ადამიანის უფლებები ბულგარეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


ბულგარეთი ევროკავშირში გაწევრიანდა 2007 წელს,[1] თუმცა, ადამიანის უფლებათა ნორმებთან მისი შესაბამისობა, ჯერ კიდევ შორს არის სრულყოფილებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთში მასმედიას აქვს მიუკერძოებელი საქმიანობის ისტორია, სპეციფიკური კანონმდებლობის არარსებობა, რომელიც დაიცავდა მას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისგან, თეორეტიკულ სისუსტედ გვევლინება. ზოგადად, გადავსებულ ციხეებში პირობები ცუდია და 2005 წლის შუა პერიოდში წარდგენილ რეფორმას, წესით, ეს პრობლემა უნდა შეემსუბუქებინა.[2]

პოლიციას ბრალად ედება პატიმრებზე ძალადობა და უკანონო საგამოძიებო მეთოდების გამოყენება, ხოლო ინსტიტუციონალური წახალისება ხელს უშლის მრავალი დანაშაულის სრულყოფილ გამოძიებას. კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების გარანტიას იძლევა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გააძლიეროს სპეციალური სარეგისტრაციო მოთხოვნები ზოგიერთ იმ ჯგუფზე, რომელიც ისტორიულად სრულ პროტექციას საჭიროებს. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ასეთი რელიგიური ჯგუფები არიან ებრაელები, მუსულმანები და რომის კათოლიკური ეკლესია. სასამართლო რეფორმების ჩამორჩენისა და სუსტი ადმინისტრირების გამო მათი უფლებების დაცვა ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს.[2]

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა დაწესებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარეთის შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა დაწესებულებების ქსელში არსებულმა პირობებმა შეშფოთება გამოიწვია. მენტალური შეზღუდულობის ადვოკატირების ცენტრმა, "სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის" ფარგლებში, შეიტანა კოლექტიური საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ "შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ" ვერ უზრუნველყო სოციალური მზრუნველობის მქონე სახლებში ბავშვებისთვის განათლების მიწოდება; და, მიმდინარე ეტაპზე, მოზარდების დაწესებულებებში არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საქმეზე გამოძიების სავარაუდო ჩავარდნა განიხილება "ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში". დოკუმენტური ფილმი "ბულგარეთის მიტოვებული ბავშვები" (TrueVision, 2007) საჩვენებლად გავიდა BBC Four-ზე, გაერთიანებულ სამეფოში, 2007 წლის სექტემბერში. ის ასახავს მოგილინოს დაწესებულებაში ბავშვებისთვის საკვების, განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურების ჩამორთმევის ფაქტებს. ბულგარეთში ბავშვების ფართო ინსტიტუციონალიზაცია ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეესაბამებოდეს მათ საუკეთესო ინტერესებს და თითქმის დანამდვილებით არღვევს კიდეც "ბავშვთა უფლებების კონვენციის" 23-ე და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებს.[3]

მაკედონური უმცირესობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარეთის ბლაგოევგრადის პროვინციაში არსებობენ მცირე რაოდენობის ინდივიდები, რომლებიც იდენტიფიცირდებიან ეთნიკურ მაკედონიელებად. 2011 წლის აღწერის მიხედვით, 1654 ადამიანი აცხადებდა თავს ეთნიკურ მაკედონიელად, რომელთაგან 561 ცხოვრობდა ბლაგოევგრადის პროვინციაში. "ბერძნული ჰელსინკის მონიტორი" იუწყება, რომ "ბულგარეთის სახელმწიფო და საზოგადოებრივი აზრი ერთმანეთის მსგავსად უარყოფენ მათი თვით-იდენტიფიკაციის უფლებას", და რომ "ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ბულგარეთში მაკედონიური იდენტობის საჯარო დემონსტრირებისკენ, დაექვემდებარება მეტ-ნაკლებად პირდაპირ ჩახშობასა და უარყოფას.[4] ამის გათვალისწინებით, მოსახლეობის აღწერაში, ერთ-ერთ ეროვნებად მითითებულია "მაკედონიელი". ბულგარელების უმრავლესობა (მათ შორის, პრესა), ბულგარეთში მცხოვრებ მაკედონიელებს "ნამდვილ" ბულგარელებად მიიჩნევს.

