აზერბაიჯანის კინემატოგრაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანული კინოს დაარსების პერიოდიდან გადაღებულია 240 სრულმეტრაჟიანი, 50-ზე მეტი მოკლემეტრაჟიანი, 1200-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი და 100-მდე მულტიპლიკაციური ფილმი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე მიშონი - ფოტოგრაფი. გადაიღო ფილმი აზერბაიჯანში

ფილმის ინდუსტრია აზერბაიჯაში თარიღდება 1898 წლით. ფაქტობრივად აზერბაიჯანი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პირველად ჩაერთნენ კინემატოგრაფიაში. ცნობილია, რომ პირველად ძმებმა ლუმიერებმა აჩვენეს კინოფილმი, რომლის პრემიერაც შედგა 1895 წელს. გასაკვირი არ არის, რომ აზერბაიჯანში ჩქარა განვითარდა ეს სფერო, რადგან მე-19 საუკუნეში კასპიის ზღვა აწარმოებდა მსოფლიო ნავთობის 50%. როგორც დღეს, ასევე წინად ნავთობის ინდუსტრია უცხოელების ინტერესში ექცეოდა[1].

ფრანგი ოპერატორი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მიშონი ბაქოში დასახლდა. აქ მან საკუთარი ფოტო სტუდია დააარსა. 1879-1905 წლებში მიშონი დოკუმენტაციას უწევდა ლანდშაფტებს, ნავთობის მოპოვების ეპიზოდებს, მისი გადამუშავების პროცესს, ასევე გადაიღო ნავთობის ველში საშინელი ხანძარი. 1898 წელს მიშონმა დაიწყო ბაქოში ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფილმების გადაღება. მისი მიზანი იყო ისინი პარიზში ეჩვენებინა.

მიშონის მიერ გადაღებული მასალები დღესაც ინახება აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირში. კავკასიის ეროვნული ცეკვა შემდგომში გამოყენებულ იქნა დოკუმენტურ ფილმში, ხოლო სცენები ფილმიდან „ხანძარი ბიბიჰეიბათში“ 1995 წელს აჩვენეს საფრანგეთში, მსოფლიო კინოს 100 წლისთავზე[2].

კადრი ფილმიდან "ფათალი ხანი"

1915 წელს ბელგიელმა ძმებმა პირონებმა ბაქოში დაარსეს კინოწარმოების ლაბორატორია. მათ დაპატიჟს რეჟისორი ბორის სვეტლოვი სანქტ-პეტერბურგიდან, რათა გადაეღო რამდენიმე ფილმი. სვეტლოვი იყო პირველი, ვინც გადაიღო ფილმი იბრაჰიმ მუსაბეკოვის რომანის მიხედვით „ნავთობისა და მილიონების სამეფოში“. ამ ფილმში მთავარი როლი შეასრულა ჰუსეინ არაბლინსკიმ[3]. ასევე 1916 წელს სვეტლოვმა გადაიღო ოპერეტა „არშინ მალ ალანის“ პირველი ვერსია.

1919 წელს შედგა დოკუმენტური ფილმის „აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წლისთავის აღნიშნვის“ პრემიერა ბაქოს რამდენიმე კინოთეატრში. ფილმი ეძღვნებოდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის პირველ წლისთავს[4]. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა საკმაოდ ხანმოკლე იყო.

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრი ფილმიდან "ქალწულის კოშკის ლეგენდა"

საბჭოთა ხელიფუბლება დაარსდა 1920 წელს. აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარემ ნარიმან ნარიმანოვმა ხელი მოაწერა აზერბაიჯანული კინოს ნაციონალიზაციის ბრძანებულებას. განათლების კომისარიატმა, რომელიც ფუნქციონირებდა თითქმის, როგორც სამინისტრო, შექმნა ხელოვნების დეპარტამენტი, რომელიც მოიცავდა ფილმის სექციას, რომლის თავმჯდომარეები იყვნენ ჰანაფ თერეგულოვი და მუსლიმ მაგომაევი, ცნობილი კომპოზიტორი და ოპერის მომღერალი. 1922 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შექმნას პირველი კინოქარხანა Azerbaijanfilm, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს[1].

