯაბა 15:42, 2 მარტი 2020 (UTC)
- ძალიან გიყვართ ფაქტების დამახინჯება. როცა ამბობთ ქართულ წყაროებს არ იყენბთო, რაც რა თქმა უნდა სიცრუეა, თქვენი დასკვნა რეალობას ცდება და გადადიხართ ფანტაზიებში. სანამ ნაადრევ დასკვნებს დადებთ, მართლაც რომ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოთ ის საკითხი რაშიც ასე გინდათ გაერკვიოთ. სად ან როდის დავაფიქსირე უარყოფითი შეხედულება ქართულ წყაროებზე? ისევ და ისევ უნამუსოდ იტყუებით და ფაქტებს თხზავთ რათა გაურკვეველ(?) მიზნებს მიაღწიოთ. ამ დისკუსიიდან მხოლოდ თქვენი შეხედულება ფიქსირდება და არა ჩემი. უსაფუძვლოდ აკრიტიკებთ უცხოურ წყაროებს და ბრალს დებთ უცხოელ კოლეგებს არაკომპეტენტურობაში! და კიდევ, აქ არავის უკითხავს შენი რეჟიმების შესახებ. ვერ ხედავთ რომ „ნაჩქარევად“ ბევრ შეცდომებს უშვებთ? მოიცალეთ, გონება მოასვენეთ და მერე ცივი გონებით მიუდექით საქმეს. წარმატებები! Georgiano განხილვაწვლილი 17:21, 2 მარტი 2020 (UTC)
- @Georgiano: სტატიის ამბავს რომ თავი დავანებოთ, საუბრის ასეთი ტონით სასტიკად არღვევთ ვიკიპედიის ეტიკეტს! პატივი ეცით სხვა მომხმარებლებს და გამოიჩინეთ თავაზიანობა! შეგიძლიათ, გაფრთხილებად მიიღოთ! — Mikheil მიწერა 13:49, 3 მარტი 2020 (UTC)
- შენიშვნა მიღებულია. ჩემი რეაქცია შესაძლოა მართლაც გადაჭარბებული იყო, თუმცა არ შემეძლო ცილისწამებისთვის მშვიდად მეყურებინა. ჩემი რეაქცია უსაფუძვლო არ ყოფილა და მომხმარებელი ჯაბასგან ან ახსნა-განმარტებას მოვითხოვ, ან მინიმუმ მისთვის ჩვეული პროვოკაციული მესიჯებისგან თავი შეიკავოს. Georgiano განხილვაწვლილი 14:27, 3 მარტი 2020 (UTC)
- @Georgiano: სტატიის ამბავს რომ თავი დავანებოთ, საუბრის ასეთი ტონით სასტიკად არღვევთ ვიკიპედიის ეტიკეტს! პატივი ეცით სხვა მომხმარებლებს და გამოიჩინეთ თავაზიანობა! შეგიძლიათ, გაფრთხილებად მიიღოთ! — Mikheil მიწერა 13:49, 3 მარტი 2020 (UTC)
აქ ახსნა განმარტება თუ ვინმეს აქვს გასაკეთებელი ეს შენ ხარ. დაუკითხავად რომ გადაგაქვს სათურები ქართულ ისტორიოგრაფიაში მიუღებელი ლიტერატურით. კონსტრუქციული საუბარი არ შეგიძლია ფაქტია. სტატია დასაბრუნებელია ძველ სათაურზე. --Wiki - ჯაბა 14:44, 3 მარტი 2020 (UTC)
- კონსტრუქციულ საუბარს მაშინ გადაცდით, როცა თემას გადაუხვიეთ და იმის ნაცვლად, რომ არგუმენტირებულად აგეხსნათ თქვენი პოზიცია ჩემი და კიდევ ერთი მომხმარებლის საქმიანობის შეფასება გადაწყვიტეთ. თავიდავნე თქვენი შენიშვნა დისკუსიის აუცილებლობაზე მიღებულად ჩავთვალე და სწორედ მაგიტომაც გაგიგრძელეთ საუბარი. ძველი სათაური რის დაბრუნებასაც ასე დაჟინებით ითხოვთ პირობითად იყო შერქმეული ერთ-ერთი იუზერის მიერ. Georgiano განხილვაწვლილი 15:19, 3 მარტი 2020 (UTC)
შენი და მაგ მომხმარებლის წვლილი თავიდან ბოლომდე გადასახედია. არგუმენტირებული პასუხი აქ წერია, როგორც ჩანს არც წაგიკითხავს. განხილვაში კი კიდევ ერთხელ დაგიწერეს გაფღთხილება. მე მგონი ესეც წაუკითხავი დაგრჩა. --Wiki - ჯაბა 15:25, 3 მარტი 2020 (UTC)
