ამერიკული საშინელებათა ისტორია: ალქაჯთა კრება
ამერიკული საშინელებათა ისტორია: ალქაჯთა კრება | |
---|---|
მონაწილეობენ | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 13 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | FX |
ეთერში | 9 ოქტომბერი, 2013 | – 29 იანვარი, 2014
ამერიკული საშინელებათა ისტორია: ალქაჯთა კრება (ინგლ. American Horror Story: Coven) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მესამე სეზონი. მისი პრემიერა გაიმართა 2013 წლის 9 ოქტომბერს და დასრულდა 2014 წლის 29 იანვარს. მესამე სეზონში სიუჟეტი ვითარდება 2013 წელს ახალ ორლეანში, სადაც გადმოცემულია სალემის ალქაჯთა კრების ბრძოლა გადარჩენისათვის. სეზონი ასევე მოიცავს დაბრუნებებს 1830-იან, 1910-იან და 1970-იან წლებში.
მსახიობებმა წინა სეზონუდან მონაწილეობა მიიღეს: რობინ ბარლეტი, ფრენსის კონროი, ჯესიკა ლანგი, სარა პოლსონი, ივან პიტერსი და ლილი რეიბი. ასევე პირველი სეზონიდან დაბრუნდნენ მსახიობები: ტაისა ფარმიგა, ჯემი ბრიუერი, დენის ოჰარე და ალექსანდრა ბრეკენრიჯი.
როგორც მისმა წინამორბედებმა სეზონმა ალქაჯთა კრებამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა ძირითადად დადებითი შეფასება და შეინარჩუნა ძლიერი რეიტინგები, სეზონის საპრემიერო პირველ ეპიზოდს თვალს ადევნებდა 5.54 მილიონზე მეტი მაყურებელი. სეზონმა მიიღო ემის ჯილდოს 17 ნომინაცია მათ შორის საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის ნომინაციაში და ხუთი ნომინაცია ლანგის, ბასეტის, პოლსონის, კონროი და კეთი ბეიტსის სამსახიობო შესრულებისთვის. დამატებით ალქაჯთა კრება წარდგენილი იქრა ოქროს გლობუსზე საუკეთესო მინისერიალის ნომინაციაში.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიუჟეტი ვითარდება 2013 წელს ახალ ორლეანში, სადაც გადმოცემულია სალემის ალქაჯთა კრების ბრძოლა გადარჩენისათვის. როდესაც სალემის ალქაჯთა სასამართლოები მიმდინარეობდა, გადარჩენილი ალქაჯები გადასახლდნენ ნიუ-ორლეანში და მას ახალი სალემი ეწოდა. დაარსდა სკოლა სპეციალურად ასეთი გოგონების გარე სამყაროსგან დასაცავად და მათი ნიჭის გასაკონტროლებლად და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მატულობდა საფრთხე, რომ მათ შესახებ ყველა შეიტყობდა. წლების განმავლობაში მათი რაოდენობა საგრძნობლად იკლებდა. სკოლაში ბრუნდება ამ თაობის ყველაზე ძლიერი და უმაღლესი ალქაჯი ფიონა გუდი (ჯესიკა ლანგი), რათა დარწმუნდეს მათ უსაფრთხოებაში. მისი შვილი არის ამ სკოლის მასწავლებელი კორდელია (სარა პოლსონი) და ამ დროს სკოლაში ახალი სტუდენტია ზოი ბენსონი (ტაისა ფარმიგა). ქალაქი გაყოფილია ორად — ერთ ნაწილში ალქაჯები ცხოვრობენ, მეორეში კი — ცნობილი ვუდუ დედოფალი მარი ლავო (ანჯელა ბასეტი) მმართველობს, რომელიც ვერ იტანს ვერც ფიონას და ვერც მარი დელფინა ლალორის (კეთი ბეიტსი) რომელიც არის რასისტი და სერიული მკვლელი. ვუდუსა და ალქაჯებს შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა იყო, სანამ წინა თაობის უძლიერესმა ალქაჯმა მშვიდობის ხელშეკრულებას არ მოაწერა ხელი. ფიონას მოსვლით კი მათ შორის ომი თავიდან იწყება. სეზონი მოიცავს როგორ დღევანდელ, ასევე დაბრუნებებს 1830-იან, 1910-იან და 1970-იან წლებში.
