ჰუმბოლდტის პიკი
იერსახე
ჰუმბოლდტის პიკი | |
---|---|
ჰუმბოლდტის პიკი | |
კოორდინატები: 8°33′00″ ჩ. გ. 70°59′00″ დ. გ. / 8.55000° ჩ. გ. 70.98333° დ. გ. | |
ქვეყანა | ვენესუელა |
სიმაღლე | 4940 მ |
ქედი | სიერა-ნევადა-დე-მერიდა |
პირველი ასვლა | 1911 წელს |
ჰუმბოლდტის პიკი (ესპ. Pico Humboldt) — მწვერვალი ვენესუელაში, მერიდის შტატის ტერიტორიაზე. ბოლივარის პიკის შემდეგ, სიმაღლით მეორე მწვერვალია ვენესუელაში. სიმაღლე 4940 მ. მდებარეობს სიერა-ნევადა-დე-მერიდის ქედზე. ჰუმბოლდტისა და მის მეზობლად მდებარე ბონპლანის პიკს, ირგვლის მდებარე პარამოსებით იცავს სიერა-ნევადის ეროვნული პარკი. მწვერვალს სახელი ეწოდა ცნობილი გერმანელი ბუნებისმეტყველის ალექსანდერ ჰუმბოლდტის პატივსაცემად. გარშემორტყმულია აღმოსავლეთ კორომოტოსა და სიევერსის მყინვარებით. ჰუმბოლდტის პიკზე არსებულმა მყინვარებმა ფართობის შემცირება განიცადეს 1970-იან წლებში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jahn A, Observaciones glaciológicas de los Andes venezolanos. Cult. Venez. 1925, 64:265-80