მაკედონიელებს უარი ეთქვათ პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის უფლებაზე (იხ. ერთიანი მაკედონიური ორგანიზაცია ილიდენი და UMO Ilinden - PIRIN) იმ მიზეზით, რომ პარტია იყო "უცხო მთავრობის მიერ დაფინანსებული სეპარატისტული ეთნიკური ორგანიზაცია", რაც ეწინააღმდეგება ბულგარეთის კონსტიტუციას. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ აკრძალა "ევრორომა" და MRF (ДПС), რომლებიც ფართოდ იყვნენ ცნობილი, როგორც ეთნიკური პარტიები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "ერთხმად განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა 'ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის' მე-11 მუხლის დარღვევას (შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლება)." [5]

2006 წლის ნოემბერში, ევროპარლამენტის წევრებმა მილან ჰორაჩეკმა, იოსტ ლაგენდიკმა, ანჯელიკა ბერმა და ელი დე გროენ-კოუვენჰოვენმა "ევროკავშირის" პროტოკოლში შეიტანეს ბულგარეთის მიერთებასთან დაკავშირებული შესწორება, რომელშიც "მოუწოდებდნენ ბულგარეთის ხელისუფლებას, თავიდან აეცილებინა ნებისმიერი მომდევნო დაბრკოლება ეთნიკური მაკედონიელების პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციის თაობაზე და წერტილი დაესვა დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და უმცირესობის მიმართ შევიწროებისთვის."[6]

2018 წლის 28 მაისს, "ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ" მიიღო ორი გადამწყვეტი დადგენილება ბულგარეთის მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლება) დარღვევის გამო. ეს ორი დადგენილება იყო: 1) ვასილევისა და კომუნისტური ტერორის ფარგლებში რეპრესირებულ მაკედონიელთა საზოგადოების საქმე ბულგარეთის წინააღმდეგ (განაცხადი ნომ. 23702/15);[7] და 2) რადონოვისა და ეთნიკური ტოლერანტობის მაკედონიელთა კლუბი ბულგარეთის წინააღმდეგ (განაცხადი ნომ. 67197/13)[8] აქედან გამომდინარე, ბულგარეთს, საერთო ჯამში, უნდა გადაეხადა 16000 ევრო განმცხადებლების სასარგებლოდ.

ბოშები ბულგარეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ ბულგარეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები თვითნებურად აკავებენ და ძალადობენ ბოშების ეთნიკური წარმომავლობის მქონე ქუჩის ბავშვებზე.[9] ბოშები ბულგარეთში არიან ძალადობის სუბიექტები, რაც მოიცავს ბოშა სამხედრო წვევამდელების მიმართ ცუდ მოპყრობას და პოლიციის მიერ არასათანადო რეაგირებას მაშინ, როცა საქმე ბოშების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ეხება. ბოშა ბავშვების უმრავლესობა არ დადის სკოლაში, სიღარიბისა და ბულგარული ენის არცოდნის გამო.[10]

მეორე მხრივ, ძირითადად ეთნიკური ბოშებისგან შემდგარ პარტიას "თავისუფალი ბულგარეთი" არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცა და მან გარკვეულ წარმატებას მიაღწია.[11]

New York Times-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ "ბოშების გარეუბანში (კიუსტენდილში), საავტომობილო გზების უმრავლესობა არ არის საფარით დაგებული და ის ნაგვით არის მოფენილი", და რომ, ბოშა ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი კომპიუტერებსა და ინტერნეტზე, რათა ჩაერთონ სასწავლო პროცესში კოვიდ-19 პანდემიის დროს.[12]

ადამიანებით ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო პერიოდებში ევროპაში გაიზარდა ადამიანებით ვაჭრობის შესახებ ცნობიერება (იხ. მთავარი სტატია: ადამიანებით ვაჭრობა). კომუნიზმის დასრულებამ გარკვეული წვლილი შეიტანა ტრეფიკინგის მომატებაში. ქალები, რომლებიც მსხვერპლთა შორის უმრავლესობას წარმოადგენდნენ, იძულებით ჩართეს პროსტიტუციაში.[13] [14] ბულგარეთი არის ტრანზიტის ფუნქციის მქონე ქვეყანა იმ პირებისთვის, უპირველესად ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც არიან სექსუალური ექსპლოატაციის ტრეფიკინგის მსხვერპლნი. ბულგარეთის მთავრობამ აჩვენა გარკვეული მზაობა ტრეფიკინგთან საბრძოლველად, მაგრამ იქცა კრიტიკის საგნად იმის გამო, რომ ვერ შეძლო კანონის აღსრულებისა და მსხვერპლთა დაცვისთვის ეფექტური ზომების შემუშავება.[15] [16]

რელიგიური თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას; თუმცა, კანონი კრძალავს არარეგისტრირებული ჯგუფების მიერ საჯარო რელიგიურ საქმიანობას. კონსტიტუცია, ასევე, განსაზღვრავს აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ქრისტიანობას "ტრადიციულ" რელიგიად. არსებობდა გარკვეული ცნობები, [17] რომლებიც ეფუძნებოდა რელიგიური მრწამსისა და საქმიანობის თაობაზე დისკრიმინაციასა და სოციეტალურ შეურაცხყოფას. დისკრიმინაცია, ძალადობა და ზოგადი საჯარო არატოლერანტულობა რელიგიური ჯგუფების მიმართ, კერძოდ კი, მასმედიაში, პერიოდულად რჩებოდა პრობლემად.