მსახიობები და პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სარა პოლსონი — კორდელია ფოქსი
- ტაისა ფარმიგა — ზოი ბენსონი
- ფრენსის კონროი — მირტლ სნოუ
- ივან პიტერსი — კაილ სპენსერი
- ლილი რეიბი — მისტი დეი
- ემა რობერტსი — მედისონ მანტგომერი
- დენის ოჰარე — სპოლდინგი
- კეთი ბეიტსი — მარი დელფინა ლალორი
- ჯესიკა ლანგი — ფიონა გუდი
სპეციალურად მოწვეული მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანჯელა ბასეტი — მარი ლავო
- გაბოურეი სიდიბე — ქუინი
- დენი ჰიუსტონი — The Axeman
- პეტი ლიუპონი — ჯოან რამსი
- სტივ ნიკს — საკუთარი თავი
დამხმარე პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯემი ბრიუერი — ნენი
- ჯოშ ჰამილტონი — ჰენკ ფოქსი
- ალეხსანდრ დეიმონ — ლუკ რამსი
- ლენს რედიკი — პაპა ლეგბა
- მაიკლ კრისტოფერი — ჰარისონ რენარდი
- ლესლი ჯორდანი — კვენტინ ფლემინგი
- რობინ ბარტლეტი — სესილი პემბროკი
- მაიკ კოლტერი — დევიდი
- რაილი ვოულკელი — ახალგაზრდა ფიონა გუდი
- ქრისტინ ებერსოული — ანა-ლი ლეიტონი
- ალექსანდრა ბრეკენრიჯი — კაილი
- მერ უინინგჰემი — ალისია სპენსერი
- მიშელ პეიჯი — ახალგაზრდა მირტლ სნოუ
- გრეი დეიმონი — ბრინერი
- იენ ენტონი დეილი — დოქტორი დევიდ ჟონგი
- ლენს ე. ნიკოლსი — დეტექტივი სანჩესი
- გრეის გამერი — მილი
- ენდრიუ ლიძი — დოქტორი დანფი
- ჟავინ სტენჰაუზი — ბილი
- პ.ჯ. ბოუდოუსქუეი — ჯიმი
- კაილ სეკორი — ბილ
მცირე პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამირ ბარაკა — მინოტავრი ბასტიანი
- დენა მიშელ გურიე — შანტალი
- რედენ გრირი — პაულინი ლალორი
- ჯენიფერ ლინ უორენი — ბორკიტა ლალორი
- ეშლინ როსი — მერი ჯეინ ლალორი
- სკოტ მაიკლ ჯეფერსონი — ლუის ლალორი
- ჯეიმზ დიუმონი — ექიმი მორისი
ეპიზოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი | U.S. მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|---|
26 | 1 | „Bitchcraft“ | ალფონსო გომეზ-რეჯონი | რაიან მერფი და ბრედ ფელჩაკი | 9 ოქტომბერი, 2013 | 3ATS01 | 5.54[1] |
27 | 2 | „Boy Parts“ | მაიკლ რიმერი | ტიმ მინერი | 16 ოქტომბერი, 2013 | 3ATS02 | 4.51[2] |
28 | 3 | „The Replacements“ | ალფონსო გომეზ-რეჯონი | ჯეიმზ ვონგი | 23 ოქტომბერი, 2013 | 3ATS03 | 3.78[3] |
29 | 4 | „Fearful Pranks Ensue“ | მაიკლ აპენდაჰლი | ჯენიფერ სოლტი | 30 ოქტომბერი, 2013 | 3ATS04 | 3.71[4] |
30 | 5 | „Burn, Witch. Burn!“ | ჯერემი პოდესვა | ჯესიკა შარზერი | 6 ნოემბერი, 2013 | 3ATS05 | 3.80[5] |
31 | 6 | „The Axeman Cometh“ | მაიკლ აპენდაჰლი | დუგლას პეტრი | 13 ნოემბერი, 2013 | 3ATS06 | 4.16[6] |
32 | 7 | „The Dead“ | ბრედლი ბაკერი | ბრედ ფელჩაკი | 20 ნოემბერი, 2013 | 3ATS07 | 4.00[7] |
33 | 8 | „The Sacred Taking“ | ალფონსო გომეზ-რეჯონი | რაიან მერფი | 4 დეკემბერი, 2013 | 3ATS08 | 4.07[8] |
34 | 9 | „Head“ | ჰოვარდ დოიჩი | ტიმ მინერი | 11 დეკემბერი, 2013 | 3ATS09 | 3.94[9] |
35 | 10 | „The Magical Delights of Stevie Nicks“ | ალფონსო გომეზ-რეჯონი | ჯეიმზ ვონგი | 8 იანვარი, 2014 | 3ATS10 | 3.49[10] |
36 | 11 | „Protect the Coven“ | ბრედლი ბაკერი | ჯენიფერ სოლტი | 15 იანვარი, 2014 | 3ATS11 | 3.46[11] |
37 | 12 | „Go to Hell“ | ალფონსო გომეზ-რეჯონი | ჯესიკა შარზერი | 22 იანვარი, 2014 | 3ATS12 | 3.35[12] |
38 | 13 | „The Seven Wonders“ | ალფონსო გომეზ-რეჯონი | დუგლას პეტრი | 29 იანვარი, 2014 | 3ATS13 | 4.24[13] |
გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრიტიკოსების გამოხმაურებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
რეიტინგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ეპ. 1 | ეპ. 2 | ეპ. 3 | ეპ. 4 | ეპ. 5 | ეპ. 6 | ეპ. 7 | ეპ. 8 | ეპ. 9 | ეპ. 10 | ეპ. 11 | ეპ. 12 | ეპ. 13 | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მკვლელი სახლი | 3.18 | 2.46 | 2.59 | 2.96 | 2.74 | 2.83 | 3.06 | 2.81 | 2.85 | 2.54 | 2.59 | 3.22 | არ არის | |
ფსიქიატრიული კლინიკა | 3.85 | 3.06 | 2.47 | 2.65 | 2.78 | 1.89 | 2.27 | 2.36 | 2.22 | 2.21 | 2.51 | 2.30 | 2.29 | |
ალქაჯთა კრება | 5.54 | 4.51 | 3.78 | 3.71 | 3.80 | 4.16 | 4.00 | 4.07 | 3.94 | 3.49 | 3.46 | 3.35 | 4.24 | |
მახინჯების შოუ | 6.13 | 4.53 | 4.44 | 4.51 | 4.22 | 3.65 | 3.91 | 3.30 | 3.07 | 2.99 | 3.11 | 2.94 | 3.27 | |
სასტუმრო | 5.81 | 4.06 | 3.20 | 3.04 | 2.87 | 2.64 | 2.64 | 2.31 | 2.14 | 1.85 | 1.84 | 2.24 | არ არის | |
