ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
დაარსდა 1994
მდებარეობა ბათუმი, საქართველო
ექსპონატი 13 935
კლასიფიკაცია ისტორიული

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი – მუზეუმი ბათუმში, საქართველო. დაარსდა 1994 წელს.

მუზეუმში დაცულია აჭარისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე (ფიჭვნარი, ნამჭედური, ხიხაძირი, კვაშტა და სხვა) საქართველო-ინგლისის ერთობლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური მასალა მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორის: ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტების უნიკალური ნიმუშები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა.

1998 წლიდან მუშაობს ბათუმის არქეოლოგიური და ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმების ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიცია, რომელმაც ახალი აღმოჩენებით გაამდიდრა მუზეუმის საგანძური. 2007 წლის ბოლოს მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო ექსპოზიცია, რომელიც ვიზიტორებს აცნობს აჭარის უძველეს ისტორიასა და კულტურას ცალკეული ეპოქების მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, ბთ., 2008

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]