შინაარსზე გადასვლა

ალეშანდრე პატო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალეშანდრე პატო
პატო „მილანის“ შემადგენლობაში, 2010 წელი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალეშანდრე როდრიგეს და სილვა
დაბადების
თარიღი
2 სექტემბერი, 1989 (1989-09-02) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
პატუ-ბრანკუ, ბრაზილია
სიმაღლე 180 სმ.[1]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
2000–2006 ინტერნასიონალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2007 ინტერნასიონალი 18 (7)
2007–2012 მილანი 117 (51)
2013–2016 კორინთიანსი 49 (14)
2014–2015   სან-პაულო (იჯარით) 76 (27)
2016   ჩელსი (იჯარით) 2 (1)
2016–2017 ვილიარეალი 14 (2)
2017–2019 ტიანძინ ცუანძიანი 47 (30)
2019-2020 სან-პაულუ 31 (8)
2021—2022 ორლანდო სიტი 26 (3)
2023—2024 სან-პაულუ 9 (2)
სულ 389 (145)
ეროვნული ნაკრები
2007 ბრაზილია 20 წლ. 10 (8)
2008–2012 ბრაზილია 23 წლ. 9 (3)
2008–2013 ბრაზილია 27 (10)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 აგვისტო, 2019

ალეშანდრე როდრიგეს და სილვა (პორტ. Alexandre Rodrigues da Silva; მსოფლიოსთვის ცნობილი როგორც ალეშანდრე პატო დ. 2 სექტემბერი, 1989, პატუ-ბრანკუ, ბრაზილია) — ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. კარიერის განმავლობაში ნათამაშები აქვს “ინტერნასიონალში” (2001-2007), იტალიურ გრანდ “მილანში” და ინგლისურ კლუბ ჩელსში. მისი ერთ-ერთი ზედმეტსახელი, იხვი, მოდის იმ ქალაქიდან, სადაც დაიბადა — პატო ბრანკო (ითარგმნება როგორც იხვი). მისმა სათამაშო სტილმა და შესაძლებლობებმა კი მას კიდევ ერთი ზედმეტსახელი შესძინეს — “ახალი რონალდო”.

2013 წლის 3 იანვარს ალეშანდრე პატომ ხელი მოაწერა 4 წლიან კონტრაქტს საფეხბურთო კლუბ კორინთიანსთან. მისმა სატრანსფერო ღირებულებამ €15 მილიონი ევრო შეადგინა. 2014 წელს, კორინთიანსიდან პატო იჯარით შეურთდა საფეხბურთო კლუბ "სან-პაულუს", სადაც ჩაატარა 95 მატჩი და გაიტანა 38 გოლი.

პატომ ფეხბურთის თამაში 3 წლის ასაკში დაიწყო, ის მშობლიურ ქალაქ ფუტზალში თამაშობდა. ცოტა ხანში ტალანტის შესახებ მთელმა სამხრეთ ამერიკამ გაიგო და ალექსმაც პორტუ-ალეგრის მიაშურა, რათა სინჯები გაეარა “გრემიოში”, რომელიც გულშემატკივარიც ბავშვობიდან იყო. მაგრამ, მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ “გრემიოს” “ინტერნასიონალი” აჯობებდა და 2001 წელს 11 წლის ასაკში ბრაზილიელი ვუნდერკინდი შეუერთდა 83 ბავშვს, რომლებსაც სურდათ მსოფლიო დონის ვარსკვლავობა და ვარჯიში “ინტერნასიონალში” დაიწყო.

2006 წლამდე ის “ინტერნასიონალის” დუბლებში თამაშობდა, მაგრამ აშკარა იყო რომ გუნდს უდიდესი ტალანტი ეზრდებოდა. ძირითად გუნდში დებიუტი 2006 წლის 26 ნოემბერს შედგა. პატომ თავისი წვლილი შეიტანა “სოსიედად ესპორტივა პალმეირასის” დამარცხებაში (4-1), მან 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთი გოლი კი თავად გაიტანა. მას მუდამ ადარებდნენ მეორე ბრაზილელ სუპერვარსკვლავს, რონალდინიოს, რომელიც იმ დროს “ბარსელონა” რიგებში გამოდიოდა.

