მადეირა (მდინარე)
იერსახე
| მადეირა | |
|---|---|
|
ამაზონის აუზი და მდინარე მადეირა | |
| ქვეყანა |
|
| სიგრძე | 3 230 კმ |
| აუზის ფართობი | 1.158.000 კმ² |

მადეირა — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის უმსხვილესი შენაკადი. წარმოიქმნება ბოლივია-ბრაზილიის საზღვარზე მდინარეების - მამორესა და ბენის შერწყმის შედეგად. მასზე გადის ამ ორი ქვეყნის საზღვრის 100 კილომეტრიანი მონაკვეთი. შემდეგ სვლას აგრძელებს ბრაზილიის შტატების, რონდონიისა და ამაზონასის ტერიტორიებზე, რის შემდეგაც უერთდება ამაზონს. მისი სიგრძე 3 230 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი 1 158 000 კმ².
მადეირას წყლის დონეს სეზონურობის მიხედვით 12 მეტრით იცვლება. მაქსიმალურ დონეს ოქტომბერ-მაისში აღწევს. ქალაქ პორტუ-ველიუს შემდეგ ის სანაოსნოა. მდინარეში ბინადრობენ ამაზონის დელფინები.
2007 წელს, ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ მადეირაზე ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას აპირებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მდინარე მადეირა დაარქივებული 2008-09-07 საიტზე Wayback Machine.
- მდინარე მადეირა, ენციკლოპედია ბრიტანიკა