ანარქია სამარაში
აბასიანთა სახალიფო اَلْخِلَافَةُ ٱلْعَبَّاسِيَّةُ | |||||
| |||||
აბასიანთა სახალიფო ალ-მუტავაკილის გარდაცვალების დროს დაახ. 861 წელს
| |||||
დედაქალაქი | სამარა | ||||
ენები | არაბული | ||||
რელიგია | სუნიზმი ისლამი | ||||
მთავრობა | სახალიფო | ||||
ხალიფა | ალ-მუნთასირი 861–862 წწ. | ||||
ალ-მუსთაინი 862–866 წწ. | |||||
ალ-მუთაზი 866–869 წწ. | |||||
ალ-მუჰთადი 869–870 წწ. | |||||
ისტორია | |||||
- | შეიქმნა | 861 | |||
- | გაუქმდა | 870 |
ანარქია სამარაში (არაბულად: فوضى سامراء, რომანიზებული: fawḍā Sāmarrā) — უკიდურესი შიდა არასტაბილურობის პერიოდი აბასიანთა სახალიფოს ისტორიაში 861 წლიდან 870 წლამდე, რაც აღინიშნა ოთხი სახალიფოს ძალისმიერი გაერთიანებით. ოთხივე სახალიფო მარიონეტული სახით ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი სამხედრო ჯგუფების ხელში აღმოჩნდა.
ტერმინი გადმოღებულია სამარადან, რომელიც მაშინ სახალიფოს დედაქალაქი იყო. „ანარქია“ დაიწყო 861 წელს, თურქი მცველების მიერ ხალიფა ალ-მუთავაქილის მკვლელობით. მისი მემკვიდრე ალ-მუნთასირი ქვეყანას მართავდა გარდაცვალებამდე 6 თვის განმავლობაში. სავარაუდოდ, იგი მოწამლეს თურქმა სამხედრო მეთაურებმა. მისი მემკვიდრე გახდა ალ-მუსთაინი. თურქეთის ჯარის ლიდერებს შორის არსებულმა უთანხმოებამ მუსთაინის საშუალება მისცა ზოგიერთი თურქი სამხედრო მეთაურის (ახალგაზრდა ბუღა და ვასიფი), პოლიციის მეთაურისა და ბაღდადის მმართველ მუჰამადის მხარდაჭერით, გაქცეულიყო ბაღდადში 865 წელს. მაგრამ, თურქეთის ჯარის დანარჩენმა ნაწილმა ახალ ხალიფად აირჩია ალ-მუთაზი და ალყაშემორტყმული ბაღდადის მოსახლეობას დანებება აიძულა 866 წელს. ალ-მუსთაინი გადაასახლეს და სიკვდილით დასაჯეს. ალ-მუთაზი იყო უნარიანი და ენერგიული პიროვნება. იგი ცდილობდა ეკონტროლებინა სამხედრო მეთაურები და სამოქალაქო ადმინისტრაციიდან გაერიცხა სამხედრო პირები. ალ-მუთაზის მიერ გატარებულ პოლიტიკას შეეწინააღმდეგნენ და 869 წლის ივლისში იგი ასევე დაამხეს და მოკლეს. მისი მემკვიდრე ალ-მუჰთადი, ასევე ეცადა აღედგინა ხალიფას ხელისუფლება, მაგრამ იგი ასევე მოკლეს 870 წლის ივნისში. მუჰთადის გარდაცვალებისა და ალ-მუთამიდის აღზევების გამო, მუსა იბნ ბუღას გარშემო შემოკრებილმა თურქულმა ფრაქციამ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ალ-მუჰთადიმიდის ძმასთან და რეგენტ ალ-მუვაფაყთან. შედეგად, ფრაქციამ დომინანტური პოზიცია დაიკავა სახალიფოში, რითაც „ანარქია“ დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ აბასიანთა სახალიფოს შეეძლო მოკრძალებულად აღედგინა სახელი მომდევნო ათწლეულებში, სამარაში მომხდარმა „ანარქიამ“ დიდი ზიანი მოუტანა აბასიანთა ცენტრალური მთავრობის სტრუქტურასა და პრესტიჟს. ამავდროულად, წააქეზა სეცესიონისტთა და აჯანყებულთა ტენდენციები სახალიფოს პროვინციებში.