საერთაშორისო კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო" ხშირად მიიჩნევს, რომ ბულგარეთი არღვევს "ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას". 2015 წელს, სასამართლომ გამოსცა სპეციალური პრესრელიზი, რომელიც ეძღვნებოდა ბულგარეთის მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემას: მან ხაზი გაუსვა იმას, რომ "ბულგარეთის წინააღმდეგ 45-ზე მეტ გადაწყვეტილებაში, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება."[18] "ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ", ასევე, გამოაქვეყნა საპილოტე გადაწყვეტილებები ბულგარეთის წინააღმდეგ - ისინი მიღებული იქნება მაშინ, როცა სასამართლო განახორციელებს მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირებას. მაგალითად, საპილოტე გადაწყვეტილებაში ნეშკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, სასამართლომ ბულგარეთს მისცა 18 თვე ციხეში პირობების გასაუმჯობესებლად. [19] სოციალურმა აქტივისტებმა შეშფოთება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ ბულგარეთი, "ევროკავშირის" სხვა ქვეყნებს ჩამორჩება იმ საერთაშორისო ინდექსების რეიტინგებში, რომლებიც ზომავენ სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.[20] "ევროპის საბჭომ", აგრეთვე, წუხილი გამოთქვა ბულგარეთის მიერ კანონის უზენაესობის რისკის ქვეშ დაყენების გამო.[21]

საერთაშორისო რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები და მითითებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. HADJIYSKA, NEVYANA (January 1, 2007). „Bulgaria, Romania Join European Union“. Associated Press via Washington Post. ციტირების თარიღი: March 6, 2015.
  2. 2.0 2.1 Text used in this cited section originally came from: Bulgaria (June 2005) profile from the Library of Congress Country Studies project.
  3. Convention on the Rights of the Child. ციტირების თარიღი: March 6, 2015
  4. Minorities in southeast Europe: Macedonians in Bulgaria. ციტირების თარიღი: 2006-08-06
  5. „UMD Dismayed at CoE Committee of Ministers Resolution to Override ECHR Judgement“. United Macedonian Diaspora. December 2, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2016. ციტირების თარიღი: March 6, 2015.
  6. Amendments 1-37, Draft Report by Geoffrey van Orden on the accession of Bulgaria to the European Union (May 28, 2020).
  7. "itemid":["001-202528"} CASE OF VASILEV AND SOCIETY OF THE REPRESSED MACEDONIANS IN BULGARIA VICTIMS OF THE COMMUNIST TERROR v. BULGARIA] (May 28, 2020).
  8. "itemid":["001-202559"} CASE OF MACEDONIAN CLUB FOR ETHNIC TOLERANCE IN BULGARIA AND RADONOV v. BULGARIA] (May 28, 2020).
  9. Bulgaria. Country Reports on Human Rights Practices (February 23, 2001). ციტირების თარიღი: March 6, 2015
  10. Bulgaria. ციტირების თარიღი: 2020-07-07
  11. Bulgaria: Country Reports on Human Rights Practices.
  12. Kingsley, Patrick; Dzhambazova, Boryana (2020-07-06). „Europe’s Roma Already Faced Discrimination. The Pandemic Made It Worse“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2020-07-07.
  13. Slaves at the heart of Europe. Council of Europe. ციტირების თარიღი: March 6, 2015 courtesy Archive.org
  14. „A modern slave's brutal odyssey“. BBC. November 3, 2004. ციტირების თარიღი: March 6, 2015.
  15. Trafficking in Persons Report.
  16. Bulgaria Factbook. Coalition Against Trafficking in Women. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2010. ციტირების თარიღი: March 6, 2015 courtesy Archive.org
  17. „Pastor Charged with Criminal Child Abuse Over Home Education“. HSLDA. June 1, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 24, 2015. ციტირების თარიღი: March 6, 2015.
  18. Report on Progress in Bulgaria under the Cooperation and Verification Mechanism {SWD(2016) 15 final}. European Commission (27 January 2016). ციტირების თარიღი: 29 November 2017
  19. Bulgaria Given 18 Months to Improve Prison Conditions. Liberties (9 September 2015). ციტირების თარიღი: 27 November 2017
  20. Bulgaria's Failed Democracy. bulgarianmagnitsky.com (25 November 2017). ციტირების თარიღი: 29 November 2017
  21. PACE, worried about threats to the rule of law, points to recent developments in five states. Parliamentary Assembly of the Council of Europe (12 October 2017). ციტირების თარიღი: 29 November 2017
  22. Freedom Index by Country 2023
  23. Index | RSF. ციტირების თარიღი: 2023-03-09