1923 წელს, აზერბაიჯანის ფოტოგრაფთა ინსტიტუტი (APFI) შეიქმნა სახალხო კომისრის საბჭოს სპეციალური განკარგულებით. დაწესებულება აკონტროლებდა ყველა კინოთეატრსა და სადისტრიბუციო ცენტრს. ამრიგად, ახალი ეპოქა დაიწყო აზერბაიჯანის კინოს ისტორიაში - იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა იდეოლოგია დომინირებდა კინოინდუსტრიაში და არა ინდივიდუალური მეწარმეობა.

APFI-მ გადაიღო საკუთარი პირველი ფილმი 1924 წელს - ქალწულის კოშკის ლეგენდა. ფილმი იყო პირველი საბჭოთა აზერბაიჯანული ფილმი. იგი გადაღებულ იქნა ქალწულის კოშკის ლეგენდის მიხედვით.

1930-იან წლებში, რუსმა რეჟისორმა ბორის ბარნეტმა აზერბაიჯანში გადაიღო ფილმი „ყველაზე ზლიერი ზღვებს შორის“. ფილმმა თანამედროვე კრიტიკოსების შეფასება მიიღო და საკმაოდ პოპულარულიც გახდა[5].

1940-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს რეჟისორებმა მიქაილ მიქაილოვმა და ვლადიმირ ერემეიევმა გადაიღეს დოკუმეტური ფილმი „მეოცე გაზაფხული“. ფილმი ეძღვნებოდა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის მე-20 წლისთავს. 1941-1942 წლებში გადაიღეს ფილმები „სამშობლოს შვილები“ და „ბახტიარი“. ამავე წლებში გადაღებულ იქნა ფილმი „საბუჰი“, რომელიც მირზა ფათალი ახუნდოვის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა. ფილმი გადაღებულ იქნა რეჟისორ ა. ბეკ-ნაზაროვისა და რზა თაჰმასიბის მიერ. 1943 წელს გადაღბულ იქნა სამ ნაწილიანი ფილმი „ერთი ოჯახი“ და „ წყალქვეშა გემი T-9“. ამავე პერიოდში იღებენ ჰეროიკულ ფილმებს. 1943 - 1945 წლებში გადაიღეს ფილმები „სამშობლოსთვის“, „პასუხი წერილზე“ და „ზრუნვა“. სამივე ფილმი ეძღვნებოდა კასპიის ზღვის მეზღვაურების გმირობას[6]

1945 წელს რეჟისორმა ჰუსეინ სეიდზადემ გადაიღო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მარადიული ცეცხლის ქვეყანა. იმავე წელს გამოვიდა უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალური კომედია „არშინ მალ ალანი“. რეჟისორებმა რზა თაჰმასიბმა და ნიკოლაი ლეშენკომ გადაიღეს ბრწყინვალე კომედია, სადაც შეინარჩუნეს და კარგად წარმოაჩინეს ეროვნული სტილი და აზერბაიჯანელთა იუმორის გრძნობა. ფილმმა დიდ წარმატებას მიაღწია არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც[6].

1950-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წლების დასაწყისში ბაქოს ფილმის სტუდია ძირითადად დოკუმენტური და პუბლიცისტური ჟანრის ფილმებს იღებდა. ამ პერიოდში გადაღებულ იქნა ფილმები „ფატალი ხანი“ და „ბაქოს ცეცხლი“. 1950 წლების შუა რიცხვებში იწყება აზერბაიჯანული ფილმების ახალი ეტაპის განვითარება. ფილმების თემები ძირითადად დაკავშირებული იყო ფერმერებისა და მუშების ცხოვრებაზე და მუშაობაზე.

