ამერიკული საშინელებათა ისტორია: სასტუმრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკული საშინელებათა ისტორია: სასტუმრო
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 12
ეთერი
ორიგინალური არხი FX
ეთერში 7 ოქტომბერი, 2015 (2015-10-07) – 13 იანვარი, 2016 (2016-01-13)
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
როანოკი
ეპიზოდების სია

ამერიკული საშინელებათა ისტორია: სასტუმრო (ინგლ. American Horror Story: Hotel) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეხუთე სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2015 წლის 7 ოქტომბერს და დასრულდა 2016 წლის 13 იანვარს. სასტუმრო არის სერიალის პირველი სეზონი სადაც მონაწილეობა არ მიიღეს სერიალის უცვლელმა მსახიობებმა ჯესიკა ლანგი და ფრენსის კონროი. წინა სეზონებიდან მონაწილეობა მიიღეს: ივან პიტერსი, სარა პოლსონი, დენის ოჰარე, ლილი რეიბი, კეთი ბეიტსი, ანჯელა ბასეტი, კლოე სევინი, ფინ ვიტროკი, უეს ბენტლი, გაბოურეი სიდიბე, მერ უინინგჰემი, მეტ ბომერი, კრისტინა ესტაბრუკი, მეტ როსი, ჯონ კეროლ ლინჩი, და ანტონი რუივივარი. მეხუთე სეზონს ასევე დაემატნენ ახალი მსახიოები ლედი გაგა და შეიენ ჯექსონი. წინა სეზონის მახინჯების შოუს მსგავსად მეხუთე სეზონზეც დაირღვა სერიალის ანთოლოგია და იგი დაკავშირებული იქნა პირველ სეზონთან მკვლელი სახლი და მესამე სეზონთან ალქაჯთა კრება. მეხუთე სეზონში გამოჩნდა მკვლელი სახლის თავდაპირველი მფლობელი ექიმი ჩარლზ მანტგომერი (როსი), მისი რეალტორი მერსი (ესტაბრუკი) და ექსტრასენსი ბილი დინ ჰოვარდი (პოლსონი), ხოლო მესამე სეზონიდან გამოჩნდა ალქაჯი ქუინი (სიდიბე).

სერიალში მოქმედებები ვითარდება ლოს-ანჯელესში მდებარე იდუმალებით მოცულ სასტუმრო კორტეზში, რომლის ყურადღებაც მიიქცია მკლელმა დეტექტივმა (ბენტლი). კორტეზში ვითარდება უცნაური და ანომალური მოვლენები, რომელსაც სათავეში უდგას მისი მფლობელი გრაფინია (გაგა) რომელიც არის მოდაზე შეყვარებული 111 წლის სისხლისმწოველი. სასტუმროს საფუძვლად უდევს სერიულ მკვლელ ჰ.ჰ. ჰოლმსის მიერ ჩიკაგოში 1893 წელს აშენებული სასტუმრო, რომელიც აშენდა მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიციის ფარგლებში. მოგვიანებით სასტუმროს ეწონა „მკვლელობათა სასახლე“, ჰოლმსი სასტუმროს იყენებდა წამებისთვის, მკლელობისთვის და მტკიცებულებების გაქრობისთვის, როგორც ეს სასტუმრო კორტეზში ხდება. სერიალში ჩნდება ორი სერიული მკლელი პირველი ათი მცნების მკვლელი რომელიც ირჩევს მისი მსხვერპლს ბიბლიური სწავლებების შესაბამისად და მეორე დემონი რომელიც სასტუმროს ნომერში აუპატიურებს სტუმრებს.

სერიალმა მიიღო რვა ემის ჯილდოს ნომინაცია, მათ შორის ორი ნომინაცია პოლსონის და ბეიტსის სამსახიობო შესრულებისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სერიალი არ იქნა წარდგენილი ემიზე საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის ნომინაციაში. გარდა ამისა ჯესიკა ლანგის შემდეგ გაგა გახდა სერიალის პირველი მსახიობი რომელმაც სერიალში შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო ქალი მსახიობი მინი სერიალში, თავად სასტუმრო კი წარდგენილი იქნა ნომინაციაში საუკეთესო მინი სერიალი ან სატელევიზიო ფილმი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი ვითარდება ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე რეტრო სტილის სასტუმრო კორტეზში, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინა ნიუ-იორკელმა დიზაინერმა ვილ დრეიკმა (შეიენ ჯექსონი). 90 წლის სასტუმრო დამპყრობილი აქვთ სხვადასხვა დემონებს და იდუმალ აჩრდილებს მათ შორის არის სასტუმროს დამაარსებელი ჯეიმზ პატრიკ მარში (ივენ პიტერსი), ნარკომანი მოჩვენება სალი მაკკენა (სარა პოლსონი) და დამღუპველი დემონი. სასტუმროს თანამშრომლებში და მაცხოვრებლებში შედიან 111 წლის მოდაზე შეყვარებული სისხლისმწოველი გრაფინია იგივე ელისაბედ ჯონსონი (ლედი გაგა) და მისი სასიყვარულო პარტნიორი და ყოფილი ნარკომანი დონოვანი (მეტ ბომერი), დონოვანის დედა და ამავდროულად სასტუმროს მენეჯერი აირისი (კეთი ბეიტსი), ტრანსგენდერი ბარმენი ლიზ ტეილორი (დენის ოჰარე) და გრაფინიას ყოფილი პარტნიორი მსახიობი რამონა როიალი (ანჯელა ბასეტი) რომელსაც სურს შურისძიება გრაფინიაზე.

