ამირან კახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამირან კახიძე
დაბ. თარიღი 8 ივნისი, 1935
დაბ. ადგილი ქვედა ჩხუტუნეთი, ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 11 ნოემბერი, 2023 (88 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა არქეოლოგი, მეცნიერი, ლექტორი
სამეცნიერო წოდება ემერიტუსი
ჯილდოები ღირსების ორდენი, აბუსერისძე ტბელის სახელობის პრემია

ამირან კახიძე  (დ. 8 ივნისი, 1935, სოფ. ქვედა ჩხუტუნეთი, ახლანდ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — გ. 11 ნოემბერი, 2023) — ქართველი არქეოლოგი, პედაგოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), ემერიტუსი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტს წარმოადგენს ფიჭვნარის ნაქალაქევი, სადაც 1963 წლიდან მოღვაწეობს. ფიჭვნარის მასალის შესწავლითა და გამოქვეყნებით იგი მსოფლიოში ცნობილ ანტიკოსად იქცა. ბოლო წლებში დაინტერესდა მეტალურგიით. აღსანიშნავია მის მიერ აღმოჩენილი ფერადი ლითონების მიღების უძველესი ტექნოლოგია, ჰიდრომეტალურგია, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის სიახლეა. [წყარო არ არის მითითებული 237 დღე]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამირან კახიძე დაიბადა სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში, რომელიც ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქ. ბათუმში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მიმართულებით. პარალელურად მუშაობდა სოფ. ჩხუტუნეთის საშუალო სკოლის მასწავლებლად. შემდგომ, 1961-64 წლებში, სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, ანტიკური ხანის არქეოლოგიის განოფილებაში, სადაც მას ხელმძღვანელობას უწევდა ქართული არქეოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე. 1966-2006 წლებში დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც მრავალ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა ლეღვა-ჯიხანჯური, ბათუმის ციხე, ხიხაძირი, თხილვანა, ვანაძეები, ჩაქვისწლის ხეობა, პეტრა-ციხისძირი, კვაშტა, გონიო-აფსაროსი, სხალთის ეკლესია და სხვა. 1994 წელს დაიკავა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის პოსტი; პარალელურად კითხულობს ლექციებს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998–2011 წლებში ამირან კახიძე ხელმძღვანელობდა საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივ საერთაშორისო ექსპედიციას. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწერა და გამოიცა მონოგრაფიები VII ნაწილად: „ფიჭვნარი I — კოლხები და ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“ (2004 წ. თანაავტ. მ. ვიკერსი), „ფიჭვნარი II — ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“ (2007 წ. თანაავტ. მ. ვიკერსი), „ფიჭვნარი IV“ (2009 წ. თანაავტ. თ. შალიკაძე), „ფიჭვნარი III“ (2010 წ. თანაავტ. ნ. ვაშაკიძე), „ფიჭვნარი V“ (2014 წ. თანაავტ. ე. კახიძე), „ფიჭვნარი VI“ (2014 წ. თანაავტ. მ. ვიკერსი), „ფიჭვნარი VII“ (2015 წ.) პარალელურად, კერძოდ 1999 წლიდან გონიო-აფსაროსის მუდმივმომქმედ არექოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა.[1][2]

არაერთხელ იყო მიწვეული ოქსფორდის უნივერსიტეტში, ზაარბრიუკენში, საბერძნეთში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და პოლონეთში, სადაც მონაწილებას იღებდა კონფერენციებსა და საერთაშორისო სიმპოზიუმებში.

ამირან კახიძის ინიციატივით 1994 წელს დაარსდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი. 2007 წელს მუზეუმში დაემატა მუდმივმოქმედი გამოფენა.

ამჟამად, ამირან კახიძე აკადემიურ საქმიანობას ეწევა შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსტეტში, სადაც მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს უკითხავს ლექციებს არქეოლოგიის საფუძვლებისა და ანტიკური არექოლოგიის მიმართულებით. ამავე უნივერსტეტის გადაწყვეტილებით, 2010 წელს მიენიჭა ემერიტუსის წოდება არქეოლოგიაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]