ძველი გულებისა და ხმლისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ძველი გულებისა და ხმლისა
ძველი გულებისა და ხმლისა.jpeg
ავტორი აკა მორჩილაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი ისტორიული რომანი, სათავგადასავლო რომანი
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2007
მედია თხელი ყდა
გვერდი 149

„ძველი გულებისა და ხმლისა“აკა მორჩილაძის 2007 წლის ისტორიული რომანი. მწერალი ნაწარმოებზე ლონდონში მუშაობდა და 10-18 მაისამდე იდაასრულა.[1] რომანი „ძველი გულებისა და ხმლისა“ მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ცხოვრებას აღწერა. რომანში მოქმედება ძალიან დინამიურად ვითარდება. მძაფრ და საინტერესო სიუჟეტთან ერთად აკა მორჩილაძე მკითხველს იმდროინდელი საქართველოს ყოფის უამრავ დეტალს აცნობს.

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, 1827 წელს მომხდარი ამბების წარმოდგენაა. ციხიდან გამოსული მთავარი გმირი, ძმის მონახვას და მასთან ერთად სოფელში დამკვიდრებას, ცხოვრებას აპირებს, მაგრამ ძმა არ ჩანს. მთელი ნაწარმოები სწორედ ძმის ძებნის თავგადასავალია. გამოსვლიდან სულ მალე წიგნი გახდა ბესტსელერი, და დღემდე ასეა, რადგან მასში მოთხრობილი მრავალი სიუჟეტი, დიალოგები, პერსონაჟები და მათი სახეები არ კარგავენ აქტუალურობას არცერთ პერიოდში.

რომანის გამოცემისთანავე დაიწერა მრავალი რეცენზია. მათ შორის აღსანიშნავია ჟურნალ არილში გამოქვეყნებული წერილი, რომელიც დავით პაიჭაძეს ეკუთვნის. კრიტიკოსის თქმით, რომანის შეტანა უკვე შეიძლება ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოებში.[2] რომანი 2013 წელს გამოიცა შვედეთში და დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია. ადგილობრივი კრიტიკოსები მორჩილაძის ნაშრომში რუსეთსა და თურქეთს შორის მოქცეულ საქართველოს ტრაგიკულ ბედს ხედავდნენ.[3] 2015 წელს გამოცმემლობა Dalkey Archive Press–მა ქართული ლიტერატურის სერიის ფარგლებში რომანი ამერიკაშიც გამოსცა.[4]

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის 20–იანი წლების საქართველოში ვითარდება. რუსეთი აღმოსავლეთში ათწლეულებია ბატონობს, თუმცა ჯერ ორმა ერმა ერთმანითს გაცნობა ვერ მოახერხა. ამიტომ კვლავაც ხშირია მკვლელობები, აჯანყებები. გაუგებრობის მსხვერპლი გახდება ახალგაზრდა აზნაური ბადუნა ფავნელი და ჟანდარმერიაში გამოკეტავენ. პოლკოვნიკი მის გაციმბირებას გადაიფიქრებს და მხოლოდ იარაღს ჩამოართმევს. ბადუნა ფავნელი თვალს მის ქალიშვილს ეკატერინეს დაადგამს. შეშინებული, მაგრამ გამოცდილი პოლკოვნიკი, რომელსაც ბონაპარტესთანაც კი ჰქონია გადატანილი ბრძოლა, თავის ცოლ–შვილს დასავლეთში "გახიზნავს". ბადუნა ფავნელი თავის სოფელში ბრუნდება, თუმცა ამავდროულად მასზე ძებნას გამოაცხადებენ. სოფლეში აზნაურს თავისი ძმა, თადია არ დახვდება. იქაურების თქმით, ის დაკარგული დედის მოსაძებნადაა წასული დასავლეთში(ძმებმა მშობლები ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაკარგეს და იმის შემდეგ მათზე არაფერის სმენიათ). უფროსი ძმა უმცროსის კვალს გაჰყვება და დასავლეთში გაემგზავრება.

პარალელურად მოქმედება დასავლეთშიც მიმდინარეობს. ბათომელი ტყვეებით მოვაჭრე თათარი აზიზ–ბეი თავის მეგობარს აჩიკ–ბეის ხვდება და გატაცების გეგმებს აწყობს. მათ ეხმარებათ ფოთელი წოწორია სკვამიც, რომელიც თავისი ნადირობითაა ცნობილი მთელ დასავლეთ საქართველოში. ბადუნა ფავნელი კი ამ დროს მისთვის უცნობ ადგილებში მოგზაურობს. ერთ–ერთ სოფელში აბრაგ გოგია ნუკრაძეს გაიცნობს, რომელიც დააბინავებს და სურამში გაუკვალავს გზას. იქამდე მათ რუს ჟანდარმებთან მოუწევთ ბრძოლა, რომლებიც ბადუნას კვალს გამოჰყვნენ. ბადუნა გოგიას გარეშე გააგრძელებს გზას. თან ყველგან მისი ძმის ამბავს კითხულობს. მალე პალიასტომის ტბას მიადგება და ზღვა ეგონება. იქვე შეხვდება წოწორია სკვამს, რომელიც დააბინავებს და ნამდვილ ზღვას აჩვენებს. სკვამი ბადუნას დაპირდება მისი ძმის პოვნას, მაგრამ თან გააფრთხილებს რომ ამ ღამით საქმეზეა, ამიტომ მის გარეშე მოუწევს ღამის გათევა. მალე აღმოჩნდება, რომ წოწორია სკვამიც ბათომში ახლადჩასული პოლკოვნიკის ქალიშვილ ეკატერინეს მოსატეცებლად მიდის. აზიზ–ბეისთან და აჩიკ–ბეისთან ერთად ეკატერინეს იმავე ღამეს გაიტაცებენ, თუმცა მათ კვალს რუსი ჟანდარმები და პოლკოვნიკი გაჰყვებიან. ბადუნა ფავნელიც მათ გზას დაადგება. ორხმრივ სროლაში ტყვეებით მოვაჭრე ქართველები დაიღუპებიან. აზიზ–ბეი ნავით გაცურავს ზღვაში. რუსი ჟანდარმები კი ახალგაზრდა ბადუნა ფავნელის გვამს წააწყდებიან გზაზე.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბადუნა ფავნელი — მთავარი პერსონაჟი. ქართლელი აზნაური, რომელსაც მკვლელობისთვის დაიჭერენ.
  • პორუჩიკი მანველოვი — თბილისის ჟანდარმერიის ერთ–ერთი ჩინოვნიკი
  • თადია ფავნელი — ბადუნას ძმა. თადიას საძებრად ბადუნა დასავლეთში მიემგზავრება.
  • აზიზ–ბეი — ბათომელი ტყვეებით მოვაჭრე თათარი
  • გოგია ნუკრაძე — ტყეში გავარდნილი დასავლეთელი აბრაგი.
  • ექსლერიჩ ენკელი — რუსი პოლკოვნიკი.
  • ეკატერინა — რუსი პოლკოვნიკი ქალიშვილი.
  • აჩიკ-ბაში — ქართველი ტყეებით მოვაჭრე.
  • წოწორია სკვამი — ფოთელი ვაჭარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]