ადალარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაიონი
ადალარი
თურქ. Adalar
თურქ. Prens Adaları
თურქ. İstanbul Adaları
თურქ. Kızıl Adalar
Buyukada 1.jpg
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი მარმარილოს ზღვის
მუნიციპალიტეტი სტამბოლი
კოორდინატები 40°52′49″ ჩ. გ. 29°05′42″ ა. გ. / 40.88028° ჩ. გ. 29.09500° ა. გ. / 40.88028; 29.09500
მერი ატილა აითაჩი
ფართობი 16 კმ²
მოსახლეობა 14,478 (2016)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 216
საფოსტო ინდექსი 349
ოფიციალური საიტი http://www.adalar.gov.tr და http://www.adalar.bel.tr
ადალარი — თურქეთი
ადალარი

ადალარი (თურქ. Adalar), ასევე ცნობილია, როგორც პრინცის კუნძულები (თურქ. Prens Adaları), სტამბოლის კუნძულები (თურქ. İstanbul Adaları) და წითელი კუნძულები (თურქ. Kızıl Adalar) — არქიპელაგი სტამბოლის სანაპიროზე, თურქეთში, მარმარილოს ზღვაში. კუნძულები ერთობლიობაში წარმოადგენენ სტამბოლის პროვინციის ადალარის რაიონს. ადალარის რაიონის მერია ატილა აითაჩი (სრპ).

რაიონი შედგება ოთხი დიდი კუნძულისგან: ბიუიუქადა („დიდი კუნძული“) 5.46 კმ² ფართობით, ჰეიბელიადა 2.4 კმ² ფართობით, ბურგაზადა („ციხე-კუნძული“) 1.5 კმ² ფართობით, ქინალიადა 1.3 კმ² ფართობით და ხუთი მცირე ზომის კუნძული: სედეფის კუნძული („დედა-მარგალიტი კუნძული“) 0.157 კმ² ფართობით, იასიადა 0.05 კმ² ფართობით, სილივრიადა 0.05 კმ² ფართობით, ქაშიქადასი („კოვზის კუნძული“) 0.006 კმ² ფართობით და თავშანადა („კურდღლის კუნძული“) 0.004 კმ² ფართობით.

ტურიზმი და ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაფხულის თვეებში, პრინცის კუნძულები პოპულარული მიმართულებაა სტამბოლიდან ერთდღიანი მივლინებისთვის. კუნძულებზე სამანქანო სატრანსპორტო საშუალებები არ არსებობს, ამიტომ სატრანსპორტო საშუალებად გვევლინება ცხენები და საზიდავები, რომლებიც საოცრად მშვიდობიანი არიან სტამბოლისგან განსხვავებით. კუნძულები სტამბოლიდან ბორნით მგზავრობის რამდენიმე წუთის მანძილზე იმყოფებიან, ხოლო ბორნები ქალაქის აზიური ნაწილიდან ბოსტანჯის, ქართალისა და მალთეფეს სადგურებიდან, ევროპული ნაწილიდან კი ქაბათაშის სადგურიდან გადიან. ბორნების უმეტესობა ცხრა კუნძულიდან ოთხის გარშემო მოძრაობენ: ქინალიადას, ბურგაზადას, ჰეიბელიადას და ბოლოს, ბიუიუქადას გარშემო. საბორნე სერვისებს ექვსი სხვადასხვა კომპანია უზრუნველყოფს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე, კუნძულებზე გარემო უფრო მშვიდი და სასიამოვნოა, თუმცა, ზღვა გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში, შეიძლება უფრო მღელვარე იყო, ხოლო კუნძულები ხანდახან გარე სამყაროდან მოწყვეტილია, როდესაც საბორნე მომსახურება უქმდება წვიმისა და მაღალი ტალღების გამო. ზამთრის პერიოდში, ცივი და ძლიერი ქარისა და საბორნე რეისების გაუქმების შედეგად, კუნძულები თითქმის მიტოვებულია. რაც შეეხება კულტურულ ტურიზმს, ბიუიუქადაზე განლაგებულია სტამბოლის პირველი და ერთადერთი საქალაქო მუზეუმი — „პრინცის კუნძულების მუზეუმი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ქუჩა ბიუიუქადაზე.
ბიუიუქადას საბორნე სადგური.

ბიზანტიურ ეპოქაში, კუნძულს იყენებდნენ მთავრებისა და სამეფო ოჯახის წევრების გადასახლების ადგილად, მოგვიანებით, კუნძულს ამავე მიზნით ოსმალეთის სულთნების ოჯახის წევრების გადასახლებითვისაც იყენებდნენ, ზუსტად აქედან მომდინარეობას კუძულების სახელწოდებაც. კუნძული, 1453 წელს კონსტანტინოპოლის ალყის დროს, ოსმალეთის ფლოტმა დაიპყრო. XIX საუკუნეში, კუნძულები სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარული კურორტი გახდა, სადაც დღემდე შემორჩა ვიქტორიანული ეპოქის კოტეჯები და სახლები.

