კბილიანი ვეშაპები
იერსახე
| კბილიანი ვეშაპები | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Tursiops truncatus | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Odontoceti | ||||||||||||
| ||||||||||||
კბილიანი ვეშაპები (ლათ. Odontoceti) — ძუძუმწოვრების ქვერიგი ვეშაპების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 1,2-20 მ აღწევს. აქვს 1-240 -მდე კბილი, ერთი ნესტო, რომელიც თხემზე იხსნება. მათი ორიენტაციის ძირითადი ხერხია ექოლოკაცია. გავრცელებული არიან ყველა ოკეანესა და ზღვაში. ზოგი დიდ მდინარეებშიც ბინადრობს. ქვერიგში 4 ოჯახია: კაშალოტისებრნი, მდინარის დელფინისებრნი, დინგნისკარტა ვეშაპები და დელფინისებრნი. იკვებებიან თევზით, თავფეხიანი მოლუსკებით, კიბოსნაირებით. იყენებენ მათ ცხიმს, ხორცს, სპერმაცეტს. ზოგი სახეობის რაოდენობა ძალზე შემცირებულია. ზოგი დაცულია საერთაშორისო კანონით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 455.