ამ პერიოდის ცნობილი ფილმებია „ბროილინგის მზის ქვეშ“, „შავი ქვები“, „მცოცავი ჩრდილები“, „მისი დიდი გული“, „ნამდვილი მეგობარი“, „შეიძლება თუ არა პატიება“, „ჩვენი ქუჩა“, „სატელეფონო გოგონა“, „არის ასეთი კუნძული“, „დედინაცვალი“ და მრავალი სხვა.

1950 წელს გამოდის პირველი ფერადი ფილმი „საბჭოთა აზერბაიჯანი“, რომელიც ეძღვნება საბჭოთა სახელმწიფოს 30 წლისთავს. ამ ფილმმა მოიგო კანის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი 1951 წელს[7].

„ეპოსი კასპიის ნავთობის მრეწველობის მუშაკზე“ და „ზღვის დამპყრობლები“ გადაღებულ იქნა მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორის რ. კარმენის მიერ ბაქოს კინოსტუდიაში. ის დაჯილდოვდა ამ ნამუშევრებისთვის ლენინის პრიზით. "იგივე ბლოკის ორი ბიჭი" მოგვითხრობს ამბავს აღმოსავლური ერის ბრძოლის შესახებ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის[6].

ფილმი „შორეულ სანაპიროებზე“, რომელიც ეძღვნება მამაც პარტიზანს მეჰდი ჰუსეინს არის, როგორც  აზერბაიჯანული კინოს, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მიღწევათაგანი[6].

1960-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წლებიდან აზერბაიჯანში დაიწყეს უფრო მეტი ფერადი ფილმის გადაღება. ფილმი „ქოროღლი“, რომელიც მითიურ ეროვნულ გმირს ეძღვნება გახდა პირველი ფართო ეკრანზე გამოსული აზერბაიჯანული ფერადი ფილმი. ფილმის რეჟისორია ჰ.სეიდზადე.

„ლეილი და მაჯნუნის“ დასთანების მოტივები საფუძვლად ჩაედო „სიყვარულის ისტორიის“ ფილმის სიუჟეტს.

გავრცელდა კომედიური ჟანრის ფილმები ისეთები, როგორებიცაა „რომეო, ჩემი მეზობელი“, „სად არის აჰმედი?“, „ულდუზი“, „არშინ მალ ალანი“.

ამ პერიოდში კინემატოგრაფიაში გამოჩნდნენ ახალგაზრდა ჯგუფები. მათმა თანამშრომლობამ უფროს თაობასთან პროფესიონალური აზერბაიჯანული კინოს დონის ამაღლება გამოიწვია. გამოჩნდა ახალი ფილმები, რომლებიც განსხვავდებოდნენ ეროვნულობითა და იდეოლოგიური სიღრმით. ამ პერიოდში ფილმებში მთავარი ადგილი უკავია მორალურ და ეთიკურ პრობლემებს, განსხვავებულ შეხედულებებს თანამედროვე ცხოვრებაში, ახალგაზრდა თაობის ფორმირებას.

ზოგიერთ ფილმში ასახულია მეორე მსოფლიო ომის თემა. 1969 წელს შ. მაჰმუდბეკოვის გადაღებულ ფილმში „პური თანაბრად“ ნაჩვენებია ბაქოელების ცხოვრება ომის ბოლო წლებში. ამ ფილმისთვის მაჰმუდბეკოვი დაჯილდოვდა აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემიით.

1960-იანი წლების მეორე ნახევარში დოკუმენტური ფილმების სტილში გარკვეული ცვლილებები იყო. არ იყო თხრობა, იყო პოეტური განწყობა და კარგი მონტაჟი. ეს ცვლილებები იგრძნობა გ.მირგასმოვის ფილმებში „ზღვა“, „გობუსტანი“, „სიმართლის ხმა“, „კომპოზიტორი ყარა ყარაევი“.