პატომვე გაიტანა “ინტერნასიონალის” პირველი გოლი ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. 13 დეკემბერს მისმა გუნდმა ნახევარფინალში ალ-აჰლი დაამარცხა ანგარიშით 1-0. ფინალში კი მათ “ბარსელონა” ელოდათ. ფინალური მატჩის წინ კი მოწინააღმდეგე გუნდის ლიდერმა რონალდინიომ მსოფლიო სელექციონერებს რჩევა მისცა: “ამ ბაშვს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება!”, საუბარი რა თქმა უნდა პატოზეა. თუმცა ალექსმა ფინალურ შეხვედრაში ვერ გაამართლადა მწვრთნელს მისი შეცვლა მოუწია.

2007 წელსვე პატო ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. ის პარაგვაიში გამართულ სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 3 გატანილი გოლით. ამ წარმატებების შემდეგ მის სახელს ისეთ კლუბებს უკავშირებდნენ როგორებიცაა: “მილანი”, “ბენფიკა”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ლივერპული”, “ლივერპული ”, “არსენალი” და “რეალი”. საბოლოოდ გამარჯვებული კი როსონერი გამოვიდა.

“მილანმა” პატო ოფიციალურად 2007 წლის 2 აგვისტოს გაიფორმა.[2][3] მის ტრანსფერი სანაცვლოდ “ინტერნასიონალმა” 20 მილიონი აშშ დოლარი აიღო. ასაკის გამო ალექსს 2008 წლის 3 იანვრამდე არ შეეძლო შავ-წითლების დახმარება, თუმცა კლუბს შეეძლო ფეხბურთელი გუნდში ევარჯიშებინდა და ამხანაგურ მატჩებში გამოეყენებინა. პატოს არაოფიციალური დებიუტი 2007 წლის 7 სექტემბერს შედგა კიევის “დინამოს” წინააღმდეგ, მან ამ მატჩში გოლის გატანა შეძლო.

ალქსმა ოფიციალურ სადებიუტო მატჩშიც მოახერხა გოლის გატანა ნაპოლის წინააღმდეგ (5-2). მან პირველი დუბლი 2008 წლის 27 იანვარს შეასრულა “ჯენოას” წინააღმდეგ (2-0). როსონერის რიგებში მას 54 მატჩი აქვს ჩატარებული, მეტოქის კარი კი 24-ჯერ აიღო. სულ პროფესიული კარიერის განმავლობაში (ანუ არ ითვლება “ინტერნასიონალის” დუბლებში გატანილი გოლები) 64 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ანუ თითქმის ყოველ მეორე შეხვედრაში გაქონდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ბრაზილიის ნაკრებში 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბრწყინვალე გოლის გატანაც მოახერხა.

2013 წლის სამ იანვარს, პატო შეუერთდა კლუბ კორინთიანს, რომლის სატრანსფერო თანხა გახდათ 15 მილიონი. კლუბში ჩატარებული წარუმატებელი მატჩების შედეგად, 2014 წლის 5 თებერვალს, პატო კორინთიანსიდან იჯარით შეუერთდა კლუბ "სან-პაულუს".[4]

სან-პაულუსთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, პატო სატრანსფერო შემოთავაზების გარეშე დაბრუნდა "კორინთიანსში".[5] გარკვეული ხნის შემდეგ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის პერიოდში, მას შემოთავაზება ჰქონდა სხვადასხვა კლუბებიდან: ბენფიკა, "ჩელსი", "ლივერპული" და "სპორტინგი".[6]

2016 წლის 26 იანვარს, პატო ჩავიდა ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად.[7][8][9] სამი დღის შემდეგ, "ჩელსის" წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს პატოს ჩელსში იჯარით გადმოსვლის შესახებ. 20016 წლის 2 თებერვალს, მათ განაცხადეს, რომ პატო მოედანზე იასპარეზებდა 11 ნომრიანი მაისურით (წარსულში ეცვა დიდიე დროგბას).

