ალექსანდრე მახარაძე (მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მახარაძე.
ალექსანდრე მახარაძე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალექსანდრე როსტომის ძე მახარაძე
დაბ. თარიღი 1873
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 30 აპრილი, 1933
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

ალექსანდრე მახარაძე (დ. 1873 — გ. 30 აპრილი, 1933, თბილისი) — ქართველი სახალხო მომღერალი, ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა შეძლებული აზნაურის ოჯახში. სიმღერა მაქსიმელაშვილის ოჯახში ისწავლა, შემდეგ კი სამუელ ჩავლეიშვილის გუნში გაწევრიანდა. როცა დაოსტატდა, ალექსანდრემ სიმღერის მასწავლებლობა დაიწყო ჩიბათში, ჩოჩხათში, ჩოხატაურსა და გურიის სხვა სოფლებში. 1907 წელს მონაწილეობა მიიღო ქუთაისში სიმღერების ფირფიტაზე ჩაწერაში. 1909 წელს გაიცნო ავქსენტი მეგრელიძე. მეგრელიძემ მახარაძე ფოთის ქალაქის თავს, ნიკო ნიკოლაძეს გააცნო. ნიკოლაძის ინიციატივით მახარაძემ პორტის მტვირთავ მუშათა გუნდი ჩამოაყალიბა. 1914 წელს მახარაძე თბილისში გადავიდა და რკინიგზაში დაწყო მუშაობა. მან აქაც გუნდი ჩამოაყალიბა. 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა სარეწაო კოოპერაციის გუნდს. მონაწილეობა მიიღო მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში და კარგი შეფასება დაიმსახურა. გარდაიცვალა 1933 წელს. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

ითვლებოდა სიმღერა „ჰა დილას“ და კრიმანჭულის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]