1970-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრი ფილმიდან "ნასიმი"

ამ დროს იწყება ისტორიულ-რევოლუციური ფილმების გადაღება. დიდ ყურადღებას იპყრობდნენ ფილმები „ვარსკვლავები არ ქრება“, რომელიც ნარიმან ნარიმანოვის მოღვაწეობის შესახებ გვიამბობს. 1970 წელს სამედ ვურღუნის „კომსომოლური პოემის“ მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელიც კომსომოლებს მიუძღვნეს. 1973 წელს ჩეხოსლოვაკურ კინოსტუდიასთან ერთად რეჟისორმა ე.გულიევმა გადაიღო ფილმი „ზურგის ქარი“. ეს იყო პირველი აზერბაიჯანული ფილმი, რომელიც უცხოურ კინოსტუდიასთან ერთად იქნა გადაღებული[6].

მოცემულ წლებში გადაიღეს რამდენიმე ისტორიული ფილმები. მათ შორის „ნასიმი“, რომელიც პოეტ ნასიმის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. 1975 წელს ფილმმა მიიღო ჯილდო საბჭოთა VII კინოფესტივალზე. ასევე აღსაინშნავია რეჟისორ თაღიზადეს ფილმი „დედე გორგუდი“, რომელიც ეროვნული ეპოსის მიხედვითაა გადაღებული. 1979 წელს რეჟისორმა გულიევმა გადაიღო ფილმი „ბაბექი“[6]

მეორე მსოფლიო ომზე ფილმებია „ჩვენი მასწავლებელი ჯაბიში“, „ბაქოში ქარი ქრის“, „ფლეიტის ხმა“.

ამ პერიოდში შეიქმნა რიგი პოპულარული მეცნიერული ფილმები, როგორიცაა „’’ნიმუშების მეხსიერება“, „ოქროს თევზი“. დაიწყო გადაღების ახალი მეთოდების გამოყენება.

1980-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე, როგორც წინაპერიოდში ამ დროსაც იღებდნენ ფილმებს სხვადასხვა თემებზე. რეჟისორ მირ-კასუმოვის ფილმმა „ეშმაკუნა წინა მინიდან“ მიიღო საბჭოთა 21-ე კინოფესტივალზე პრემია. ისტორიულ ფილმებს შორის, რომელიც რევოლუციურ თემებზე იქნა გადაღებული ამ პერიოდში იყო „ცხენებით“, „ელოდეთ ნიშანს ზღვიდან“. 1985 წელს რეჟისორმა რ.ისმაილოვმა გადაიღო ფილმი „მე თქვენ მიყვარდით სიცოცხლეზე მეტად“. ფილმი ეძღვნებოდა საბჭოთა გმირს აზი ასლანოვს. 1989 წელს ჩ.ზაინალოვმა გადაიღო პირველი აზერბაიჯანული ფანტასტიკური ფილმი „კონტაქტი“[8].

1990-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-1995 წლებში თითქმის ყველა ფილმს იღებდნენ მეწარმეების ხარჯზე. ამ პერიოდში 40-ზე მეტი მხატვრული ფილმი და 125-მდე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ამ წლებში მუშაობდნენ ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან აიაზ სალაევი, ვაგიფ მუსტაფაევი, ჰუსეინ მეჰდიევი, იავერ რზაევი, ჯამილ გულიევი, შახმარ ალეკპეროვი, რამზი აზიზბეილი, სცენარისტი რამიზ როვშანი, ორხან ფიქრეთოღლუ, ნატიგ რასულზადე, აიდინ დადაშევი[8].

1991 წლის 18 ოქტომბერს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აზერბაიჯანში დაიწყო კულტურის განვითარების ახალი ერა. იმატა პატრიოტული ხასიათის ფილმებმა, რაც ასევე გამოწვეული იყო ყარაბაღის ომით.