- რამოდენიმე რამ რაც გახასიათებთ: 1) ბრალდებები (მაგ. ცრუ დაღვევებზე მითითება / ვიკის უცხოენოვან კოლეგებს არაკოპეტენტურობაში დებ ბრალს) 2) ვარაუდები (ცრუ ბრალდებებიდან გამომდინარე ჩემზე წარმოდგენების დამკვიდრება და გავრცელება) 3) ფაქტების შეთხზვა (მაგ. „ქართულ წყაროებს აიგნორებ“, ჩემი დამოკიდებულების მცდარად წარმოჩენა და ა.შ) 4) მიკერძოებულობა და არაობიექტურობა („ფრანგები [აქ თუმანოვი იგულისხმება] ჩვენს ისტორიაში ვერ ერკვევიან“). 5) პროვოკატორობა. 2012 წლიდან ვარ ქართული ვიკის წევრი და ჯერ არავისთან მქონია კონფლიქტი. ყოჩაღ! თქვენი დამსახურებით ვტოვებ პროექტს. Georgiano განხილვაწვლილი 15:46, 3 მარტი 2020 (UTC)
მოკლედ როცა იგრძენი სუსხი და შენი ნაწერების არაკომპეტენტურობა ვიკიპედიიდან „მიდიხარ“? (დაბრუნდები მჯერა) დამერწმუნე მთელ შენს წვლილს თვალს გადავავლებ. უნდა გაითვალისწინო რომ სტატია მიჰრანიდებს ფრანგულში ძალზედ მიკერძოებული მომხმარებელი და ქართველებთან რბილად რომ ვთქვათ ცუდ დამოკიდებულებაში მყოფი პიროვნება წერს. მეორეც რაც ფრანგულში წერია, არცერთ სხვა ენაზე არ წერია. რატომ არ დაინტერესდი? ფრანგულში იმ მომხმარებელს გავლენა აქვს და მაგიტომ. ინგლისურში და სხვა ენებში ეს ვერ მოახერხა. წარმატებებს გისურვებთ თქვენს გადაწყვეტილებებში. --Wiki - ჯაბა 15:57, 3 მარტი 2020 (UTC)
[იქნებ ეს სტატიაც თუმანოვზე დაყრდნობით შემოიტანო. --Wiki - ჯაბა 16:05, 3 მარტი 2020 (UTC)
სამი არშუშა
[წყაროს რედაქტირება]ენციკლოპედია საქართველო გვთავაზობს სამ არშუშას:
- არშუშა - ქართლის პიტიახში (ეს არის ამჟამინდელი არშუშა II ფრანგული Aršouša de Gogarène, რიგითობის გარეშე)
- არშუშა - ქართლის ერისმთავარი (ეს არის ამჟამინდელი არშუშა VI)
- არშუშა პიტიახში - ქართლის მთავარი (რომელიც არ წერია ჯერჯერობით)
არშუშა (მრავალმნიშვნელოვანი) ამ გვერდზე მოყვანილი სია კი (რომელიც დღეს „შეავსო“ მომხმარებელმა, რაც კიდევ ერთხელ წესის დარღვევაა, უბრალოდ განხილვის დასრულებამდე არ უნდა შეცვლილიყო) ეფუძნება ფრანგულენოვან ვიკიპედიას, სადაც არშუშა II მითითებული აქვს და სტატიაზე როდესაც გადადიხართ გვაჩვენებს რიგითობის გარეშე, ახლა მითხარით ამ სტატიას როგორ უნდა ვენდოთ? სტატიას, რომელიც (იხ. fr:Mihranides) მირის Mirian Ier de Kakhétie-ს უწოდებს. --Wiki - ჯაბა 15:40, 3 მარტი 2020 (UTC)
- ჩემი მოსაზრება ასეთია: ამ სამ არშუშაზე სახელების შეთანხმების შემდეგ ვწერთ, ან გადაგვაქვს სათაურები. თUმანოვის მოსაზრებებს კი სქოლიოს სახით მივუთითებთ. თუმანოვის ნაშრომებზე დაყრდნობით სტატიები არ უნდა იწერებოდეს. --Wiki - ჯაბა 15:45, 3 მარტი 2020 (UTC)
- ადრეც დავწერე სხვაგან: თუმანოვის გარდა ფრანგებს და ინგლისელებს არ აქვთ არანაირი წყარო საქართველოს ისტორიაზე და მხოლოდ მისით ხელმძღვანელობენ. ქართველი ისტორიკოსები 99% შემთხვევაში არ იზიარებენ თუმანოვის აზრებს. შესაბამისა, ვფიქრობ ისე უნდა იყოს ყველაფერი, რასაც ქართველი ისტორიკოსები წერენ. გიო ოქრო 16:14, 3 მარტი 2020 (UTC)
- კი მასე გავაკეთე მეც. --Wiki - ჯაბა 16:34, 3 მარტი 2020 (UTC)
არასწორი სქოლიო
[წყაროს რედაქტირება]ვფიქრობ სქოლიოში არასწორად აქვს მითითებული 1-3 ლიტერატურა. --Wiki - ჯაბა 18:17, 3 მარტი 2020 (UTC)