ბროწეულის დღესასწაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბროწეულის დღესასწაული
ბროწეულის დღესასწაული ფოტოსურათი
აღნიშნავენ აზერბაიჯანი, გიოიჩაის რაიონი
პერიოდი 26 ოქტომბერი - 7 ნოემბერი
ტრადიციები ტარდება გამოფენები, რომელზეც ბროწეულის მომყვანები წარმოადგენენ თავიანთ ნაწარმს, ბროწეულის წვენებს, მურაბებს და ა.შ.

ბროწეულის დღესასწაული (აზერ. Nar bayramı) — დღესასწაული, რომელიც აღინიშნება აზერბაიჯანში ყოველწლიურად ბროწეულის დაკრეფვისას. დღესასწაულის დღეებში ქალაქ გიოიჩაიში, რომელიც ითვლება აზერბაიჯანის ბროწეულის ცენტრად, ტარდება გამოფენები, რომელზეც ბროწეულის მომყვანები წარმოადგენენ თავიანთ ნაწარმს, ბროწეულის წვენებს, მურაბებს და ა. შ.

საუკუნეების მანძილზე ბროწეული წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის წყაროს. გიოიჩაის რაიონში არსებული 4 ათასი ჰექტარი ყოველწლიურად იძლევა 30 ათას ტონა ბროწეულს. აზერბაიჯანში ბროწეულზე იქმნება ლექსები და სიმღერები.

დღესასწაულის დროს გამოფენაზე გამოფენილია ბროწეულის ისეთი ჯიშები, როგორებიცაა „ველესი“, „შირინი“, „გიულეიშა“, „შიხბაბა“. ყოველ მათგანს გააჩნია თავისთვის დამახასიათებელი ფერი და გემო. ბროწეულისგან აგრეთვე ამზადებენ სამკურნალო წამლებს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]