გაბალის მუსიკალური ფესტივალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბალის მუსიკალური ფესტივალი
Qəbələ Musiqi Festivalı

მუსიკალური ფესტივალი
სტატუსი აქტიური
პერიოდი 2009 წელი - დღემდე
დაიწყო 2009 წელი
ადგილმდებარეობა გაბალა
ქვეყანა აზერბაიჯანი
დამფუძნებელი ჰეიდარ ალიევის ფონდი აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო
საიტი gabalainternationalmusicfestival.com

გაბალის მუსიკალური ფესტივალი (აზერ. Qəbələ Musiqi Festivalı) — კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და მუღამის ფესტივალი. ფესტივალი 2009 წელს დაარსდა და ყოველ წელს ტარდება ქალაქ გაბალაში. ფესტივალი ტარდება ჰეიდარ ალიევის ფონდის ინიციატივით, კულტურის სამინისტროსა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის შემსრულებლები. ასევე ყოველ წელს მიმდინარეობს საერთაშორისო ფორტეპიანოს კონკურსი.

ფესტივალის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს ფესტივალი პირველად გაიხსნა. გახსნა შედგა უზეირ ჰაჯიბეკოვის უვერტიურით ოპერიდან „ქოროღლი“.

2010 წელს ფესტივალი აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ გახსნა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ლონდონის სამეფო ორკესტრი, იური ბაშმეთი, ხლოა ჰასანლი, პიანისტი ბორის ბერეზოვსკი და სხვა აზერბაიჯანელი და უცხოელი მუსიკოსები.

2011 წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მომღერლები და მუსიკოსები, როგორიცაა დენის მაცუევი, შლომო მინცი, სერგეი ლეიფერკუსი, ალიონა ბაევა.

2012 წელს ჩატარდა მეოთხე ფესტივალი, რომელმაც 350 მუსიკოსი გააერთიანა 10 ქვეყნიდან. ფესტივალი გახსნა უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა. მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობდნენ: ლონდონის შარლ დიუტუას ხელმძღვანელობით, სლოვენური ფილარმონიის კვარტეტი „ტარტინი“, იური ბაშმეტი, ბორის ბერეზოვსკი, დიმიტრი იაბლონსკი, ფარჰად ბადალბეილი, მურად ადიგოზალზადე და სხვები. ამ დროს აღნიშნეს მუსლიმ მაგომაევის, ფიქრეთ ამიროვისა და ნიაზის იუბილეები. ფესტივალზე წარმოდგენილ იქნა ალექსანდრე ჩაიკოვსკის ნაწარმოები „ხოჯალის რექვიემი“[1].

მეხუთე მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა 2013 წელს 24 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით. ამჯერად გაბალის მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ 11 ქვეყნიდან, მათ შორის იერუსალიმის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი „ახალი რუსეთი“, აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, კუბური ჯაზ-ჯგუფი „Septeto Santiaguero“, სოლისტი ოქსანა იაბლონსკაია, იდილ ბირეტი, ვადიმ რეპინი, სერგეი ლეიფერკუსი, ფარხად ბადალბეილი, დიმიტრი იაბლონსკი და სხვები. მეხუთე მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა კამერული მუსიკის საღამო სერგეი რახმანინოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი[2].

2014 წელს ფესტივალი ჩატარდა 23 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით. ტრადიციული კოლექტივების გარდა მონაწილეობდნენ იოჰანესბურგის სიმფონიური ორკესტრი, ვენის საკამერო მუსიკის ანსამბლი, აშშ-ს, უკრაინის, ესპანეთის, რუსეთის, ისრაელისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები[3].

2015 წლის 25 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, VII საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ მუსიკოსები, ხელოვნების ჯგუფები, სოლისტები, 12 ქვეყნის დირიჟორები. მათ შორისაა იტალიის სიმფონიური ორკესტრი, „მოსკოვის ვირტუოზების“ კამერული ორკესტრი, „ფლამენკო“ (ავსტრია), „Dubrovnik Guitar Trio“, ანდრეი გავრილოვი, ოქსანა იაბლონსკაია, ჯანკარლო პაზოლინი, ჟანა განდელმანი, ალექსანდრე როჟდენსტვენსკი, ჯერემი მენუხინი, პოლ მაიერი, ალექსანდრე გინდირი, ტარას იაგოპუდი[4].

2016 წელს VIII საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალზე ესწრებოდნენ მუსიკოსები, სოლისტები, დირიჟორები აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, ლიტვიდან და კუბიდან. ფესტივალი ჩატარდა ვენის აკადემიური ორკესტრის, საბერძნეთის ხალხური კვარტეტის, კუბის ანსამბლის, უკრაინის ეროვნული კამერული ანსამბლის „კიევის ვირტუოზების“, აზერბაიჯანელი ხალხური მუსიკის მომღერლების მონაწილეობით[5].

2017 წელს გაბალის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მეცხრე ჯერ ჩატარდა. იგი 29 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ რუსეთის, ისრაელის, აშშ-ის, იტალიის, ლიტვის, სლოვენიის წარმომადგენლები. ფესტივალის მონაწილეთა შორის იყვნენ რესპუბლიკის ცნობილი მუსიკოსები, როგორიცაა ფარჰადი ბადალბეილი, აზერ რზაზადე, ისფარ სარაბსკი. უცხოელ მონაწილეებს შორის იყვნენ  ჟანა გენდელმანი (ისრაელი), მაიკლ სლადკინი (აშშ), დიმიტრი იაბლონსკი (აშშ), ჯანლუჯი სარტორი (იტალია) და სხვა. ფესტივალის დღეებში ჩატარდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრის, უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის ბაქოს კამერული ორკესტრის კონცერტები[6].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]