ქალწულის კოშკი (ფესტივალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალწულის კოშკი
Qız qalası
დაიწყო 2010 წლიდან
სიხშირე ყოველწლიური
ადგილმდებარეობა

ბაქო

კანი (2013 წ)
ქვეყანა აზერბაიჯანი
დამფუძნებელი ჰეიდარ ალიევის ფონდი, ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
ისა ბეი ჰაჯინსკის სახლი ფესტივალის ჩატარების დროს

საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „ქალწულის კოშკი“ (აზერ. «Qız qalası» Beynəlxalq incəsənət festivalı) 2010 წლიდან, ყოველწლიურად აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება, დედაქალაქის სიმბოლოს - ყიზყალასის პოპულარიზაციისათვის, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 2000 წელს[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ ფესტივალზე, 2010 წელს, ჰეიდარ ალიევის ფონდმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, „იჩერიშეჰერის“ სახელმწიფო ისტორიულ- არქიტექტურული სარეზერვო სამსახურის ოფისმა, 18 ქვეყნის 20-ზე მეტმა ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა[1].

2011 წელს მეორე ფესტივალში მონაწილეობდა 20 ქვეყნის 25 ხელოვანი. ამ ფესტივალებზე მხატვრების ეროვნული ტრადიციების შესაბამისად გაფორმებული იყო ქალწულის კოშკის მოდელები[1].

2012 წელს ჩატარებულ „ქალწულის კოშკის“ მესამე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა 24-მდე ქვეყნის წარმომადგენელი. წინა ფესტივალებისგან განსხვავებით, მესამე ფესტივალი ჩატარდა საფრთხის ქვეშ მყოფ „კავკასიური ხუთეულის“ შესახებ. ფესტივალის ფარგლებში მოხდა მხატვრების მიერ შექმნილი ქურციკთა (ჯეირანთა) მაკეტების წარმოდგენა. ფესტივალის დახურვაზე ასევე წარმოდგენილი იქნა ყიზყალასის ნაირნაირი მაკეტები[1].

2013 წლის 4 ივლისს ქალაქ კანის ბულვარზე შედგა „ქალწულის კოშკის“ რიგით IV ფესტივალის გახსნა. ცერემონიას ესწრებოდნენ ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა, ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ლეილა ალიევა, ქალაქ კანის მერი, დეპუტატი ბერნარ ბროშანი, ასევე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ფილიპ დუსტ-ბლაზი. პირველად ფესტივალი აზერბაიჯანის გარეთ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საფრთხის ქვეშ მყოფ ქურციკების ყურადღების მიპყრობის მიზნით, წარმოდგენილი იყო ჰეიდარ ალიევის ფონდის პროექტი. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქურციკების მაკეტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მხატვრების მიერ იყო დამშვენებული. გამოფენა გრძელდებოდა 20 დღის განმავლობაში. „ქალწულის კოშკის“ თემატიკაზე 26 მხატვარი გამოიფინა, ხოლო „ჯეირანის“ - 17 მხატვარი[1].

2014 წლის მაისში ბაქოში ჩატარებულ მეხუთე ფესტივალს ესწრებოდნენ 26 ქვეყნის 28 მხატვარი, რომლებმაც დაამშვენეს ქალწულის კოშკისა და ჯეირანების მაკეტები თავიანთ ეროვნულ სტილში[2].

VII საერთაშორისო ქალწულის კოშკის ხელოვნების ფესტივალი ჩატარდა 2015 წლის 11-14 ივნისს, იშერიშეჰერში. ფესტივალს 17 ქვეყნიდან 27 მხატვარი დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში მხატვრებს შესთავაზეს ბროწეულისა და ჯეირანების მაკეტების დამშვენება, რომლებიც იყვნენ პირველი ევროპული თამაშების „ბაქო-2015“-ის სიმბოლოები[3].

2016 წელს, 18-21 სექტემბერს პარიზში „აზერბაიჯანის ქალაქის“ ფარგლებში „ქალწულის კოშკის“ VII საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ფრანგი და აზერბაიჯანელი მხატვრები. პროექტის ფარგლებში, 17-18 სექტემბერს ბაქოში ფესტივალი გაიმართა ბავშვებისთვის. აქედან 30 მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი ნამუშევრები. 24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, VII ფესტივალის ფარგლებში, ბაქოში გაიმართა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ქანდაკებაზე „სიმღერა ქვაში“ (Music in Stone). სიმპოზიუმს ესწრებოდა 14 მოქანდაკე აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, მექსიკიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, ინდოეთიდან, უნგრეთიდან და მაკედონიიდან[4].

2017 წლის 22-24 სექტემბერს გაიმართა „ქალწულის კოშკის“ VIII ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა მხატვრებმა გააფერადეს ყიზყალასის მაკეტები[5].

IX  საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა 2018 წლის 27-30 სექტემბერს, „პოეზია, ხელოვნება, სულიერება - ნასიმის“ ფესტივალის ფარგლებში[6][7]. ფესტივალში მონაწილეობდა 17 მხატვარი[8][9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]