ალ-მუნტასირი (861–862 წწ.)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალ-მუნთასირი გახდა ხალიფა 861 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მამამისი ალ-მუთავაქილი მოკლეს თურქი მცველების წევრებმა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეჭვმიტანილი იყო ალ მუთავაქილის მკვლელობის დაგეგმვაში, ამ-მუნთასირმა სწრაფად დაამყარა კონტროლი დედაქალაქ სამარას საქმეებზე და სახელმწიფოს წამყვანი მამაკაცებისგან მიიღო ერთგულების ფიცი. ალ-მუნთასირის სახალიფოში სწრაფი დაწინაურების შედეგად, მასთან მჭიდროდ დაკავშირებულებმა პირებმა ისარგებლეს და დაიკავეს მაღალი პოზიციები მთავრობაში. მათ შორის იყვნენ აჰმად იბნ ალ-ხასიბი, რომელიც იყო ვეზირი და უფროსი თურქი გენერალი ვასიფი, რომელიც სავარაუდოდ მძიმედ იყო ჩართული ალ-მუთავაქილის მკვლელობაში. ალ-მუნთასირის მეფობა ერთ წელს ნაკლების ხნის განმავლობაში გაგრძელდა და დასრულდა 862 წელს, 24 წლის ასაკში უცნობის მიზეზებით გარდაცვლების გამო. რამდენიმე სამედიცინო ჩანაწერი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, მათ შორის, მოწამლული ლანცეტის გამოყენება.
ალ-მუსთაინი (862–866 წწ.)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი ხალიფას გარდაცვლების შემდეგ, ალ-მუნთასირმა (რომელიც არ იყო წინამორბედის ადგილას დანიშნული) და თურქმა სამხედრო ლიდერებმა გამართეს საბჭოს სხდომა ხალიფას მემკვიდრის ასარჩევად. შეკრებილებს არ სურდათ ალ-მუთაზისა და მისი ძმების არჩევა; ასე რომ, აირჩიეს აბასიანი პრინცის, მუჰამად იბნ ალ-მუთაზიმის ვაჟი აჰმად იბნ მუჰამადი, რომელმაც იწოდა სახელი ალ-მუსტა ინი.იგი მეფობდა ოთხნახევარი წლის განმავლობაში და მოგვიანებით, გადადგა ალ-მუთაზის სასარგებლოდ, რადგან აბასიანების სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ალ-მუსტა ინის გადადგომის შემდეგ, ალ-მუთაზს ქონება უბოძეს ჰიჯაზში და მისცეს მექადან მედინაში მოგზაურობის უფლება. 12 იანვარს მუჰამედმა მოიყვანა მოსამართლეთა და ადვოკატთა ჯგუფი, რათა ეჩვენებინა, რომ ალ-მუსტაინმა თავისი საქმეები მას მიანდო. სამარაში გაიგზავნა წარმომადგენლობა, სადაც ალ-მუთაზმა პირადად მოაწერა ხელი დოკუმენტს და თანანხმდა პირობებს. წარმომადგენლები ხელმოწერილი დოკუმენტით დაბრუნდნენ ბაღდადში 24 იანვარს. დელეგატებს ახლდა ემისრების ჯგუფი, რომელიც გაიგზავნა იმისთვის, რომ ალ-მუსტაინი შეერთებოდა ალ-მუთაზის. პარასკევს, 25 იანვარს, ალ-მუთაზი აღიარეს ხალიფად ბაღდადის ყველა მეჩეთში.
მედინაში დევნილის ადგილის პოვნის ნაცვლად, ალ-მუსტაინმა საკუთარი თავი აღმოაჩინა ბაღდადში. ალ-მუთაზის ბრძანებით, იგი სიკვდილით დასაჯეს 866 წლის 17 ოქტომბერს. ჯალათმა ხალიფასთან მიიტანა ალ-მუსტაინის თავი, - „აი“, - შესძახა ჯალათმა, - „აჰა, შენი ბიძაშვილის თავი!“ - „განზე დადე“, - უპასუხა ალ-მუთაზმა, რომელიც ჭადრაკს თამაშობდა, - „სანამ თამაშს არ დავასრულებ“. და მოგვიანებით, როდესაც დაკმაყოფილდა იმით, რომ ეს ნამდვილად ალ-მუსტაინის თავი იყო, გასცა ბრძანება, რომ ჯილდოს სახით მკვლელისთვის 500 მონეტა გადაეცათ.
