ამერიკული საშინელებათა ისტორია: ფსიქიატრიული კლინიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამერიკული საშინელებათა ისტორია: ფსიქიატრიული კლინიკა
American Horror Story - Asylum.jpg
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 13
ეთერი
ორიგინალური არხი FX
პირველად ეთერში ოქტომბერი 17, 2012 (2012-10-17) – იანვარი 23, 2013 (2013-01-23)
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
ალქაჯთა კრება
ეპიზოდების სია

ამერიკული საშინელებათა ისტორია: ფსიქიატრიული კლინიკა (ინგლ. American Horror Story: Asylum) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეორე სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2012 წლის 17 ოქტომბერს და დასრულდა 2014 წლის 23 იანვარს. წინა სეზონის მკვლელი სახლი განსხვავებით მეორე სეზონში დაემატა სრულიად ახალი პერსონაჟები და ახალი ადგილმდებარეობა რითიც ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერიალი ანთოლოგიური ხასიათისაა.

მეორე სეზონში სიუჟეტი ვითარდება 1964 წელს მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ბრაირკლიფის ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც გადმოცემულია კლინიკის პერსონალის და პაციენტების ისტორიები როგორც ამწყოდან ისე წარსულიდან. პირველი სეზონის მსახიობებიდან მონაწიელობა მიიღეს: ფრენსის კონროი, ჯესიკა ლანგი, დილან მაკდერმოტი, სარა პოლსონი, ივან პიტერსი, ზაქარი კუინტო და ლილი რეიბი.

როგორც მისმა წინამორბედებმა სეზონმა ფსიქიატრიული კლინიკამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება. სეზონმა მიიღო ემის ჯილდოს 17 ნომინაცია მათ შორის საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის ნომინაციაში და ოთხი ნომინაცია ლანგის, პოლსონის, ჯეიმზ კრომველის და კუინტოს სამსახიობო შესრულებისთვის. მათგან მხოლოდ კრომველმა გაიმარჯვა ნომინაციაში მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი მინი სერიალში.

მიუხედავად სერიალის ანთოლოგიური ხასიათისა ფსიქიატრიული კლინიკის რამდენიმე პერსონაჟი დაბრუნდა სერიალის მეოთხე სეზონში მახინჯების შოუ და მეექვსე სეზონში როანოკი, მსახიობებმა ლილი რეიბი, სარა პოლსონი, ნაომი გროსმანი და ჯონ კრომუელი დააბრუნეს თავიანთი პერსონაჟები მონაზონი მარი ეუნისე, ლანა უინტერსი, პეპერი და ახალგაზრდა ექიმი არტურ არდენი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტი ვითარდება 1964 წელს მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ბრაირკლიფის ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამ დაწესებულების ზედამხედველთა და მონაზონთა მმართველია მონაზონი ჯუდი მარტინი (ჯესიკა ლანგი), ხოლო ერთ-ერთი ზედამხედველია მისი პროტეჟე მონაზონი მარი ეუნისე (ლილი რეიბი), ხოლო კლინიკის დამაარსებელია მონსინიორი ტიმოტი ჰოვარდი (ჯოზეფ ფაინსი). დაწესებულებაში არის ორი ექიმი ფსიქიატრი — ოლივერ ტრედსონი (ზაქარი კუინტო) და მეცნიერი არტურ არდენი (ჯეიმზ კრომველი). ამბავი იწყება მაშინ, როდესაც კლინიკაში გამოძიების მიზნით მიდის ლესბოსელი ჟურნალისტი ლანა უინტერსი (სარა პოლსონი), რა დროსაც კლინიკაში გამოკეტავენ სერიულ მკვლელობაში დადანაშაულებულ კიტ უოკერს (ივან პიტერსი) და ლანა ცდილობს, გაიგოს რაც შეიძლება მეტი ბრაირკლიფისა და ამ სერიული მკვლელის შესახებ. მარი ეუნისეს დახმარებით იგი შეიჭრება ბრაირკლიფში. მაგრამ ჯუდი, შეიტყობს რა ამის შესახებ, მას გამოკეტავს და მის შეყვარებულს ხელს მოაწერინებს ფსიქიატრიულ კლინიკაში განთავსებაზე, ის კი იძულებულია გამოკეტოს ლანა ბრაირკლიფში, იმისათვის, რომ არავინ შეიტყოს მისი ორიენტაციის შესახებ. ბრაირკლიფში აგრეთვე იმყოფება ნიმფომანიაკი შეილი (კლოე სევინი) და სავარაუდო მკვლელი გრეის ბერტნარდი (ლიზი ბროშერე). ბრაირკლიფის პაციენტები ხშირად ხდებიან ზებუნებრივი მოვლენების მსხვერპლი.

