შინაარსზე გადასვლა

ათაშეჰირის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
ათაშეჰირი
თურქ. Ataşehir
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი მარმარილოს ზღვის
მუნიციპალიტეტი სტამბოლი
კოორდინატები 40°59′00″ ჩ. გ. 29°07′40″ ა. გ. / 40.98333° ჩ. გ. 29.12778° ა. გ. / 40.98333; 29.12778
მერი ბატალ ილგეზდი
დაარსდა 22 მარტი, 2008[1]
ფართობი 25.84 კმ², 25 კმ²
ცენტრის სიმაღლე 110 მეტრი
ოფიციალური ენა თურქული ენა[2]
სასაათო სარტყელი თურქეთის დრო[3] და UTC+3[3]
სატელეფონო კოდი 0-216
საფოსტო ინდექსი 347-8xx
საავტომობილო კოდი 34
ოფიციალური საიტი https://www.umraniyetip.net/
ათაშეჰირის რაიონი — თურქეთი
ათაშეჰირის რაიონი

ათაშეჰირი (თურქ. Ataşehir) — სტამბოლის 39 რაიონიდან ერთ-ერთია.[4] 2008 წელს თავის მეზობელ ქადიქიოის, იუმრანიის და იუსქიუდარის რაიონებიდან კვარტლების შემოურთებით,[5][6] მიიღო რაიონის სტატუსი.[7] სამხრეთ-დასავლეთიდან ქადიქიოის, დასავლეთიდან იუსქიუდარის, ჩრდილოეთიდან იუმრანიის, აღმოსავლეთიდან სანჯაქთეფის და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მალთეფის რაიონი აკრავს. 2014 წლის მონეცემებით, რაიონის მოსახლეობა 408,986 კაცს შეადგენს.[8] რაიონი შეიცავს 17 კვარტალს.[9]

იმის გამო, რომ რაიონის დასავლეთ მხარეს, სამშენებლო კომპანიებმა ააშენეს ბევრი მაღალსართულიანი საცხოვრებელი და საოფისე შენობები, გაჩნდა ცნება დასავლური ათაშეჰირი.[10] 2012 წლიდან აქ მდებარეობს Ülker Sports Arena.[11]

ათაშეჰირის ხედი

ათაშეჰირის მუნიციპალიტეტი 2009 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაარსდა. ათაშეჰირის მუნიციპალიტეტის შენობა[12] და ათაშეჰირის პოლიციის დეპარტამენტი[13] მდებარეობს ბარბაროსის კვარტალში.

ადგილობრივი არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Ataşehir Belediye Başkanları ve Partileri
წელიმერიპარტიახმების რაოდენობა
2009ბატალ ილგეზდირესპუბლიკური პარტია41,69% [14]
2014ბატალ ილგეზდირესპუბლიკური პარტია49,80% [15]

ათაშეჰირის რაიონში სულ 17 კვარტალია.

წელი ჯამში
2008[16]351,046
2009[17]361,615
2010[18]375,208
2011[19]387,502
2012[20]395,758
2013[21]405,974
2014[22]408,986
2015[23]419,368

ათაშეჰირის რაიონში ბევრი სავაჭრო ცენტრი არსებობს, როგორიცაა Bulvar 216,[24] Palladium,[25] Optimum,[26] Brandium,[27] Novada[28] და Carrefour (კარფური).[29] ათაშეჰირის სავაჭრო ცენტრების გასწვრივ განლაგებულია ბევრი კაფეები, რესტორნები, ბანკები და მარკეტები.[30]

რაიონში ბევრი პარკი არსებობს. მათ შორის ყველაზე დიდი, ბარბაროსის კვარტალში, 2012 წელს გაიხსნა, რომლის ფართობი დაახლოებით 8000 კვადრატული მეტრია და ატარებს თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიულენთ ეჯევითის სახელს. პარკში მოწყობილია საკალათბურთო და მინი ფეხბურთის მოედნები, ჩანჩქერები, მიწის ჭადრაკის ფართი, საბავშვო მოედნები, სპორტული მოედნები, სირბილის ბილიკები, გასართობი ცენტრები, კედლის სკამები და სხვა.[31] ასევე რაიონში ფუნქციონირებს დენიზ გეჩმიშის, ნაზიმ ჰიქმეთის და ნეჯმეთინ ერბაქანის პარკები.

2016 წლის მონაცემებით, რაიონში ფუნქციონირებს 61 საბავშვო ბაღი, 22 სახელმწიფო და 19 კერძო, ჯამში 41 დაწყებით სკოლა, 22 სახელმწიფო და 13 კერძო, ჯამში 35 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 19 სახელმწიფო და 22 კერძო, სულ 41 საშუალო განათლების სკოლა, მათ შორის სპეციალური ფონდის სკოლებიც.[32] ამ რაიონშია იედითეფეს უნივერსიტეტი და აჯიბადემის უნივერსიტეტი.

  1. https://www.icisleri.gov.tr/illeridaresi/il-ve-ilce-kurulus-tarihleri
  2. https://www.harita.gov.tr/il-ve-ilce-yuzolcumleri
  3. 1 2 https://www.lexpera.com.tr/resmi-gazete/metin/gun-isigindan-daha-fazla-yararlanmak-amaciyla-butun-yurtta-uygulanan-ileri-saat-uygulamasinin-devam-3
  4. Ataşehir İlçe Haritası
  5. Dünden bu güne Ataşehir. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-11. ციტირების თარიღი: 2016-10-23.
  6. Ataşehir Tarihçesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-21. ციტირების თარიღი: 2016-10-23.
  7. İstanbul İl ve İlçe Alan Bilgileri
  8. Şehir, belde ve köy nüfusları - 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-24. ციტირების თარიღი: 2016-10-23.
  9. İstanbul Ataşehir Mahalleleri
  10. Batı Ataşehir nasıl meydana geldi?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-10. ციტირების თარიღი: 2016-10-23
  11. Ataşehir Fenerbahçe Ülker Sports Arena Açılıyor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-11. ციტირების თარიღი: 2014-09-11.
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-21. ციტირების თარიღი: 2016-10-23.
  13. Ataşehir İlçe Emniyet Müdürlüğü[მკვდარი ბმული]
  14. 2009 Yerel Seçim Sonuçları
  15. 2014 Yerel Seçim Sonuçları. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-29. ციტირების თარიღი: 2016-10-23.
  16. 2008 genel nüfus sayımı verileri.Türkiye İstatistik Kurumu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
  17. 2009 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
  18. 2010 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
  19. 2011 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
  20. 2012 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-20. ციტირების თარიღი: 2013-02-20.
  21. 2013 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-15. ციტირების თარიღი: 2014-02-15.
  22. 2014 genel nüfus sayımı verileri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-10. ციტირების თარიღი: 2015-02-10.
  23. 2015 genel nüfus sayımı verileri
  24. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-19. ციტირების თარიღი: 2016-10-24.
  25. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-10. ციტირების თარიღი: 2016-10-24.
  26. http://www.optimumoutlet.com/istanbul/ulasim
  27. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-18. ციტირების თარიღი: 2016-10-24.
  28. Novada ulaşım. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-11. ციტირების თარიღი: 2016-10-24.
  29. Carrefour İçerenköy Alışveriş Merkezi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-09. ციტირების თარიღი: 2016-10-24.
  30. Ataşehir Bulvarı Haritası
  31. Ataşehir’e Bülent Ecevit Parkı yapılıyor!
  32. Ataşehir İlçe Millî Eğitim Müdürlüğü. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-09. ციტირების თარიღი: 2016-10-24.