ალ-მუთაზი (866–869 წწ.)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად, დასახელებული, როგორც მამის, ალ-მუთავაქილის სამ მემკვიდრეთა შორის მეორე, ალ-მუთაზი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის უფლებებზე მისი ძმის, ალ-მუნთასირის მეფობის შემდეგ. ამის გამო, იგი ჩასვეს ციხეში, როგორც საშიში მეტოქე მისი ბიძაშვილის, ალ-მუსთაინის მეფობის დროს. ალ-მუთაზი გაათავისუფლეს და იგი გაემართა სახალიფოში 866 წლის იანვარში, ალ-მუსთაინსა და სამარას თურქ სამხედროებს შორის გამართული სამოქალაქო ომის პერიოდში. ალ-მუთაზი იყო მოწოდებული, რომ აღედგინა სახალიფოში ძალაუფლება თურქი სამხედროების მმართველობის სანაცვლოდ, მაგრამ მხოლოდ მცირე წარმატებას მიაღწია. მიუხედავად ამ წარმატებებისა, ხალიფამ ვერ შეძლო იმ პერიოდის მთავარი პრობლემის გადალახვა: შემოსავლის ნაკლებობა იმისთვის, რათა ჯარისკაცებისთვის თანხა გადაეხადა. ხალიფატის ფინანსური სიდუხჭირე უკვე აშკარა გახდა მისი შემოერთებისას - ჯარისკაცებისთვის ათი თვის ანაზღაურება უნდა შემცირებულიყო ორ თვემდე, რამაც ალ-მუსთაინის რეჟიმის დამხობას ხელი შეუწყო. სამოქალაქო ომმა და ანარქიამ მხოლოდ და მხოლოდ გააუარესა სიტუაცია, რადგან შემოსავლების შემოდინება ბაღდადის მიდამოებიდანაც კი შეწყდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, უფრო შორეულ პროვინციებზე. შედეგად, ალ-მუთაზმა უარი თქვა ბაღდადში იბნ თაჰირთან შეთანხმებაზე და იგი თავისი მხარდამჭერების იმედად დატოვა;; ამან უბიძგა არეულობას ბაღდადში და სამთავრობო ხელისუფლების სწრაფი დაღმასვლა გამოიწვია. ალ-მუთაზმა კიდევ უფრო დაამძიმა არეულობა ბაღდადში და უბაიდულას სანაცვლოდ 869 წელს ტახტზე დასვა მისი ნაკლებუნარანი ძმა სულეიმანი. ამ შემთხვევაში, ეს ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ ხალიფას ჩამორთმეოდა სამარის ჯარისკაცების საპირწონე ძალა, რამაც თურქებს მისცა დაკარგული ძალაუფლების ხელახლა მოპოვების საშუალება.
შედეგად, 869 წელს, თურქმა ლიდერებმა – სალი იბნ ვასიფი (ვასიფ ალ-თურქის ვაჟი) და ბაიკბაკი, უზრუნველყვეს აჰმად იბნ ისრაილის გადაყენება. საბოლოოდ, თურქი ჯარისკაცების ფინანსური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შედეგად, ივლისის შუა რიცხვებში სასახლეში მოწყობილი გადატრიალება ალ-მუთაზის დამხობით დასრულდა. იგი დააპატიმრეს და იმ ზომაზე აწამეს, რომ სამი დღის შემდეგ, 869 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე გახდა ალ-მუთაზის ბიძაშვილი ალ-მუჰთადი.
ალ-მუჰთადი (869–870 წწ.)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ბიძაშვილის, ალ-მუთაზის დამხობისა და მკვლელობის შემდგომ, თურქების გვარდიის ლიდერებმა 21/22 ივლისს ახალ ხალიფად აირჩიეს ალ-მუჰთადი. როგორც მმართველი, ალ-მუჰთადი ცდილობდა შეჯიბრებოდა ხალიფა უმარ იბნ აბდ ალ-აზიზს, რომელიც იყო ისლამური მმართველის მოდელად მიიჩნეოდა. ამიტომ, ის ცხოვრობდა მკაცრი და ღვთისმოსავი ცხოვრებით — გადაწყვიტა პირადად ეხელმძღვანელა სასამართლოს საჩივრებით (არასრულწლოვანთათვის), რითაც მოიპოვა უბრალო ხალხის მხარდაჭერა. „ძალისა და უნარის“ გაერთიანებით, იგი მოწოდებული იყო აღედგინა ხალიფას ხელისუფლება და ძალაუფლება, რომელიც გამოფიტული იყო თურქი გენერლების კინკლაობით გამოწვეული „სამარას ანარქიის“ გამო. ალ-მუჰთადი შეესწრო ალიდების გაძლიერებას პროვინციებში, მაგრამ მისი ძალაუფლებისთვის მთავარი საფრთხეს წარმოადგენდნენ თურქი სამხედრო პირები.
როდესაც მუსა იბნ ბუღა გაემგზავრა ხარიჯიტების წინააღმდეგ სალაშქროდ, ალ-მუჰთადიმ ისარგებლა შემთხვევით და ხალხი მისა და მისი ძმის, მუჰამედ იბნ ბუღას წინააღმდეგ აამხედრა. მუჰამადი მიიყვანეს სასამართლოში ფულის გაფლანგვის ბრალდებით და მისი საქციელი დაგმეს. მიუხედავად იმისა, რომ ალ-მუჰთადიმ ბოდიშის მოხდა ითხოვა, მუჰამადი სიკვდილით დასაჯეს. ამან მუსასთან განხეთქილება გააძლიერა: ეს უკანასკნელი თავისი ჯარით დედაქალაქისკენ გაემართა და ხალიფას ერთგული ჯარები დაამარცხა. ხალიფამ უარი თქვა გადადგომაზე, მაგრამ ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი სიცოცხლე და თანამდებობა რელიგიური სტატუსისა და ხალხის მხარდაჭერის წყალობით. მიუხედავად ამისა, ხალიფა მოკლეს 870 წლის 21 ივნისს და მისმა ბიძაშვილმა, ალ-მუთამიდმა შესძლო მისი ჩანაცვლება (მეფ. 870–892 წწ.).