როანოკი | 5.14 | 3.27 | 3.08 | 2.83 | 2.82 | 2.48 | 2.62 | 2.20 | 2.43 | 2.45 | არ არის | |||
კულტი | 3.93 | 2.38 | 2.25 | 2.13 | 2.20 | 2.15 | 2.07 | 2.06 | 1.48 | 1.82 | 1.97 | არ არის |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- American Horror Story, ეპიზოდების სია — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kondolojy, Amanda. (10 ოქტომბერი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'Duck Dynasty' Beats 'American Horror Story: Coven' + MLB Baseball, 'Bad Ink', 'South Park' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-12. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2013.
- ↑ Bibel, Sara. (17 ოქტომბერი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'Duck Dynasty' Wins Night, 'American Horror Story', 'Bad Ink', 'Key & Peele','Top Chef' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2013.
- ↑ Kondolojy, Amanda. (24 ოქტომბერი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'Duck Dynasty' Leads Night + 'American Horror Story', 'South Park', 'Million Dollar Listing' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-27. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2013.
- ↑ Bibel, Sara. (31 ოქტომბერი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night, 'South Park', 'Key & Peele', 'Ghost Hunters', 'Preachers of LA' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-02. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2013.
- ↑ Kondolojy, Amanda. (7 ნოემბერი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Tops Night + 'South Park', 'Key & Peele', NBA Basketball & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-10. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2013.
- ↑ Kondolojy, Amanda. (14 ნოემბერი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night, 'South Park', 'Key & Peele', 'Extreme Cheapskates' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-18. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი, 2013.
- ↑ Kondolojy, Amanda. (21 ნოემბერი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night + 'South Park', NBA Basketball, 'American Pickers' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-23. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2013.
- ↑ Kondolojy, Amanda. (5 დეკემბერი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Leads Night + 'South Park', 'American Pickers', College Basketball & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-08. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2013.
- ↑ Bibel, Sara. (12 დეკემბერი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'Duck Dynasty' Wins Night, 'American Horror Story', 'South Park', 'Rodeo Girls', 'Key & Peele' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-14. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2013.
- ↑ Bibel, Sara. (9 იანვარი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night, 'My Strange Addiction', 'Psych', 'Real World Ex-Plosion' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-10. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2014.
- ↑ Kondolojy, Amanda. (16 იანვარი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'Duck Dynasty' Tops Night + 'American Horror Story', 'Crazy Hearts: Nashville', & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-16. ციტირების თარიღი: 17 იანვარი, 2014.
- ↑ Bibel, Sara. (23 იანვარი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'Duck Dynasty' Wins Night, 'American Horror Story', 'Wahlburgers', 'Workaholics', 'Psych' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-26. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2014.
- ↑ Kondolojy, Amanda. (30 იანვარი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'Duck Dynasty' Wins Night + 'American Horror Story', NBA Basketball, 'Wahlburgers' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-02. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2014.
- ↑ American Horror Story: Coven. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2016.
|