სციენისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სციენისებრნი
Sciaena umbra.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ლათინური სახელი
Sciaenidae

სციენისებრნი (ლათ. Sciaenidae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. მოიცავს 80-ზე მეტ გვარს და 150-მდე სახეობას. ახასიათებს ღრმანაჭდევიანი ზურგის ფარფლი, ზოგი გვარის (Sciena) წარმომადგენლებს — კუზიანი ზურგი. გავრცელებული არიან უპირატესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებსა და ოკეანეებში. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროებთან გვხვდება სციენისებრთა 2 სახეობა: მუქი სციენა (ლათ. Sciaena umbra) და ნათელუმბრინა (ლათ. Umbrina cirrosa). პირველის სიგრძე 70 სმ, მეორისა — 1,5 მ-მდე აღწევს. სციენისებრთა სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, დაკონსერვებულს.

ლიტერატურა[რედაქტირება]