ერთ-ერთ ბრაზილიურ სატელევიზიო შოუში პატომ განაცხადა, რომ 11 წლის ასაკში მან მოიტეხა მხარი და აღმოაჩნდა სიმსივნე. ის შიშობდა, რომ გაუკეთებდნენ მხარის ამპუტციას, თუმცა ოპერაციის შედეგად, სიმსივნე ამოკვეთეს და მხარის აპუტაცია აღარ დასჭირდა.[10]

2007 წლიდან, პატოს ჰქონდა ურთიერთობა ბრაზილიელ მსახიობ სტეფანი ბრიტუსთან, თუმცა 2009 წლის იანვარში დაშორდნენ ერთმანეთს.[11] ხოლო 2009 წლის ივლისში ერთმანეთს შეურიგდნენ და ამის შემდგომ ერთმანეთზე იქორწინეს.[12] თუმცა ქორწინება 10 თვეზე მეტი არ გახანგრძლივებულა და 2010 წლის 21 აპრილს გაშორდნენ ერთმანეთს. 2010 წელს, პატოს რომანი ჰქონდა 2010 წლის მის ბრაზილია დებორა ლირასთან.[13]

2013 წლის 2 ივლისს, პატომ გაწყვიტა ურთიერთობა ბარბარა ბერლუსკონისთან, (სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილი).[14] 2014 წელს მას ურთიერთობა ჰქონდა ბრაზილიელ მსახიობ ფიორელა მატეისთან.[15] ბოლო პერიოდში, იგი შენიშნეს ალბანელ მოდელ ალმედა აბაზთან ერთად.[16]

კარიერის სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 1 თებერვლის[17]

ნაკრები სეზონი ლიგა თასი კონტინენტალი სხვა სულ
მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები
ინტერნასიონალი 2006 1100002132
2007 950074812410
სულ 10600741022712
მილანი 2007–08 1890020209
2008–09 361500634218
2009–10 231200723014
2010–11 251432503316
2011–12 111115210184
2012–13 4000320072
სულ11751432891015063
კორინთიანსი 2013 30941921455717
2014 0000005050
სულ30941921956217
სან-პაულუ
(იჯარით)
2014 29962413912
2015 301065631485626
სულ59191271041489538
ჩელსი (იჯარით) 2015–16 2100000021
სულ2100000021
ვილიარეალი 2016–17 142317300246
სულ142317300246
ტიანძინ ცუანძიანი 2017 510000
სულ5100000051
სულ23588231261224415363137

2013 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით[17]

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები
წელიმატჩებიგოლები
200811
200940
201033
201172
201243
201331
სულ2510

საერთაშორისო მატჩებში გატანილი გოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგარიშებისა და შედეგების სია

#თარიღიშეხვედრის ადგილიმოწინააღმდეგეანგარიშიშედეგიშეჯიბრი
1.26 მარტი, 2008ემირეიტსი, ინგლისიშვედეთის დროშა შვედეთი1–01–0ამხანაგური[18]
2.10 აგვისტო, 2010მეტლაიფ-სტედიუმი, აშშაშშ-ის დროშა აშშ2–02–0ამხანაგური[19]
3.7 ოქტომბერი, 2010შეიხ ზაიედი, აბუ-დაბი, საამიროებიირანის დროშა ირანი2–03–0ამხანაგური
4.11 ოქტომბერი, 2010პრაიდ პარკი, დერბი, ინგლისიუკრაინის დროშა უკრაინა2–02–0ამხანაგური
5.13 ივლისი, 2011ესტადიო მარიო კემპესი, კორდოვაეკვადორის დროშა ეკვადორი1–04–2კოპა ამერიკა 2011
6.13 ივლისი, 2011ესტადიო მარიო კემპესი, კორდოვაეკვადორის დროშა ეკვადორი3–24–2კოპა ამერიკა 2011
7.30 მაისი, 2012ფედექს-ფილდი, ლანდოვერი, აშშაშშ-ის დროშა აშშ4–14–1ამხანაგური
8.15 აგვისტო, 2012რასუნდა, სოლნას მუნიციპალიტეტი, შვედეთიშვედეთის დროშა შვედეთი2–03–0ამხანაგური
9.15 აგვისტო, 2012რასუნდა, სოლნას მუნიციპალიტეტი, შვედეთიშვედეთის დროშა შვედეთი3–03–0ამხანაგური
10.7 სექტემბერი, 2013ეროვნული სტადიონი, ბრაზილია, ბრაზილიაავსტრალიის დროშა ავსტრალია5–06–0ამხანაგური