სეზონის განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა მჟღავნდება ინფორმაციები ყველა პერსონაჟის წარსულზე. 1926 წელს ელიზაბედი ცოლად მიყვება ჯეიმზ მარშს რომლისგანაც ელოდება ბავშს, თუმცა გადაწყვეტს გაიკეთოს აბორტი არალეგალურად მკვლელ სახლში (სახლი პირველი სეზონიდან). რამონა იყო ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი, რომელსაც ჰქონდა რომანტიკული წარსული ელისაბედთან, სანამ ეს უკანასკნელი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლავდა რამონას ახალ მეგობარ ბიჭს. ლიზი ადრე ცნობილი იყო სახელით ნიკ პრაიორი და 1984 წლამდე ცხოვრობდა კანზასში, ელიზაბედთან შეხვედრის შემდგომ იგი პოულობს საკუთარ თავს და ხდება ტრანსგენდერი რაშიც ეხმარება ელისაბედი. აირისი გამუდმებით უთვალთვალებს დონოვანს, რა დროსაც შეამჩნევს რომ დონოვანი სალისგან ყიდულობს ნარკოტიკებს, გაბრაზებული აირისი კორტეზის ფანჯრიდან აგდებს სალის, რის შემდგომაც სალი სამუდამოდ რჩება კორტეზში მოჩვენებად. საბოლოოდ ჯეიმზი აწამეს და კლავს სასტუმროს მცხოვრებლებს, თავის დროზე გვამის დასამალად მან ააშენა მთელი რიგი საიდუმლო ოთახები და გვირაბები.

სასტუმროს წარსულისა და აწმყოს ისტორიები იკვეთება დეტექტივ ჯონ ლოველთან (უეს ბენტლი) და მის დეპრესიულ მეუღლე ალექსთან (კლოე სევინი). ჯონი იძიებს ლოს-ანჯელესში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებს, კვალს კი ის სასტუმრო კორტეზამდე მიჰყავს. სეზონის განვითარებასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ ისტორიები ჯონის წარსულიდან კავშირშია გრაფინიასთან და სასტუმროსთან, მათ შორის მისი მცირეწლოვანი შვილის ჰოლდენის გაუჩინარება.

მსახიობები და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლედი გაგა, დენის ოჰარე და უეს ბენტლი (მარცხნიდან მარჯვნივ) განასახიერებენ გრაფინია, ლიზ ტეილორი და ჯონ ლოველი.
სარა პოლსონი, ივან პიტერსი და კეთი ბეიტსი (მარცხნიდან მარჯვნივ) განასახიერებენ სალი მაკკენა, ჯეიმზ მარჩი და აირისი.
მეტ ბომერი, ანჯელა ბასეტი და კლოე სევინი (მარცხნიდან მარჯვნივ) განასახიერებენ დონოვანი, რამონა როიალი და ალექს ლოველი.

