ავჯილარის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაიონი
ავჯილარი
თურქ. Avcılar
Zorlu Holding.JPG
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი მარმარილოს ზღვის
მუნიციპალიტეტი სტამბოლი
კოორდინატები 40°58′45″ ჩ. გ. 28°43′17″ ა. გ. / 40.97917° ჩ. გ. 28.72139° ა. გ. / 40.97917; 28.72139
მერი ჰანდან თოფრაკი
ფართობი 41.85 კმ²
მოსახლეობა 435,625 (2018)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 0-212
საფოსტო ინდექსი 34300–34399
საავტომობილო კოდი 34
ოფიციალური საიტი http://www.avcilar.gov.tr/
ავჯილარის რაიონი — თურქეთი
ავჯილარის რაიონი

ავჯილარი (თურქ. Avcılar) — სტამბოლის 39 რაიონიდან ერთ-ერთია. მდებარეობს სტამბოლის გარეთ, ქალაქის ევროპულ მხარეს. დასავლეთით მდებარეობს ქიუჩუქჩექმეჯის რაიონი, ხოლო სამხრეთით მარმარილოს ზღვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარმარილოს სანაპირო გზის ხიდები სრუტეში შესასვლელად, ყოველთვის მნიშვნელოვანი მარშრუტი იყო ომის დროს. ამიტომ, როდესაც ოსმალები ემზადებოდნენ სტამბოლის დასაპყრობად, დიდი მონდომებით შეავსეს ქიუჩუქჩექმეჯის ტერიტორია თურქებით და იმ დროიდან თურქები იმყოფებიან ამ ტერიტორიაზე.

რაიონის გზა, სტამბოლიდან ევროპაში, იძენს უფრო მეტ მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც განხორციელდა მოსახლეობის გაცვლა საბერძნეთსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის, როდესაც 50 ბერძნული ოჯახი გადაასახლეს, ხოლო მათი კუთვნილი ქონება გამოიყენებოდა, როგორც სამხედრო საცავი. ცოტა რამ დარჩა ამ ისტორიიდან, ეკლესია გადაკეთდა მეჩეთად და ჩამოანგრიეს 1977 წელს ახალი მეჩეთის ასაშენებლად, ხოლო შადრევნები და ნანგრევები გაქრა. დარჩა რამდენიმე შენობა ოსმალეთის დროის არქიტექტურიდან, მათ შორის სულთანის სანადირო სახლი (სახელი Avcilarავჯილარი, თურქულიდან ითარგმნება, როგორც „მონადირეები“), და ზოგიერთი ტრადიციული სამეურნეო სახლები.

ავჯილარი დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის მეორე ნახევრამდე, ავჯილარი რჩებოდა, როგორც პატარა სოფელი ზღვის სანაპიროზე უამრავი დაუსახლებელი მიწით. 1980 წლიდან იგი სწრაფად გაიზარდა. აშენდა დიდი რაოდენობით საცხოვრებელი. რაიონში აგრეთვე განვითარდა მრეწველობა, განსაკუთრებით პორტის და ასევე სოფელ ფირუზქიოის გზაზე, რომელიც გადაჰყურებს სრუტეს.

ერთ დროს ავჯილარის ზღვის სანაპირო, რომელიც ქალაქიდან განდევნილი იყო, დღეს ამბარლის პორტის საშუალებით გადატვირთულია. გზა ევროპისკენ, ოდეზღაც გადატვირთული საგზაო მოძრაობით, დღეს დაკავებულია გზატკეცილით, რომელიც სავსეა ბილბორდებით და სატვირთო მანქანებით.

ბინები ავჯილარის ცენტრში, ზღვის პირას, ძვირია. ავჯილარის ცენტრში განლაგებულია გარეთ დასაჯდომი ადგილები, ბევრი რესტორანები, ორი კინოთეატრი, ღამის კლუბები, აქტიური ღამის ცხოვრებისთვის და სავაჭრო ცენტრები თავისი სავაჭრო ქუჩებით, ასევე ამერიკული სტილის სწრაფი კვების ობიექტები, ვიწრო ქუჩები პატარა მაღაზიებით და კაფეებით.

1999 წელს, იზმითის მიწისძვრის შემდეგ,[1] რაიონის დემოგრაფიული სურათი კაარდინალურად შეიცვალა. მიწისძვრამდე, მოსახლეობის უმრავლესობა შეადგენდა თურქ ემიგრანტებს ბალკანებიდან, საჯარო მოხელეებს და უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებიც წარმოადგენდნენ შედარებით დაბალ კრიმინოგენულ ფენას. თუმცა, მიწისძვრის შემდეგ, ამ ადამიანების უმრავლესობამ დატოვა რაიონი, რომლის უმეტესი შენობები დაბალი, უხარისხო და მიწისძვრისგან გაუმძლე იყო. ქონების დაბალმა ფასებმა, ამ რაიონში მოიზიდა ბევრი ადამიანი შუა და აღმოსავლეთ ანატოლიიდან, ხოლო ამ ახალმა დემოგრაფიულმა რეალობამ გაზარდა ავჯილარის კრიმინოგენული ვითარება.

სტამბოლის უნივერსიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტამბოლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი კამპუსი მდებარეობს ავჯილარის რაიონში, საინჟინრო ფაკულტეტის შენობა, ბიზნესის მართვის შენობა, სპორტისა და ვეტერინარიის შენობა. კამპუსი შორსაა სტამბოლის აზიის მხრიდან და მგზავრობა კამპუსამდე საკმაოდ რთულია, ხოლო მეტრობუსის სისტემის გაყვანა ასევე ძნელია. კამპუსში არსებობს პარკი, რომელიც ასევე ქიუჩიუქჩექმეჯის ტბის გარშემოა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯამში
2000[2] 233,749
2007[3] 323,596
2008[4] 333,944
2009[5] 348,635
2010[6] 364,682
2011[7] 383,736
2012[8] 395,274
2013[9] 407,240
2014[10] 417,852
2014[11] 417,852
2015[12] 425,228

მიწისძვრისგან დაუცველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს რაიონი 1999 წლის იზმითის მიწისძვრის დროს ძალიან დაზარალდა. ამის ძირითადი ბრალია შენობების აგებულობა, რომელიც დაბალ ქვიშიან ნიადაგზეა აგებული. ისიც ფაქტია, რომ რაიონის მაღალი შენობები და ძალიან იაფად აშენებულია, რაც მას განსაკუთრებით დაუცველს ხდის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]