ინტერნასიონალი

მილანი

კორინთიანსი

ბრაზილია

  • ბრაზილიის 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 2006
  • ბრაზილიის 20 წლამდელთა ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი: 2006
  • სენდაის თასის საუკეთესო ბომბარდირი - 2006
  • სენდაის თასის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი - 2006
  • იტალიის სერია A - თვის საუკეთესო ფეხბურთელი - 2009
  • Golden Boy-ის ჯილდო - 2009
  • იტალიის სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2009

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. São Paulo Futebol Clube. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-01. ციტირების თარიღი: 2016-02-04.
  2. Alexandre Pato to Partizan!. Partizan (2 აგვისტო2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო2007.
  3. AC MIlan Group 2008 Annual Report Portuguese. AC Milan (ca. აპრილი 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-14. ციტირების თარიღი: 11 ივნისი2011.
  4. Negócio fechado: São Paulo e Corinthians trocam Jadson por Pato Portuguese. Globo.com (5 თებერვალი2014). ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2014.
  5. Carlos Augusto Ferrari e Diego Ribeiro. Sem ofertas, Pato se apresenta e volta ao Corinthians após dois anos. globoesporte.com.
  6. Vaishali Bhardwaj. (21 იანვარი2016) Alexandre Pato to Chelsea: Agent confirms Blues, Liverpool and two other clubs want striker. Evening Standard.
  7. Dominic Fifield. Alexandre Pato set to join Chelsea on six-month loan from Corinthians. the Guardian.
  8. Alexandre Pato arrives in London to seal Chelsea loan - ESPN FC. ESPNFC.com.
  9. Charlie Phillippe. Alexandre Pato completes medical ahead of £12m move to Chelsea. Express.co.uk.
  10. „Milan's Pato: I Nearly Lost A Limb To Cancer“. Goal.com. 30 მარტი 2009.
  11. Pato and Sthefany break up Portuguese. futbolita.com (3 თებერვალი 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-19. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2011.
  12. Pato and Sthefany Brito's Wedding!. Futbolita.com (8 July 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 7 June 2011.
  13. Alexandre Puto está namorando a Miss Brasil Débora Lyra: "Estou muito feliz", diz ela. Gente.ig.com.br (6 იანვარი 1990). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-17. ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2011.
  14. Alexandre Pato anuncia fim do namoro com Barbara Berlusconi. UOL Esporte.
  15. Alexandre Pato 'imita' visual de Fiorella Mattheis pt (14 აგვისტო 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-04. ციტირების თარიღი: 21 აგვისოტო 2015.
  16. Alexandre Pato looked set to be Brazil's biggest star when he signed for AC Milan in 2007 but has yet to fulfil his potential... now he could be heading for the Premier League. Daily Mail (20 ივლისი 2015).
  17. 1 2 Alexandre Rodrigues da Silva. Soccerway. Global Sports Media. ციტირების თარიღი: 27 September 2011.
  18. Jogos Seleção brasileria em 2008 Portuguese. cbf.com.br. ბრაზილის კონფედერაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-13. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2010.
  19. Jogos Seleção brasileria em 2010 Portuguese. cbf.com.br. ბრაზილის კონფედერაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-24. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2010.