მეიხანა
მეიხანა (აზერ. Meyxana) — გამორჩეული აზერბაიჯანული ლიტერატურული და სახალხო რეპის ტრადიცია. შედგება არააკომპანირებული სიმღერებისგან, რომელსაც ერთი ან ორი ადამიანი იმპროვიზირებით ასრულებს.[1][2] მეიხანა განსხვავდება სალაპარაკო ენის პოეზიისგან, რომელიც ასევე რიტმულად სრულდება.
მეიხანას ხშირად ადარებენ ჰიპ-ჰოპ მუსიკას, რის გამოც, აზერბაიჯანელებს შორის ცნობილია, როგორც ეროვნული რეპი. მეიხანა ზოგჯერ ინსტრუმენტთან ერთად ან სინთეზურ რიტმთან ერთად სრულდება.[3] შემსრულებლები ხშირად რეპერტუარს სინთეზატორების, დასარტყამების ან ცოცხალი ბენდების თანხლებით ასრულებენ. მეიხანას ოსტატები ტექსტებს ხშირად იმპროვიზირებულად წარმოადგენენ რიტმებში, ან ა კაპელათი.[4]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟანრი სპარსული meykhane-დან წარმოდგება, რაც ტავერნას, პაბს ნიშნავს. თავის მხრივ, meykhane სპარსული სიტყვიდან mey (ღვინო) და khane (სახლი) წარმოდგება.[5] აზერბაიჯანული ენაზე მეიხანის ოსტატები ხშირად იწოდებიან, როგორც Söz Ustadı, რაც სიტყვის ოსტატებს ნიშნავს. პროფესიონალ მეიხანის შემსრულებლებს მეიხანის ოსტატებადაც მოიხსენიებენ.[6]
ისტორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მეიხანა იყო ადგილი, სადაც პოეტები ერთად იყრიდნენ თავს და ექსტრაორდინალურ ვერსიებს გამოთქვამდნენ, ხშირად ხუმრობდნენ და სხვებს დასცინოდნენ. შეჯიბრის ბოლოს აუდიტორია იმ პოეტს ირჩევდა, რომლის იმპროვიზაციაც ყველაზე მოხერხებული და ჭკვიანური იქნებოდა.[7] ამგვარ შეჯიბრებებს თანამედროვე პოეტურ იმპროვიზაციას და რეპ-ბრძოლებს ადარებენ.[8]
საბჭოთა პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეიხანას ასრულებდნენ ბაქოს დაარსების ადრეულ ხანებშიც, ბოლშევიკურ რევოლუციამდე. საბჭოთა პერიოდში მეიხანა აიკრძალა. პოეტ ალიაღა ვაჰიდის პოეზია ხშირად თანამედროვე მეიხანად მოიხსენიება.[9][10][11][12] მიუხედავად ამისა, მეიხანა ძალიან გავრცელებული იყო ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულის მოსახლეობაში.
1991-2001
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეიხანა აღარ იყო აკრძალული, თუმცა ფუნდამენტალისტები მაინც თვლიდნენ, რომ იგი ლიბერალური იყო და ტრადიციულ ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა. მათი აზრით, მუსიკის ეს ჟანრი ხელს უწყობდა სექსუალურობის პოპულარიზაციას, ალკოჰოლს, ნარკოტიკებსა და დასავლურ მომხმარებლურ კულტურას, მაგრამ ფუნდამენტალისტთა კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ახალგაზრდობას თავად უნდა აერჩია, რომელ კულტურას მიეკუთვნება.[13][14]
მეიხანის თანამედროვე ოსტატებმა მუსიკის ამ ჟანრის ახალი ტალღა წამოიწყეს, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნული მუსიკისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავს წარმოადგენდა. ნიზამი რამზი პირველი ოსტატი იყო, რომელმაც მეიხანას შესრულება სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში დაიწყო.[15]
1990-იან, 2000-იან წლებში მეიხანის პოპულარობის ზრდასთან ერთად, სატელევიზიო არხებმა მეიხანის ტურნირების გამართვა და ტრანსლირება დაიწყეს. ისეთმა სატელევიზიო პროგრამება, როგორიც De, Gelsin! იყო, აზერბაიჯანის ბინადრებს შორის მეიხანის პოპულარიზებას შეუწყო ხელი, განსაკუთრებით აზერბაიჯანულ ქორწილებში.[16][17]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Meyxana.Net დაარქივებული 2019-09-06 საიტზე Wayback Machine.
- Meyxana.iatp.az
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bahl, Taru (2003). Encyclopaedia of the Muslim World. Anmol Publications PVT, გვ. 25. ISBN 9788126114191.
- ↑ Мейхана - это не «хулиганский жанр», а часть азербайджанского фольклора - режиссер Абдуль Махмудов დაარქივებული 2013-10-14 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ Aghayev, Shamil. МЕЙХАНА - ОНА И В ИЗРАИЛЕ МЕЙХАНА. gorskie.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 August 2010. ციტირების თარიღი: 23 December 2010.
- ↑ Kajar, Chingiz (2007). Старый Баку.
- ↑ Zakaria, Zuzu (2012). Meykhana - The poetics of time and space. University of Oslo, Department of Culture Studies and Oriental Languages, Faculty of Humanities, გვ. 4.
- ↑ Sariyeva, Irada. Yerin görünür, ay Nizami Rəmzi.... დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 July 2011. ციტირების თარიღი: 23 December 2010.
- ↑ Мейхана - Она и в Израиле Мейхана დაარქივებული 2010-08-30 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ OBAMA, MEYXANA VƏ MİSİR MƏRDANOV HAQDA დაარქივებული 2010-12-01 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
- ↑ Nitzsche, Sina A. (2013) Hip-Hop in Europe. LIT Verlag Münster, გვ. 470.
- ↑ [Meyxananin tarixi (აზერბაიჯანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-23. ციტირების თარიღი: 2019-11-01. Meyxananin tarixi (აზერბაიჯანული)]
- ↑ "Meyxana", ya "bədihə" sözü aləmi bir-birinə qatıb დაარქივებული 2011-07-07 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
- ↑ Bədahətən deyilməyən meyxananı qəbul etmirik – meyxana ustaları დაარქივებული 2011-08-12 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
- ↑ Azerbaijan's Own Ancient Version of Rap Reappears
- ↑ Мейхана – полная хана. Day.az. ციტირების თარიღი: 23 December 2010.
- ↑ Nizami Rəmzi. adam.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 23 December 2010.
- ↑ Yenisey, Aqshin. Milli nikah mərasimi, yoxsa "Toy bezpravil"?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 November 2010. ციტირების თარიღი: 23 December 2010.
- ↑ Vuqarli, Vuqar. Конкурс мейханы стал яблоком раздора между ANS и АТV?. ციტირების თარიღი: 23 December 2010.