ალბერტ დიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალბერტ დიდი
Albertus Magnus
Tommaso da modena, ritratti di domenicani (vescovo) 1352 150cm, treviso, ex convento di san niccolò, sala del capitolo.jpg
დაიბადა 1193[1] [2] [2] [3] [4]
ლაუინგენი[5] [6] [7]
გარდაიცვალა 15 ნოემბერი, 1280[7]
კელნი[6] [7]
დასაფლავებულია St. Andreas Church
ხსენების დღე 15 ნოემბერი[8]
სხვა სახელები Doctor Universalis
მოღვაწეობა ქიმიკოსი[7] , მუსიკოლოგი, ფილოსოფოსი[7] , მწერალი[7] [9] [10] , პროფესორი, ეკონომისტი, ასტროლოგი, ენტომოლოგი, თეოლოგი[7] , გეოგრაფი, ბერ-მონაზვნობა[7] და ბოტანიკოსი
ენა ლათინური ენა[7] [9] და გერმანული ენა
სასწავლებელი პადუის უნივერსიტეტი[7] და პარიზის უნივერსიტეტი

ალბერტ დიდი (წმინდა ალბერტ მაგნუსი; დ. 1193 ან 1207 — გ. 1280) — გერმანელი ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი და თეოლოგი. იყო ავეროიზმის მიმდევარი. მან დაამკვიდრა ბუნების შესწავლა, როგორც ლეგიტიმური მეცნიერება ქრისტიანობის ფარგლებში. თავის მოწაფე თომა აკვინელთან ერთად, იბრძოდა არისტოტელიზმის ინტერპრეტაციისა და სქოლასტიკის წინააღმდეგ, გამოიყენა არისტოტელეს იდეები ერთიანი ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემის შესაქმნელად. გარდა წმინდა ფილოსოფიური ნაშრომებისა, ალბერტ დიდს ეკუთვნის საბუნებისმეტყველო ტრაქტატებიც, რომლებიც ბიბლიურ იგავებთან ერთად, შეიცავს ბუნებაზე უშუალო დაკვირვებებს.1941 იგი პაპმა გამოაცხადა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმდევართა მფარველად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტი იყო მდიდარი ლორდის უფროსი ვაჟი. სკოლის შემდეგ სწავლობდა პადუას უნივერსიტეტში, სადაც გახდა დომინიკელთა ორდენის წევრი. მან სწავლა განაგრძო ბოლონიაში, თეოლოგიის განხრით. დაახლოებით 1245 წელს იგი გაგზავნეს პარიზში დომინიკელთა მონასტერში, სადაც იგი გაეცნო არისტოტელეს თხზულებებს და თანდართულ ავეროესის კომენტარებს. 1245-წელს დაამთავრა სასულიერო ფაკულტეტი. სავარაუდოდ პარიზში დაიწყო უნივერსალური ცოდნის პრეზენტაცია. იგი კომენტარებს უკეთებდა ბიბლიას, ასევე არისტოტელეს ნაშრომებსაც, თუმცა ხშირად ამატებდა საკუთარ აზრებსა და ექსპერიმენტების შედეგებს. ეს ნაწერები არის ნეოპლატონური. მან აიღო ვალდებულება, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მეტაფიზიკა, რიტორიკა, ასტრონომია, ლოგიკა, ეთიკა და მათემატიკა ხალხისათვის გასაგები გაეხადა. ამ ჩანაფიქრის შესრულებას მან 20-წელი მოანდომა.

მისმა ლექციებმა მას საკმაოდ დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა, ისე რომ მას აყენებდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ფილოსოფოსების ავიცენას, ავეროესისა და არისტოტელეს გვერდით. მისი მოწინააღმდეგე როჯერ ბეკონი მას „ქრისტიან მეცნიერთა შორის ყველაზე ცნობილს“ უწოდებდა.

იდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტ დიდის აზრით გზა ცოდნისაკენ მეცნიერებასა და ფილოსოფიაზე გადის. მისი აზრით ცოდნის მიღებისას მნიშვნელოვანია დაკვირვების წარმოება და ექსპერტების აზრი. მისი თქმით არ არსებობს „ორმაგი ჭეშმარიტება“ და ამათგან ერთი რწმენაზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული საიდუმლოებები, რომლებიც მხოლოდ რწმენისთვის არის ცნობილი, შეიძლება ქრისტიანული დოქტრინის ზოგიერთი პუნქტის გაგება, როგორც რწმენით ასევე გონებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფილოსოფიური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1987.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Library of Congress Library of Congress Name Authority File
  2. 2.0 2.1 opac.vatlib.it
  3. Catalogue of the Library of the Pontifical University of Saint Thomas Aquinas
  4. Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  5. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118637649 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. 6.0 6.1 Albert le Grand // Dictionnaire infernal (6e éd.) — 6 — Plon, 1863.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 7.8 7.9 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 41. — ISBN 978-2-221-06888-5
  8. Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typicaCivitas Vaticana: 1969. — გვ. 31.
  9. 9.0 9.1 Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.
  10. Library of the World's Best Literature / C. D. Warner