ფეროზიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფეროზიანები, მიჰრანიდებიირანული წარმოშობის დინასტია IV-VIII[1][2] საუკუნის საქართველოში, ქვემო ქართლის (გოგარენეს) მფლობელები. ფეროზის შთამომავლების ოფიციალური ტიტული იყო სამშვილდის ერისთავობა და ამასთანავე ატარებდნენ პიტიახშის საპატიო ტიტულს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართალია ოჯახი სპარსელი სასანიდებისგან წარმოშობას იბრალებდა, მაგრამ, რეალურად ის მიჰრანიდების სახლს გამოეყო, ერთ-ერთი ირანის შვიდი დიდ სახლთა შორის.[3] პირველი პიტიახში იყო ფეროზი, რომელმაც გოგარენეში გუშარიდები ჩაანაცვლა, რამაც იქ ფეროზიანების (მიჰრანიდების) მმართველობას დაუდო საფუძველი.[4][5][6]

ქვემო ქართლში (გოგარენე) ფეროზის დამკვიდრება 370-იანი წლების დასასრულს ან 380-იანი წლების დასაწყისში უნდა მომხდარიყო, მაშინ როცა ქართლში ორმეფობას ბოლო მოეღო და მთელი სამეფო ირანის ქვეშევრდომ ასფაგურ მეფეს დარჩა.[7] არ არის გამორიცხული, რომ მანამდე ის ალბანეთში, ან მის მომიჯნავე ქვეყანაში პროვინციის გამგებელი ყოფილიყო. ა. ბოგვერაძის მოსაზრებით ფეროზის დანიშვნა 387 წელს უნდა მომხდარიყო და მას პიტიახშობაც თან უნდა მოეტანა.[7] თუმცა ისტორიკოსთა ნაწილი არ იზიარებს ამ მოსაზრებას, რადგან მიაჩნიათ, რომ მას შემდეგ რაც ბაქარ მირიანის ძემ ფეროზს სამართავად სამშვილდის საერისთავო გადასცა, ამავე დროსვე უნდა მიეღო ფეროზს პიტიახშობა. ის პიტიახშობა, რომელიც ქართლში I-III საუკუნეებში არსებობდა.[8]

ფეროზიანებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იბერიაში ახლად დამყარებულ ხოსროვიანთა დინასტიასთან, რომლებიც ასევე მიჰრანიდებს სახლს გამოეყვნენ. ფეროზი იბერიის, პირველი ქრისტიანი მეფის, მირიან III სიძე იყო,[9][10] თუმცა თავად ქრისტიანობის მღებაზე უარი განაცხადა, მაგრამ განაგრძობდა იბერიის მეფის მიმართ ერთგულებას. ფეროზი და მისი მიმდევრები ქრისტიანობაზე მირიან მეფის ვაჟისა და მემკვიდრის ვარაზ-ბაკურის მეფობისას მოქცნენ.[11]

470 წელს ვარსქენი ირანის კარზე წარსდგა, სადაც მაზდეანობა მიიღო, ასევე უარყო იბერიის მეფისადმი მორჩლება და უშალოდ სასანიდებს დაემორჩილა.[12][13] რისთვისაც მას კავკასიის ალბანეთის სამეფისნაცვლო უბოძეს და პეროზის ქალიშვილი მიათხოვეს.[6] პრო-ირანული პოზიციების გასატარებლად, ის შეეცადა მისი ოჯახის წევრების მაზდეანობაზე მოქცევას, მათ შორის მისი ცოლი შუშანიკის (ვარდანის ქალიშვილი), რაც საბოლოოდ ამ უკანასკნელის მოწამეობრივი სიკვდილით დასრულდა.[14][15][6] ვარსქენის პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა ვახტანგ გორგასლისთვის, რომელმაც ის მოკლა და 482 წელს ირანის წინააღმდეგ აჯანყდა.[16] ვახტანგ მეფის გარდაცვალების მერე ფეროზიანებს არ უნდა გასჭირვებოდათ ძველი „პატივის“ დაბრუნება. (ბახტაძე)

VIII საუკუნეში ფეროზიანების/მიჰრანიდების სამფლობელო და ტიტულები სომეხმა ბაგრატუნებმა დაისაკუთრეს, რამაც დაასრულა მათი მმართველობა.[17]

პიტიახშების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებულ წყაროებზე დაყრდნობით კირილ თუმანოვმა გამოაქვეყნა გოგარენეს მმართველი მიჰრანიდი პიტიახშების სია, თუმცა იგი არასრულია.[2]

სახელი მმართველობის პერიოდი
ფეროზი 330–361?
ბაკურ I 394 წ.-ის შემდეგ–430
არშუშა I 430 წ.-ის შემდეგ–?
ბაკურ II V ს-ის შუა წლები
არშუშა II ?–470
ვარსქენი 470–482
არშუშა III 482–540/1 წ.-ის შემდეგ
არშუშა IV დაახლ. VII ს-ის პირველი ათწლეული
ვარამ-არშუშა V გვიანი 620-იანები
არშუშა VI VIII ს-ის შუა წლები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბახტაძე, მიხეილ (2004). ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში (ძვ. წ. აღ-ის III - ახ. წ. აღ-ის X სს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი. 
  • Bonner, Michael (2020). The Last Empire of Iran. New York: Gorgias Press, გვ. 1–406. ISBN 978-1463206161. 
  • Daryaee, Touraj (2009). „Šāpur II“. Encyclopaedia Iranica.
  • Dédéyan, Gérard (2007). History of the Armenian people. Tolosa: Privat. ISBN 978-2-7089-6874-5. 
  • Kia, Mehrdad (2016) The Persian Empire: A Historical Encyclopedia [2 volumes: A Historical Encyclopedia]. ABC-CLIO. ISBN 978-1610693912. 
  • Rapp, Stephen H. (2014) The Sasanian World through Georgian Eyes: Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature. Ashgate Publishing, Ltd.. ISBN 978-1472425522. 
  • Suny, Ronald Grigor (1994). The Making of the Georgian Nation. Indiana University Press, გვ. 1–418. ISBN 9780253209153. 
  • Toumanoff, Cyril (1961). „Introduction to Christian Caucasian History: II: States and Dynasties of the Formative Period“. Traditio. Cambridge University Press. 17: 1–106. doi:10.1017/S0362152900008473. JSTOR 27830424. თარგი:Registration required
  • Toumanoff, Cyril (1969). „Chronology of the early kings of Iberia“. Traditio. Cambridge University Press. 25: 1–33. doi:10.1017/S0362152900010898. JSTOR 27830864. თარგი:Registration required

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Toumanoff 1961, pp. 102–102.
  2. 2.0 2.1 Rapp 2014, p. 389.
  3. Toumanoff 1961, pp. 38–39.
  4. Rapp 2014, p. 67.
  5. Rapp 2014, p. 66.
  6. 6.0 6.1 6.2 Toumanoff 1961, p. 101.
  7. 7.0 7.1 ბახტაძე 2004, pp. 34.
  8. ბახტაძე 2004, pp. 38.
  9. Toumanoff 1969, p. 22.
  10. Rapp 2014, pp. 67–68 243–244.
  11. Rapp 2014, p. 68.
  12. Rapp 2014, pp. 38, 45, 67.
  13. Dédéyan 2007, p. 191.
  14. Rapp 2014, p. 45.
  15. Suny 1994, p. 23.
  16. Bonner 2020, p. 134.
  17. Toumanoff 1961, p. 02.