ამაზონის მდინარის დელფინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამაზონის მდინარის დელფინები

ამაზონის მდინარის დელფინი (Inia geoffrensis) − ასევე ცნობილი როგორც ბოტო, ბუფეო და ვარდისფერი მდინარის დელფინი, კბილიანი ვეშაპების სახეობა, Iniidae-ს ოჯახისა. სამი სუბსახეობა არსებობს: I. g. geoffrensis (ამაზონის მდინარის დელფინი), I. g. boliviensis (ბოლოვიური მდინარის დელფინი) და I. g. humboldtiana (ორინოკოს მდინარის დელფინი). სამივე სუბსახეობა შესაბამისად ამაზონის დაბლობზე, ბოლივიაში მადეირას ზედა მხარესა და ორინოკოს დაბლობზე მდებარეობს.

ამაზონის მდინარის დელფინი მდინარის დელფინებს შორის ყველაზე დიდია. ზრდასრული ამაზონის მდინარის დელფინი 185 კილოგრამს იწონის და 2.5 მეტრის სიგრძისაა. ზრდასრულები ვარდისფერ შეფერილობას იღებენ, რომელიც უფრო მეტად მამრებშია შესამჩნევი და ამ სახეობის ზედმეტსახელსაც განაპირობებს: „ვარდისფერი მდინარის დელფინი“. სქესობრივი დიმორფიზმი ძალიან შესამჩნევია: მამრი დელფინები მდედრებზე 16%-ით უფრო გრძელები და 55%-ით უფრო მძიმეები არიან. კბილიანი ვეშაპების მსგავსად, ამ სახეობსაც აქვს მელონი, რომელსაც ექოლოკაციისთვის იყენებს.

ამაზონის მდინარის დელფინებს კვების ყველაზე ფართო რაციონი აქვთ და 53 სხვადასხვა სახეობის თევზით იკვებებიან, როგორებიცაა: სციენისებრნი, მტკნარი წყლის თევზები და პირანიასებრნი. იკვებებიან სხვა ცხოველებითაც, მათ შორის მდინარის კუებითა და მტკნარი წყლის კიბორჩხალებით.[1]

2008 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა ამაზონის მდინარის დელფინები DD კატეგორიას მიაკუთვნა. უკანასკნელ წლებში აღნიშნული სახეობის კლების მიზეზი ნადირობასთან ერთად ჰაბიტატის კლებაა.

ამაზონის მდინარის დელფინი ერთადერთია მდინარის დელფინთა შორის, რომელიც ტყვეობაში ძლებს, ძირითადად ვენესუელასა და ევროპაში. ამ სახეობის წარმომადგენელთა გაწრთვნა რთულია და ტყვეობაში მყოფთა მაღალი სიკვდილიანობა შეიმჩნევა.

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაზონის მდინარის დელფინი, 1860-იანი წლების აღწერილობა

სახეობა Inia geoffrensis პირველად ფრანგმა ზოოლოგმა და ანატომმა, ანრი მარი დე ბლეინვილმა აღწერა 1817 წელს. თავდაპირველად ამაზონის მდინარის დელფინი მდინარის დელფინისებრნთა სუპეროჯახს მიეკუთვნებოდა, რომელიც მდინარის დელფინთა ყველა სახეობას აერთიანებდა და პარაფილურ ჯგუფს ქმნიდა.[2] დღეისთვის აღნინული სახეობა Inioidea-ს სუპეროჯახშია გაერთიანებული.[3] ამაზონის დაბლობზე ამ სახეობის მოხვედრის ზუსტი პერიოდი არ არის ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ეს სახეობა ამაზონის დაბლობზე მიოცენის ხანაში მოხვდა წყნარი ოკეანიდან, სანამ ანდები წარმოიქმნებოდა ან ატლანტის ოკეანიდან.[4]

სახეობათა და სუბსახეობათა კლასიფიკაციის შესახებ დღემდე დებატები მიმდინარეობს. ბუნების დასცვის საერთაშორისო კავშირი სამ სუბსახეობას გამოყოფს: ამაზონის მდინარის დელფინი (I. g. geoffrensis), ბოლივიური მდინარის დელფინი (I. g. boliviensis) და ორინოკოს მდინარის დელფინი ( I. g. humboldtiana).[5][6] ზღვის ძუძუმწოვართა საზოგადოების ტაქსონომიის კომიტეტი კი მხოლოდ პირველ ორ სახეობას ცნობს.[5]

თავის ქალის მორფოლოგიაზე დაყრდნობით 1994 წელს I. g. boliviensis ცალკე სახეობად გამოყვეს.[7] 2002 წელს ორინოკოს დაბლობიდან აღებული მიტოქონდრიული დნმ-ის ნიმუშების ანალიზის შემდეგ გენეტიკოსებმა Inia-ს გვარის ორად დაყვეს: ბოლივიის დაბლობებზე მდებარე სახეობებად და ორინოკოსა და ამაზონის დაბლობებზე მდებარე სახეობებად. [8][9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. American Cetacean Society Fact Sheet. Boto (Amazon river dolphin). American Cetacean Society. წაკითხვის თარიღი: December 6, 2011.
  2. The Paleobiology database. Superfamily Platanistoidea. fossilworks. წაკითხვის თარიღი: 21 November 2015.
  3. Wilson, Don; Reeder, DeeAnn (2005) Mammal Species of the World, გვ. 738. ISBN 978-0-8018-8221-0. წაკითხვის თარიღი: 22 November 2015. 
  4. Bebej, Ryan. Inia geoffrensis (Amazon river dolphin) en (2006). წაკითხვის თარიღი: 11 August 2017.
  5. 5.0 5.1 List of Marine Mammal Species and Subspecies - Society for Marine Mammalogy en-US. წაკითხვის თარიღი: 2017-09-01
  6. Inia geoffrensis (Amazon River Dolphin, Boto, Boutu, Pink River Dolphin). წაკითხვის თარიღი: 2017-09-01
  7. Hrbek, Tomas; da Silva, Vera Maria Ferreira; Dutra, Nicole; Gravena, Waleska; Martin, Anthony R.; Farias, Izeni Pires (2014-01-22). "A New Species of River Dolphin from Brazil or: How Little Do We Know Our Biodiversity". PLoS ONE 9 (1): e83623. Bibcode 2014PLoSO...983623H. . PMC 3898917. PMID 24465386. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3898917/.
  8. Banguera-Hinestroza, E; Cardenas, H; Ruiz-García, M; Marmontel, M; Gaitan, E; Vazquez Garcia-Vallejo, F (2002). "Molecular identification of evolutionarily significant units in the Amazon River dolphin Inia sp. (Cetacea: Iniidae)". Journal of Heredity 93 (5): 312–322. .
  9. Perrin, William; Würsig, Bernd; Thewissen, J.G.M. (2002) "Amazon River Dolphin", Encyclopedia of Marine Mammals, გვ. 26–28. ISBN 978-0-12-373553-9.