სპეციალურად მოწვეული მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამხმარე პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
521„Checking In“რაიან მერფირაიან მერფი და ბრედ ფელჩაკი7 ოქტომბერი, 2015 (2015-10-07)5ATS015.81[1]
532„Chuttes And Ladders“ბრედლი ბეკერიტიმ მინერი14 ოქტომბერი, 2015 (2015-10-14)5ATS024.06[2]
543„Mommy“ბრედლი ბეკერიჯეიმზ ვონგი21 ოქტომბერი, 2015 (2015-10-21)5ATS033.20[3]
554„Devil's Night“ლონი პერისტერეჯენიფერ სოლტი28 ოქტომბერი, 2015 (2015-10-28)5ATS043.04[4]
565„Room Service“მაიკლ გოინედ მარტელი4 ნოემბერი, 2015 (2015-11-04)5ATS052.87[5]
576„Room 33“ლონი პერისტერეჯონ ჯ. გრეი11 ნოემბერი, 2015 (2015-11-11)5ATS062.64[6]
587„Flicker“მაიკლ გოიკრისტალ ლიუ18 ნოემბერი, 2015 (2015-11-18)5ATS072.64[7]
598„The Ten Commandments Killer“ლონი პერისტერერაიან მერფი2 დეკემბერი, 2015 (2015-12-02)5ATS082.31[8]
609„She Wants Revenge“მაიკლ აფენდალირაიან მერფი9 დეკემბერი, 2015 (2015-12-09)5ATS092.14[9]
6110„She Gets Revenge“ბრედლი ბეკერიჯეიმზ ვონგი16 დეკემბერი, 2015 (2015-12-16)5ATS101.85[10]
6211„Battle Royale“მაიკლ აფენდალინედ მერტელი6 იანვარი, 2016 (2016-01-06)5ATS111.84[11]
6312„Be Our Guest“ბრედლი ბეკერიჯონ ჯ. გრეი13 იანვარი, 2016 (2016-01-13)5ATS122.24[12]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსების გამოხმაურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული საშინელებათა ისტორია (სეზონი 5): კრიტიკოსების შეფასება ეპიზოდის მიხედვით
  • სეზონი 5 (2015–16): Rotten Tomatoes-ზე გამოქვეყნებული დადებითი შეფასებების პროცენტი[13]

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული საშინელებათა ისტორია: აშშ მაყურებელი ეპიზოდის მიხედვით (მილიონი)
სეზონიეპ. 1ეპ. 2ეპ. 3ეპ. 4ეპ. 5ეპ. 6ეპ. 7ეპ. 8ეპ. 9ეპ. 10ეპ. 11ეპ. 12ეპ. 13
მკვლელი სახლი3.182.462.592.962.742.833.062.812.852.542.593.22არ არის
ფსიქიატრიული კლინიკა3.853.062.472.652.781.892.272.362.222.212.512.302.29
ალქაჯთა კრება5.544.513.783.713.804.164.004.073.943.493.463.354.24
მახინჯების შოუ6.134.534.444.514.223.653.913.303.072.993.112.943.27
სასტუმრო5.814.063.203.042.872.642.642.312.141.851.842.24არ არის
როანოკი5.143.273.082.832.822.482.622.202.432.45არ არის
კულტი3.932.382.252.132.202.152.072.061.481.821.97არ არის


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Porter, Rick. (8 ოქტომბერი, 2015) Wednesday cable ratings: 'American Horror Story: Hotel' premiere on top, plus MLB, 'Teen Mom'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-09. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2015.
  2. Porter, Rick. (15 ოქტომბერი, 2015) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' and MLB lead, plus 'South Park,' 'Teen Mom II'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-17. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2015.
  3. Porter, Rick. (22 ოქტომბერი, 2015) Wednesday cable ratings: 'AHS: Hotel' down in week 3, NLCS clincher leads the day. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი, 2015. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2015.
  4. Porter, Rick. (29 ოქტომბერი, 2015) Wednesday cable ratings: Republican debate sets a CNBC record but down from previous debates. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი, 2015. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2015.
  5. Porter, Rick. (5 ნოემბერი, 2015) Wednesday cable ratings: 'AHS: Hotel' and NBA lead the day. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-07. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2015.
  6. Porter, Rick. (12 ნოემბერი, 2015) Wednesday cable ratings: 'AHS: Hotel' on top, plus 'Alaskan Bush People,' 'South Park'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-14. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2015.
  7. Porter, Rick. (19 ნოემბერი, 2015) Wednesday cable ratings: 'AHS: Hotel' stable, 'South Park' down slightly. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-20. ციტირების თარიღი: 19 ნოემბერი, 2015.
  8. Porter, Rick. (3 დეკემბერი, 2015) Wednesday cable ratings: 'AHS: Hotel' dips, news channels rise with shooting coverage. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-05. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2015.
  9. Porter, Rick. (10 დეკემბერი, 2015) Wednesday cable ratings: 'South Park,' 'AHS' and 'Alaskan Bush People' lead. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-14. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2015.
  10. Porter, Rick. (17 დეკემბერი, 2015) Wednesday cable ratings: 'Big Bang Theory' leads, 'AHS: Hotel' goes below 1.0. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-19. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2015.
  11. Porter, Rick. (7 იანვარი, 2016) Wednesday cable ratings: 'AHS: Hotel' returns, plus 'It's Always Sunny,' 'Alaskan Bush People'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-08. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2016.
  12. Porter, Rick. (14 იანვარი, 2016) Wednesday cable ratings: 'AHS: Hotel' finale rises, plus 'Duck Dynasty,' 'Mob Wives'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-27. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2016.
  13. American Horror Story: Hotel. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2016.