ჰალკის სემინარია, ოფიციალურად ჰალკიის სასულიერო სკოლა (თურქ. Ortodoks Ruhban Okulu და ბერძნ. Θεολογική Σχολή Χάλκης), დაარსდა 1844 წლის 1 ოქტომბერს კუნძული ჰალკიზე (თურქ. ჰეიბელიადა), პრინცის კუნძულების სიდიდით მეორე კუნძული მარმარილოს ზღვაში. ეს იყო კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს თეოლოგიის ძირითადი სკოლა, სანამ 1971 წელს თურქეთის პარლამენტმა არ აკრძალა კერძო უმაღლესი სასწავლებლები. სასულიერო სკოლა მდებარეობს კუნძულის „იმედის ბორცვზე“, ბიზანტიური ეპოქის წმინდა სამების მონასტერის ადგილას. დღეს სკოლის შენობა ეკუთვნის მონასტერს და გამოიყენება კონფერენციების მასპინძლობისთვის.

1912 წელს, კუნძულებზე 10 250 ბერძენი და 670 თურქი ცხოვრობდა.[2] კუნძულები, დროთა განმავლობაში ეთნიკურად უფრო თურქული გახდნენ, როდესაც მდიდარი თურქი მეიახტეების ჩასახლება დაიწყო, ხოლო ეს პროცესი თურქეთის რესპუბლიკის პირველ დღეებიდან დაიწყო, როდესაც ბიუიუქადის ბრიტანული იახტკლუბი ანადოლუს იახტკლუბს გადაეცა, თურქი პარლამენტარებისთვის სტამბოლში ზაფხულის გასატარებლად. კუნძულები წარმოადგენენ საინტერესო ანომალიას, რადგან ისინი გვთავაზობენ გავიგოთ იშვიათ, თუმცა არასრულ მულტიკულტურულ საზოგადოებას თანამედროვე თურქეთში, შესაძლოა ისეთ მულტიკულტურულ საზოგადოებრივ მიდრეკილებას, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დროს არსებობდა, ისეთ ადგილებში, როგორიცაა სტამბოლი/კონსტანტინოპოლი. 1950-იანი წლების დასაწყისში, თითოეული დასახლებული კუნძული თურქეთის ეთნიკური უმცირესობების უმნიშვნელოვანეს თემებს წარმოადგენდა, რაც ახლა ბევრად მცირეა, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრების დიდი უმრავლესობა თურქია, ხოლო უმცირესობების მემკვიდრეობა დღეს კულტურული მნიშვნელობისაა და არა დემოგრაფიული.

ცნობილი მაცხოვრებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი თურქი კუნძულებს იხსენებს, როგორც ცნობილი მწერლის საით ფაიკ აბასიანიკის და საფეხბურთო ლეგენდის ლეფტერ ქიუჩუქანდონიადისის სახლებს. 1929 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირიდან ლევ ტროცკის დეპორტაციის შემდეგ, მისი პირველი საცხოვრებელი ადგილი ბიუიუქადა გახდა, სადაც ის 1929–1933 წლებში ცხოვრობდა. ცნობილი პოეტი, ნაზიმ ჰიქმეთი 1913-1918 წლებში ჰეიბელიადას საზღვაო კადეტთა სკოლაში სწავლობდა. ამჟამად, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი და ფილოსოფოსი დიუჯანე ჯიუნდიოღლუ, კუნძულებზე ცხოვრობს.

ბიუიუქადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიუიუქადაზე მდებარე ოსმალეთის ეპოქის ერთ-ერთი სასახლე.
კიდევ ერთი სასახლე.

ბიუიუქადა (ნიშნავს „დიდი კუნძული“, თურქ. Πρίγκηπος) — მარმარილოს ზღვაში მდებარე პრინცის ცხრა კუნძულიდან ყველაზე დიდი.

როგორც სხვა კუნძულებზე, მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალებები, გარდა სამსახურეობრივი სატრანსპორტო საშუალებებისა, აკრძალულია. შესაბამისად, კუნძულის სტუმრები ფეხით სეირნობენ ან ველოსიპედით მგზავრობენ (მრავალრიცხოვანი საველოსიპედო მაღაზიები აქირავებენ საათობრივი ფასებით), ასევე შესაძლებელია მგზავრობა ცხენებით შემოსილ ფაეტონით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.adalar.gov.tr/nufus-durumu
  2. George Sotiriadis, An Ethnological Map Illustrating Hellenism in the Balkan Peninsula and Asia Minor, 1918