მსახიობები და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯესიკა ლანგი, სარა პოლსონი და ივან პიტერსი (მარცხნიდან მარჯვნივ) განასახიერებენ მონაზონი ჯუდ მარტინი, ლანა უინტერსი და კიტ ვოკერი,
ლილი რეიბი, ზაქარი კუინტო და ჯეიმზ კრომველი (მარცხნიდან მარჯვნივ) განასახიერებენ მონაზონი მარი ეუნისე, ექიმი ოლივერ ტრედსონი და ექიმი არტურ არდენი.

სპეციალურად მოწვეული მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამხმარე პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
131„Welcome to Briarclif“ბრედლი ბაკერიტიმ მინერიოქტომბერი 17, 2012 (2012-10-17)2ATS013.85[1]
142„Tricks and Treats“ბრედლი ბაკერიჯეიმზ ვონგიოქტომბერი 24, 2012 (2012-10-24)2ATS023.06[2]
153„Nor'easter“მაიკლ აპენდაჰლიჯენიფერ სოლტიოქტომბერი 31, 2012 (2012-10-31)2ATS032.47[3]
164„I Am Anne Frank (Part 1)“მაიკლ აპენდაჰლიჯესიკა შარზერინოემბერი 7, 2012 (2012-11-07)2ATS042.65[4]
175„I Am Anne Frank (Part 2)“ალფონსო გომეზ-რეჯონიბრედ ფელჩაკინოემბერი 14, 2012 (2012-11-14)2ATS052.78[5]
186„The Origins of Monstrosity“დავიდ სემელირაიან მერფინოემბერი 21, 2012 (2012-11-21)2ATS061.89[6]
197„Dark Cousin“მაიკლ რიმერიტიმ მინერინოემბერი 28, 2012 (2012-11-28)2ATS072.27[7]
208„Unholy Night“მაიკლ ლეჰმანიჯეიმზ ვონგიდეკემბერი 5, 2012 (2012-12-05)2ATS082.36[8]
219„The Coat Hanger“ჯერემი პოდესვაჯენიფერ სოლტიდეკემბერი 12, 2012 (2012-12-12)2ATS092.22[9]
2210„The Name Game“მაიკლ ლეჰმანიჯესიკა შარზერიიანვარი 2, 2013 (2013-01-02)2ATS102.21[10]
2311„Spilt Milk“ალფონსო გომეზ-რეჯონიბრედ ფელჩაკიიანვარი 9, 2013 (2013-01-09)2ATS112.51[11]
2412„Continuum“კრეიგ ზისკირაიან მერფიიანვარი 16, 2013 (2013-01-16)2ATS122.30[12]
2513„Madness Ends“ალფონსო გომეზ-რეჯონიტიმ მინერიიანვარი 23, 2013 (2013-01-23)2ATS132.29[13]

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსების გამოხმაურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული საშინელებათა ისტორია (სეზონი 2): კრიტიკოსების შეფასება ეპიზოდის მიხედვით
  • სეზონი 2 (2012–13): Rotten Tomatoes-ზე გამოქვეყნებული დადებითი შეფასებების პროცენტი[14]

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული საშინელებათა ისტორია: აშშ მაყურებელი ეპიზოდის მიხედვით (მილიონი)
სეზონიეპ. 1ეპ. 2ეპ. 3ეპ. 4ეპ. 5ეპ. 6ეპ. 7ეპ. 8ეპ. 9ეპ. 10ეპ. 11ეპ. 12ეპ. 13
მკვლელი სახლი3.182.462.592.962.742.833.062.812.852.542.593.22არ არის
ფსიქიატრიული კლინიკა3.853.062.472.652.781.892.272.362.222.212.512.302.29
ალქაჯთა კრება5.544.513.783.713.804.164.004.073.943.493.463.354.24
მახინჯების შოუ6.134.534.444.514.223.653.913.303.072.993.112.943.27
სასტუმრო5.814.063.203.042.872.642.642.312.141.851.842.24არ არის
როანოკი5.143.273.082.832.822.482.622.202.432.45არ არის
კულტი3.932.382.252.132.202.152.072.061.481.821.97არ არის


საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სიმღერა შემსრულებელი ეპიზოდი ჩანაწერი
2013 The Name Game ჯესიკა ლანგი „The Name Game“
  • ორიგინალური შემსრულებელი: შირლი ელისი
  • გამოცემის თარიღი: 15 იანვარი, 2013[15]
სიმღერა გამოიცა ლეიბლზე 20th Century Fox TV Records.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibel, Sara. (18 ოქტომბერი, 2012) 'American Horror Story' Premiere Garners 3.85 Million Total Viewers, 2.20 Million Adults 18-49. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 ოქტომბერი, 2012. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  2. Kondolojy, Amanda. Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story: Asylum' Wins Night + 'Duck Dynasty', 'South Park', 'The Daily Show' & More. წაკითხვის თარიღი: 25 ოქტომბერი, 2012.
  3. Bibel, Sara. (1 ნოემბერი, 2012) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night, 'South Park', 'Duck Dynasty','Face Off', 'Key & Peele', 'South Beach Tow' & More. წაკითხვის თარიღი: 1 ნოემბერი, 2012.
  4. Kondolojy. (8 ნოემბერი, 2012) Wednesday Cable Ratings: 'Duck Dynasty' Beats 'American Horror Story' + 'Moonshiners', 'South Park', 'The Daily Show' & More. წაკითხვის თარიღი: 9 ნოემბერი, 2012.
  5. Bibel. (15 ნოემბერი, 2012) Wednesday Cable Ratings: 'Duck Dynasty' Wins Night, 'American Horror Story', 'Moonshiners', 'The Daily Show', 'South Beach Tow' & More. წაკითხვის თარიღი: 15 ნოემბერი, 2012.
  6. Bibel, Sara. (26 ნოემბერი, 2012) Wednesday Cable Ratings: 'Moonshiners' & 'Duck Dynasty' Win Night, 'American Horror Story', 'Restaurant Impossible','South Beach Tow', 'Conan' & More. წაკითხვის თარიღი: 27 ნოემბერი, 2012.
  7. Bibel, Sara. (29 ნოემბერი, 2012) Wednesday Cable Ratings:'Duck Dynasty' Wins Night, 'American Horror Story', 'Moonshiners', 'The Challenge', 'Hot in Cleveland', 'South Beach Tow' & More. წაკითხვის თარიღი: 29 ნოემბერი, 2012.
  8. Kondolojy, Amanda. (7 დეკემბერი, 2012) Wednesday Cable Ratings: 'Duck Dynasty' Wins Night + 'American Horror Story: Asylum', 'Moonshiners', 'Smurfs Christmas Carol', 'Daily Show' & More. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2012.
  9. Bibel, Sara. (13 დეკემბერი, 2012) Wednesday Cable Ratings: 'Moonshiners' & 'Amish Mafia' Win Night, 'American Horror Story', 'South Beach Tow', 'Shipping Wars' & More. წაკითხვის თარიღი: 13 დეკემბერი, 2012.
  10. Kondolojy, Amanda. (4 იანვარი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'Sugar Bowl' Wins Night, 'Moonshiners', 'American Horror Story', 'Amish Mafia', 'Full Throttle Saloon' & More. წაკითხვის თარიღი: 5 იანვარი, 2013.
  11. Kondolojy, Amanda. (10 იანვარი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'Moonshiners' & 'Amish Mafia' Win Night + 'American Horror Story', 'Duck Dynasty' & More. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2013.
  12. Kondolojy, Amanda. (17 იანვარი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'Moonshiners' Wins Night, + 'Amish Mafia', 'American Horror Story', 'Workaholics', & More. წაკითხვის თარიღი: 17 იანვარი, 2013.
  13. Bibel, Sara. (24 იანვარი, 2013) Wednesday Cable Ratings: 'Moonshiners' Wins Night, 'American Horror Story', 'Necessary Roughness', 'Workaholics', 'Top Chef' & More. წაკითხვის თარიღი: 25 იანვარი, 2013.
  14. American Horror Story: Asylum. Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 24, 2016.
  15. American Horror Story Cast, The; Lange, Jessica. (15 იანვარი, 2013) The Name Game. Apple. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2014.