რეჟისორ რამიზ აზიზბეილის ფილმი „ბედის ბეჭედი“ იყო დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი ფილმი, რომელიც კომერციული ფილმის ყველა კანონს პასუხობდა.

რეჟისორ აიაზ სალაევის ფილმმა „იარასამ“ გზა გაუკაფა აზერბაიჯანულ კინოს მსოფლიო არენაზე. სურათმა ანჟის ფესტივალის „გრან პრი“ მოიპოვა და 20-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო მონაწილეობა.

1995 წელს ფილმმა „მზით დამწვარნი“ მიიღო „ოსკარი“ საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაცაში, რომლის სცენარისტი აზერბაიჯანელი რუსტამ იბრაჰიმბეკოვია[9].

1996 წელს ფილმმა „სხვისი დრო“ რომლის რეჟისორი ჰუსეინ მეჰდიზადეა, მადრიდის საერთაშორის ფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა - „საუკეთესო რეჟისორი“ და „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი“.

1997 წელს ფილმმა „ყველაფერი უკეთესობისკენ“ ოპერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალის ოთხი ჯილდო მიიღო.

1998 წელს იავერ რზაევის ფილმმა „სარი გელინმა“ მიიღო ამერიკული პრიზი „თავისუფლება“.

1999 წელს 32-მა კინორეჟისორმა შექმნა პროფესიონალ კინორეჟისორთა გილდია აზერბაიჯანში[8].

თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ალი და ნინო". ფილმის პოსტერი

2000 წელს Azerbaijanfilm-ის მიერ გადაღებული ფილმი "სიზმარი" მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი პრემიერა 2001 წელს შედგა.

2006 წელს გამოვიდა ფილმი „მშვიდობით, სამხრეთის ქალაქო“. მისი რეჟისორი ოლეგ საფარალიევია. ფილმი ნაჩვენები იყო ბერლინის, მონრეალის, სტამბოლის, ჰაიფას, რიო-დე-ჟანეიროს კინოფესტივალებზე. ფილმმა ასევე აზერბაიჯანის კინემატოგრაფთა პრემიის და ARRI-ის ჯილდოები მიიღო.

2012 წელს რეჟისორმა ელხან ჯაფაროვმა გადაიღო ფილმი „სეტყვა“, რომელიც ყარაბაღის ომის თემას ეხება. ფილმი გადაღებულია აგილ აბასის იგივე სახელწოდების რომანის მიხედვით. იგი ასევე ფილმის სცენარისტია. კომპოზიტორი კი ფოლად ბულბულოღლია. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა ისმაილისა და აღდამის რაიონებში, ასევე ბაქოსა და სხვა რეგიონებში. ფილმის პრემიერა შედგა 2012 წლის 2 აგვისტოს, აზერბაიჯანის ეროვნული კინოს დღეს.

2012 წელს გამოვიდა ფილმი „სტეპების კაცი“, რომელმაც უამრავ კონკურსსა და კინოფესტივალებში მიიღო მონაწილეობა. იგი 2014 წლის ოსკარის წინასწარ სიაში შევიდა, ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური ფილმი“.

2016 წლის 27 იანვარს შედგა ფილმ „ალი და ნინოს“ პრემიერა. ფილმი ყურბან საიდის იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ფილმის პროდიუსერი ლეილა ალიევაა. ფილმს იღებდნენ ძირითადად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასევე თურქეთში. ფილმში მთავარი როლი შეასრულეს ადამ ბაკრიმ და მარია ვალვერდემ.

42-ე საერთაშორისო ჰიუსტონის კინოფესტივალზე, ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური ფილმი“ ფილმმა „მეორმოცე კარი“ მიიღო ოქროს ჯილდო „Gold Remi Award Foreign“[10].

მიღებულ იქნა აზერბაიჯანული კინოს განვითარების პროგრამა 2008-2018 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]