შინაარსზე გადასვლა

ქართულის რვეულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ქართულის რვეულები“

ქართულის რვეულები - ყდა
ავტორი აკა მორჩილაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა
გამომცემელი ბაკურ სულაკაური
გამოცემის თარიღი 2013
გვერდი 263
წინამორბედი ვეშაპი მადათოვზე - 2012
მომდევნო მორიდებული ზურმუხტი- 2013
ISBN 978-9941-15-790-5

ყურადღება: დისპლეის სათაური "<i>ქართულის რვეულები</i>" განსაზღვრავს ადრე გაცემულ დისპლეის სათაურს "ქართულის რვეულები".

ქართულის რვეულები (XX საუკუნის სურათები) — ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის 2013 წელს გამოცემული რომანი.

ეს წიგნი XIX საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვან მოვლენებსა და პიროვნებებს აცოცხლებს. აქ ვერ შეხვდებით ფაქტების დეტალურ აღწერას, ზუსტ თარიღებს, წყაროების მიხედვით დამოწმებულ ინფორმაციას. ავტორი მოგვითხრობს იმას, რაც უფრო მნიშვნელოვნად მოეჩვენა, ისტორიული თუ დოკუმენტური წიგნების კითხვისას გონებაში დაელექა და გულში ჩარჩა, რადგან როგორც თავადვე წერს: „მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება“. წიგნს ახლავს ხუთი ჩანართი – ისტორიული პიროვნებებისა და ადგილების ფოტოები, რომელთაგან ბევრი შეიძლება უცნობიც კი იყოს მკითხველისთვის.[1]