ანტიგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძულის რუკა

ანტიგუა (ინგლ. Antigua) — კუნძული კარიბის ზღვაში, მიეკუთვნება მცირე ანტილის კუნძულების ჯგუფს. კუნძულ ბარბუდასთან ერთად შედის ანტიგუა და ბარბუდის შემადგენლობაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული აღმოაჩინა ქ. კოლუმბმა და სახელწოდებაც მისგან მიიღო. მან კი უწოდა ესპანეთში მდებარე ეკლესიის სანტა-მარია-დე-ანტიგუის სახელი. კუნძული ადგილობრივი ინდიელების ენაზე მოიხსენიება ასევე როგორც ვადადლი, რაც ნიშნავს „ჩვენი საკუთრებას“.

1632 წლიდან კუნძული დიდი ბრიტანეთის კუთვნილებაშია. 1834 წელს კუნძულზე აიკრძალა მონათა შრომა. 1940 წელს კუნძულზე ინგლისთან შეთანხმებით განლაგდა აშშ-ის სამხედრო ბაზა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის სანაპიროს სიგრძეა 87 კმ. ფართობი - 281 კმ². 2006 წლის მონაცემებით კუნძულზე 69 000 ადამიანი ცხოვრობს[1]. კუნძულზე მდებარეობს ანტიგუა და ბარბუდის დედაქალაქი სენტ-ჯონზი, სადაც 31 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დედაქალაქი მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. კუნძულზე უამრავი პლაჟია. განვითარებულია ტურიზმი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]