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამარაში ანარქიის დასასრულს, დაიწყო აჯანყება, რომელიც ცნობილია, როგორც ზანჯის აჯანყება. მასში მონაწილეობდნენ მონები და თავისუფალი კაცები, მათ შორის, ორივე, აფრიკელები და არაბები, სახალიფოს სხვადასხვა რეგიონიდან და შეიწირა ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე, სანამ ის საბოლოოდ დამარცხდებოდა.
რამდენიმე მუსლიმი ისტორიკოსი, როგორებიცაა ალ-ტაბარი და ალ-მასუდი, ზანჯის რევოლუციას ერთ-ერთ „ყველაზე საზარელ და სასტიკ ამბოხებად“ მიიჩნევს იმ მრავალ არეულობას შორის, რომელიც აწუხებდა აბასიანთა ცენტრალურ ხელისუფლებას.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bonner, Michael (2010). "The waning of empire, 861–945". In Robinson, Chase F. (ed.). The New Cambridge History of Islam, Volume 1: The Formation of the Islamic World, Sixth to Eleventh Centuries. Cambridge: Cambridge University Press. pp. 305–359. ISBN 978-0-521-83823-8.
- Bosworth, C. E. (1993). "al-Muʿtazz Bi'llāh". In Bosworth, C. E.; van Donzel, E.; Heinrichs, W. P. & Pellat, Ch. (eds.). The Encyclopaedia of Islam, Second Edition. Volume VII: Mif–Naz. Leiden: E. J. Brill. pp. 793–794. doi:10.1163/1573-3912_islam_SIM_5668. ISBN 978-90-04-09419-2.
- Bosworth, C.E. (1993). "al-Muntasir". In Bosworth, C. E.; van Donzel, E.; Heinrichs, W. P. & Pellat, Ch. (eds.). The Encyclopaedia of Islam, Second Edition. Volume VII: Mif–Naz. Leiden: E. J. Brill. ISBN 978-90-04-09419-2.
- Cobb, P. M. (2000). "ʿUmar (II) b. ʿAbd al-ʿAzīz". In Bearman, P. J.; Bianquis, Th.; Bosworth, C. E.; van Donzel, E. & Heinrichs, W. P. (eds.). The Encyclopaedia of Islam, Second Edition. Volume X: T–U. Leiden: E. J. Brill. pp. 821–822. ISBN 978-90-04-11211-7.
- Furlonge, Nigel D. (1999). "Revisiting the Zanj and Re-Visioning Revolt: Complexities of the Zanj Conflict – 868–883 AD". Negro History Bulletin. 62 (4): 7–14. Retrieved 4 November 2015.
- Gordon, Matthew S. (2001). The Breaking of a Thousand Swords: A History of the Turkish Military of Samarra (A.H. 200–275/815–889 C.E.). Albany, New York: State University of New York Press. ISBN 0-7914-4795-2.
- Kennedy, Hugh N. (2001). The armies of the caliphs: military and society in the early Islamic state. London and New York: Routledge. ISBN 0-415-25093-5.
- Kennedy, Hugh (2004). The Prophet and the Age of the Caliphates: The Islamic Near East from the 6th to the 11th Century (Second ed.). Harlow: Longman. ISBN 978-0-582-40525-7.
- Kennedy, Hugh (2006). When Baghdad Ruled the Muslim World: The Rise and Fall of Islam's Greatest Dynasty. Cambridge, MA: Da Capo Press. ISBN 978-0-306814808.
- Saliba, George, ed. (1985). The History of al-Ṭabarī, Volume XXXV: The Crisis of the ʿAbbāsid Caliphate: The Caliphates of al-Mustaʿīn and al-Muʿtazz, A.D. 862–869/A.H. 248–255. SUNY Series in Near Eastern Studies. Albany, New York: State University of New York Press. ISBN 978-0-87395-883-7.
- Zetterstéen, K. V. & Bosworth, C. E. (1993). "al-Muhtadī". In Bosworth, C. E.; van Donzel, E.; Heinrichs, W. P. & Pellat, Ch. (eds.). The Encyclopaedia of Islam, Second Edition. Volume VII: Mif–Naz. Leiden: E. J. Brill. pp. 476–477. doi:10.1163/1573-3912_islam_SIM_5437. ISBN 978-90-04-09419-2.