ამამლოს თამარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამამლოს თამარის ეკლესიაXII საუკუნის ეკლესია, რომელიც მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოდან 1 კმ-ის მოშორებით, სოფლის სამხრეთით, ძველ ნამოსახლარზე, სადაც მცირე სასაფლაოა. ეკლესია, როგორც კედლის წყობით, ისე მორთულობით, ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციების გამომხატველია. იგი წარმოადგენს ერთნავიან დარბაზულ ნაგებობას, აღმოსავლეთ მხრიდან აქვს სწორკუთხედში მოქცეული ნალისებრი აფსიდი, რომლის კედელში სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია (წალო). შესასვლელი სამხრეთიდანაა. თითო სარკმელია დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. საკურთხეველში შემორჩენილია ქვის ტრაპეზი, რომელსაც ამკობს დიდი, კვარცხლბეკზე შემდგარი ჯვრის რელიეფური გამოსახულება.[1]

დასავლეთ ფასადზე, წვრილი ასომთავრულით, ამოკვეთილ სამშენებლო წარწერაში მოხსენიებულია თამარ მეფე და ერისთავი კახა, მისი დედა კრავაი და ძეგლის აღმშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი. წარწერიანი ქვა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ძველ სასაფლაოზე შემონახული იყო დიდი ქვაჯვარი კვარცხლბეკზე ამოკვეთილი ვრცელი ქართული წარწერით, იგი ამ ტიპის ძეგლთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენდა. 1964-მდე ჯვარი ჯერ კიდევ იდგა. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ფოტოსურათი. ჯვარი და მოჩუქურთმებული ქვედა ნაწილი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. კვარცხლბეკის წარწერა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. ამამლოს მახლობლად დგას შუა საუკუნეების მოხატული ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]