ჯოჯიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჯოჯიკი — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე X საუკუნის II ნახევარში. ტაოელი ერისთავთერისთავი, დავით III კურაპალატის ერთ-ერთი მხედართმთავარი. XI საუკუნის სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკის) ცნობით, 979 წელს ჯოჯიკი უშუალოდ წინამძღოლობდა იმ 12 ათას ქართველ მხედარს, რომლებიც თორნიკე ერისთავის საერთო სარდლობით დავით კურაპალატმა მიაშველა ბიზანტიის სამეფო კარს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]