ავდალის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ავდალის პროვინცია)
რეგიონი
ავდალი
სომალ. Awdal
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
ადმ. ცენტრი ბორამა
კოორდინატები 10°48′02″ ჩ. გ. 43°21′06″ ა. გ. / 10.8008306° ჩ. გ. 43.3519389° ა. გ. / 10.8008306; 43.3519389
დაარსდა ივნისი, 1961
ფართობი 21 374 კმ²
მოსახლეობა 673 263 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 31,50 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +252

ავდალი (სომალ. Awdal) — რეგიონი თვითაღიარებული სახელმწიფო სომალილენდის დასავლეთში, სომალის ნახევარკუნძულზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბორამა. ესაზღვრება ეთიოპიის სომალის რეგიონს, ჯიბუტის ალი-საბიეს და არტის რეგიონებს, სომალის ვოკუი-გალბიდის რეგიონს და ადენის ყურეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავდალი (ასევე გამოითქმის აუდალი, ადალი ან ადელი) თავის დასახელებას იღებს ძველი იმპერია — ადალის სასულთნოდან, რომლის სახელისუფლებო აპოგეამ მიაღწია XVI საუკუნეში. მრავალრიცხოვანი დანგრეული ქალაქები, რომლებიც გადაჭიმული არიან ეთიოპიის საზღვრის გასწვრივ, აღწერა ბრიტანელმა მკვლევარმა რიჩარდ ფრენსის ბიორტონმა.[1]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი შედარებით მდიდარია, რაც კონტრასტშია აფრიკის რქის რეგიონის აღქმასთან, როგორც მოშიმშილე და ომებისგან გამოფიტული რეგიონი. სომალის სამოქალაქო ომს და მისგან გამოწვეულ შედეგებს ეს რეგიონი ისე არ გაუჩანაგებია, როგორც ქვეყნის დანარჩენი ნაწილი. მაგალითად, ავდალის მოსახლეობა სარგებლობს რეგიონში ყველაზე მოწინავე სატელეკომუნიკაციო ქსელით, საკმაოდ საიმედო ფიჭური კავშირით და ინტერნეტით. ამას გარდა, რეგიონის სოფლის მეურნეობა, სამთომომპოვებელი წარმოება და მრეწველობა საკმაოდ მომგებიანია საჰარის სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობის კომფორტული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ავდალის რეგიონში ასევე მდებარეობს ამუდის უნივერსიტეტი.

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავდალის რესპუბლიკის თანამედროვე სეპარატისტული მოძრაობა იბრძვის დამოუკიდებლობისათვის 1995 წლიდან, როდესაც სომალიმ დაიწყო დაშლა მოჰამედ სიად ბარეს გადაყენების შემდეგ. ავდალი იმუქრებოდა, რომ გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას, თუ სომალილენდის რესპუბლიკა ოფიციალურად იქნებოდა აღიარებული.[2] 2010 წლის აგვისტოში სეპარატისტების ლიდერებმა რეგიონი გამოაცხადეს ავდალენდის ავტონომიურ ოლქად ფედერაციული სომალის შემადგენლობაში.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავდალის რეგიონი შედგება ხუთი რაიონისაგან:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Richard Burton, First Footsteps in East Africa, 1856; edited with an introduction and additional chapters by Gordon Waterfield (New York: Praeger, 1966), p. 132. For a more recent description, see A. T. Curle, «The Ruined cities of Somaliland», Antiquity, 11 (1937), pp. 315—327
  2. Somaliland: The Myth of Clan-Based Statehood. Somalia Watch (2002-12-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-01. ციტირების თარიღი: 2007-01-29.