ალფრედო ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალფრედო ხანი
Alfredo Jahn.jpg
დაბ. თარიღი 8 ოქტომბერი 1867(1867-10-08)[1]
დაბ. ადგილი კარაკასი
გარდ. თარიღი 12 ივნისი 1940(1940-06-12) (72 წელი)
გარდ. ადგილი კარაკასი
მოქალაქეობა ვენესუელა
სამეცნიერო სფერო საინჟინრო მეცნიერება, ბოტანიკა და გეოგრაფია
ალმა-მატერი ვენესუელის ცენტრალური უნივერსიტეტი

ალფრედო ხან ჰარტმანი (ესპ. Alfredo Jahn; დ. 8 ოქტომბერი, 1867, კარაკასი — გ. 12 ივლისი, 1940, კარაკასი) — ვენესუელელი ინჟინერი, ბოტანიკოსი და გეოგრაფი. მკვლევარი და ალპინისტი. ისტორიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ვენესუელის უმაღლესი ჯილდოს განთავისუფლების ორდენის მფლობელი.[2] მისი სახელობისაა სიღრუე — ალფრედო იანის მღვიმე.[3] 1911 წელს იგი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც დაიპყრო ჰუმბოლდტის პიკი.[4] ალფრედო ხანი დაიბადა 1867 წლის 8 ოქტომბერს, ქალაქ კარაკასში. 1876 წელს ქალაქ ჰანოვერში მიაბარეს, სადაც სწავლა დაიწყო საშუალო სკოლაში. შემდგომ სწავლა განაგრძო ტორგაუში, სადაც მიიღო სამხედრო მომზადება. სწავლის გასაგრძელებლად 1882 წელს ბერლინში გადავიდა, თუმცა ამავდროულად დროდადრო ჰანოვერშიც ბრუნდებოდა. ოჯახური მიზეზების გამო კარაკასში დაბრუნდა და სწავლა დაიწყო ვენესუელის ცენრტალურ უნივერსიტეტში, სადაც ადოლფ ერნსტის ხელმძღვანელობით დაეუფლა საბუნებისმეტყველო დარგებს. 1891 წელს იგი დაქორწინდა. წყვილს ათი შვილი ჰყავდა. 1886 წელს სწავლა დაამთავრა, რის შემდეგ მემანქანის დამხმარედ დაიწყო მუშაობა სარკინიგზო მშენებლობაზე. მონაწილეობდა რკინიგზის მშენებლობაში — კარაკასი–ვალენსია. ააშენა კარაკასიდან ელ-ხუნგუიტოსკენ მიმავალი გზატკეცილი.

როგორც გეოგრაფი იკვლევდა ვალენსიის ტბის ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს (სიმაღლე, ნაპირები, აუზი და სხვ.). აღწერა ტბის ირგვლის აღმართული მთების სიმაღლეები. იკვლევდა ვენესუელის ბოტანიკურ საკითხებსაც (კლასიფიკაციასა და სხვ.).

ალფრედო ხანი იყო ვენესუელის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი და მისი პრეზიდენტი 1935-1937 წლებში.[2] ჰამბურგის უნივერსიტეტში მიანიჭეს დოქტორის საპატიო წოდება და ასევე ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოების მედალი.[2]

მირანდას შტატში მკვლევარის სახელს ატარებს მღვიმე, რომელიც ვენესუელის უდიდეს მღვიმეებს შორის მეექვსე ადგილზეა.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SNAC
  2. 2.0 2.1 2.2 (ესპანური) academiasnacionales.gov.ve, Alfredo Jahn
  3. Antonio Suarez. Monumento Natural Cueva Alfredo Jahn. წაკითხვის თარიღი: 5 ივლისი 2010.
  4. ჰუმბოლდტის პიკი. წაკითხვის თარიღი: 5 ივლისი 2010.
  5. Alfredo Jahn Natural Monument