ემერიტუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ემერიტუსი (ლათ. მამრ. Emeritus, მდედრ. Emerita) — გადამდგარი პროფესორის, პასტორის, ეპისკოპოსის, პაპის, დირექტორის, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, რაბინის, იმპერატორის ან სხვა პირის წოდება, რომელსაც „უფლება აქვს შეინარჩუნოს საპატიო წოდება“.[1]

ზოგიერთ შემთხვევაში, ტერმინი ავტომატურად ენიჭება ყველა პირს, რომელიც პენსიაზე გადის. ტერმინი ასევე გამოიყენება მაშინ, როდესაც პროფესიაში გამორჩეული პირი გადასცემს თანამდებობას სხვას, რაც საშუალებას აძლევს მას შეინარჩუნოს ყოფილი წოდება, მაგალითად „პროფესორ ემერიტუსი“. ტერმინი ემერიტუსი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა მთლიანად უარი თქვა ყოფილ თანამდებობასა და დაკისრებულ ყველა მოვალეობაზე. მან შესაძლოა გააგრძელოს ზოგიერთი მათგანის განხორციელება.

წოდება ემერიტუსი არ გამოიყენება გარდაცვლილ ადამიანზე,[2] გარდა ნეკროლოგებისა, სადაც შეიძლება მითითებული იყოს მათი სტატუსი გარდაცვალების დროს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Emeritus (ლათ. emerere-ის წარსული ფორმა, რაც ნიშნავს „სამსახურის დასრულებას“) არის ლათინური პრეფიქსის e- (ex-ის ვარიანტი) რაც ნიშნავს „გარედან, დან“ და merere („ღვაწლის“ წყარო)) ნიშნავს „დამსახურებას“. სიტყვა დამოწმებულია XVII საუკუნის დასაწყისიდან. მდედრობითი სქესის ლათინური ეკვივალენტი emerita (/ɪˈmɛrɪtə/) იშვიათად გამოიყენება, ვინაიდან ინგლისურში სიტყვა ემერიტუსს ხშირად არ აქვს სქესი.[3]

აკადემიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, სრულუფლებიან პროფესორს, რომელიც პენსიაზე გადის საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კარგი სტატუსით, შეიძლება მიენიჭოს წოდება „პროფესორ ემერიტუსი“. ტიტული პროფესორი ემერიტა ზოგჯერ გამოიყენება ქალებისთვის. უმეტეს სისტემებსა და დაწესებულებებში წოდება ენიჭება ყველა პროფესორს, რომელიც პენსიაზე გავიდა კარგი რეპუტაციით, ხოლო სხვა შემთხვევაში ამას სპეციალური აქტი ან ხმის მიცემა სჭირდება. ტიტულის მქონე პროფესორებს შეუძლიათ, ადგილობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შეინარჩუნონ საოფისე ფართი ან სხვა პრივილეგიები. ზედსართავი სახელი შეიძლება განთავსდეს პროფესიის წინ, ან მის შემდეგ, მაგ: „პროფესორ ემერიტუსი“ ან „ემერიტუსი პროფესორი“.

სხვა გამოყენებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ეპარქიის ეპისკოპოსი ან დამხმარე ეპისკოპოსი პენსიაზე გადის, სიტყვა „ემერიტუს“ ემატება მის ყოფილ ტიტულს, ანუ „არქიეპისკოპოსი ემერიტუსი“. ტერმინი „ემერიტუს ეპისკოპოსი“ შეიძლება ეხებოდეს ერთდროულად რამდენიმე ადამიანს, თუ პირველი საკმარისად დიდხანს ცოცხლობს. ამ ტიტულს რომის ეპისკოპოსი, ემერიტუსი პაპი, ბენედიქტე XVI პენსიაზე გასვლისას ატარებდა. ქრისტეს საზოგადოებაში, ემერიტუსის სტატუსი ხანდახან მაღალჩინოსნებს პენსიაზე გასვლისთანავე ენიჭებათ. იუდაიზმში ემერიტუსის წოდება ხშირად ენიჭება სინაგოგების ან სხვა ებრაული ინსტიტუტების ხანგრძლივ მსახურ რაბინებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ტიტული ენიჭება ჰაზანსაც (პირი, რომელიც უძღვება ღვთისმსახურებას სინაგოგაში). ემერიტუს რაბინი ან ემერიტუს კანტორი ძირითადად საპატიო წოდებაა.

2001 წლიდან, საპატიო პრეზიდენტის pro tempore ემერიტუსის წოდება მიენიჭა უმცირესობის პარტიის სენატორს, რომელიც მანამდე მსახურობდა შეერთებული შტატების სენატის pro tempore პრეზიდენტად. თანამდებობა ეკავა სტორმ ტურმონდს (სამხრეთ კაროლინა; 2001-2003), რობერტ ბირდს (დასავლეთ ვირჯინია; 2003-2007), ტედ სტივენსს (ალასკა; 2007-2009), პატრიკ ლეჰი (ვერმონტი; 2015–2021) და ჩაკ გრასლი (აიოვა; 2021 წლიდან).

ტერმინი ასევე გამოიყენება ბიზნეს და არაკომერციულ ორგანიზაციებში ორგანიზაციის დამფუძნებლის ან პირების მუდმივი სტატუსის აღსანიშნავად, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დაწესებულებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Emeritus, New Oxford American Dictionary (2nd edition), 2005.
  • Emeritus, Australian Concise Oxford Dictionary (3rd edition), 1997.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "emeritus | adjective", Merriam-Webster, 2019. Retrieved 2019-12-07.
  2. The Protocol School of Washington, "Emeritus | Emerita"
  3. ჰარფერ, დუგლასი. emeritus. ეტიმოლოგიის ონლაინ ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 1 June 2021.