აზერბაიჯანის ფესტივალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანში ფესტივალები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველ წელს ტარდება. ქვეყნის დედაქალაქი ითვლება ფესტივალების ცენტრად. ფესტივალები ტარდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებშიც.

ფესტივალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბალის მუსიკალური ფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბალის მუსიკალური ფესტივალი — კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და მუღამის ფესტივალი. დაარსდა 2009 წელს და ყოველ წელს ტარდება ქალაქ გაბალაში. შეიქმნა და ტარდება ჰეიდარ ალიევის ფონდის ინიციატივით, კულტურის სამინისტროსა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის შემსრულებლები. ასევე ყოველ წელს მიმდინარეობს საერთაშორისო ფორტეპიანოს კონკურსი.

ქალწულის კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „ქალწულის კოშკი“ 2010 წლიდან, ყოველწლიურად აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება, დედაქალაქის სიმბოლოს - ყიზყალასის პოპულარიზაციისათვის, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 2000 წელს. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ფესტივალის ფარგლებში ყოველ წელს ტარება გარკვეული აქტივობები და ღონისძიებები.

რაინ სულთანოვი ბაქოს ჯაზ ფესტივალზე

ბაქოს ჯაზის ფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი -  ყოველწლიური მუსიკალური დღესასწაული ბაქოში. ტარდება 2005 წლიდან აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის კულტურის ფონდის მხარდაჭერით, აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტის რაინ სულთანოვის მიერ. 2016 წელს ბაქო ჯაზის ფესტივალი ევროპის ჯაზის ასოციაციაში შევიდა[1].

უზეირ ჰაჯიბეკოვის ფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზეირ ჰაჯიბეკოვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ტარდება 2009 წლის სექტემბრიდან აზერბაიჯანში. მუსიკალური მოვლენები აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში ტარდება, მაგრამ მთავარი ნაწილი ქვეყნის დედაქალაქში ბაქოში ტარდება.

მუღამის სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუღამის შემსრულებლებისა და ამ ჟანრთან მიახლოებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი. ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მარტში[2]. ფესტივალის ფარგლებში ტარდება, სამეცნიერო სიმპოზიუმები, მუღამის შემსრულებელთა კონკურსები ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში. 2009 წლის 18-25 მარტს ჰეიდარ ალიევის ფონდის ინიციატივით გაიმართა პირველი ფესტივალი ბაქოში.

ბროწეულის ფესტივალი

ბროწეულის დღესასწაული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბროწეულის დღესასწაული — დღესასწაული, რომელიც აღინიშნება აზერბაიჯანში ყოველწლიურად ბროწეულის დაკრეფვისას. დღესასწაულის დღეებში ქალაქ გიოიჩაიში, რომელიც ითვლება აზერბაიჯანის ბროწეულის ცენტრად, ტარდება გამოფენები, რომელზეც ბროწეულის მომყვანები წარმოადგენენ თავიანთ ნაწარმს, ბროწეულის წვენებს, მურაბებს და ა.შ.

ვაშლის დღესასწაული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება აზერბაიჯანში ვაშლის კრეფის დროს. მართალია დღესასწაულს ეწოდება „ვაშლის დღესასწაული“, მაგრამ ეს ღონისძიებები მიძღვნილია ყველა სახის ხილის ჯიშებისადმი. დღესასწაულის მსვლებობის დღეებში  ტარდება გამოფენა-გაყიდვები, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ჯიშის ვაშლები და მისგან დამზადებული სხვადასხვა სახის ნაწარმი. აზერბაიჯანში ეს ღონისძიება პირველად ჩატარდა 2012 წელს.

ყარა ყარაევის ფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარა ყარაევის თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტარდება აზერბაიჯანში. პირველად ჩატარდა 1986 წელს. დღესდღეობით ფესტივალი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.

მსტისლავ როსტროპოვიჩის ფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარდება 2007 წლის დეკემბრიდან, ბაქოში და ეძღვნება დიდ და სახელოვან ბაქოელ მუსიკოსს მსტისლავ როსტროპოვიჩს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]