მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის
ბულგ. Движение за права и свободи
თურქ. Hak ve Özgürlükler Hareketi
მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის
აბრევიატურა DPS (Bulgarian)
HÖH (Turkish)
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
პოზიციები
იდეოლოგია
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი[4]

მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის (ბულგ. Движение за права и свободи, თურქ. Hak ve Özgürlükler Hareketi) — პოლიტიკური პარტია ბულგარეთში (შემოკლებით მუთ (ბულგ. ДПС)). პარტიის დამაარსებელი და მისი საპატიო ლიდერია დოქტორი აჰმედ დოგანი. მაგრამ 2013 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან დატოვა თავმჯდომარის პოსტი. 2013 წელს პარტიის ლიდერი გახდა ლუტვი მესტანი. მაგრამ 2015 წლის დეკემბერში სიტყვით თავისი გამოსვლის შემდეგ, ლუტვი მესტანი გარიცხეს პარტიის შემადგენლობიდან. მისი ადგილი დაიკავა მუსტაფა ქარადაიმ. შედის ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის შემადგენლობაში.

პარტია პირველ რიგში წარმოადგენს თურქული ეთნიკური უმცირესობის ინტერესებს.

2007 წლის ევროპის პარლამენტის არჩევნებზე პარტიამ მიიღო 392 650 (ანუ 20,26 %) ხმა და მოიპოვა 4 სადეპუტატო ადგილი, მინიმალური სხვაობით ჩამორჩა პარტიას — მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის და ბულგარული სოციალისტური პარტიის და მოძრაობა სოციალური ჰუმანიზმისათვის კოალიციას. დეპუტატები გახდნენ ფილიზ ჰიუსმენოვა, მარიელკა ბაევა, მეტინ კაზაკი, ვლადკო პანაიტოვი.

2012 წელს მუთ-ის მთავარმა ფიგურებმა ქასიმ დალიმ (აჰმედ დოგანის ყოფილი მოადგილე) და კორმან ისმაილოვმა (პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყოფილი ლიდერი) დატოვეს პარტიის რიგები და განაცხადეს, რომ შექმნიან ახალ პარტიას[5]. კომენტატორები ვარაუდობენ, რომ ახალი პარტია აქცენტს გააკეთებს მუსლიმი მოსახლეობის ხმების მოპოვებაზე და თურქეთში მცხოვრებ ბულგარეთის მოქალაქეებზე[6].

ბულგარეთის სახალხო კრების დეპუტატთა რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 36-ე მოწვევა (1991—1994) — 24 დეპუტატი (ადგილების 10,00 %)
  • 37-ე მოწვევა (1994—1997) — 15 დეპუტატი (ადგილების 6,25 %)
  • 38-ე მოწვევა (1997—2001) — 19 დეპუტატი (ადგილების 7,92 %)
  • 39-ე მოწვევა (2001—2005) — 21 დეპუტატი (ადგილების 8,75 %)
  • 40-ე მოწვევა (2005—2009) — 34 დეპუტატი (ადგილების 14,17 %)
  • 41-ე მოწვევა (2009—2013) — 38 დეპუტატი (ადგილების 15,83 %)
  • 42-ე მოწვევა (2013—2014) — 36 დეპუტატი (ადგილების 15 %)
  • 43-ე მოწვევა (2014—2017) — 38 დეპუტატი (ადგილების 14,8 %)
  • 44-ე მოწვევა (2017 წლიდან) — 26 დეპუტატი (ადგილების 10,8 %)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cerami, Alfio (2006), Social Policy in Central and Eastern Europe: The Emergence of a New European Welfare Regime, Lit verlag, p. 26
  2. Pantev, Plamen (2010), "Bulgaria", NATO at 60 (IOS Press): p. 70
  3. (1 January 2001) Recent Social Trends in Bulgaria, 1960-1995. McGill-Queen's Press - MQUP, გვ. 293. ISBN 978-0-7735-6825-9. 
  4. 4.0 4.1 Nordsieck, Wolfram. (2017) Bulgaria.
  5. Газета „Труд“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-30. ციტირების თარიღი: 2017-11-29.
  6. „Корман Исмаилов и Касим Дал казват, че партията, която правят, няма да бъде етническа. Не вярвам. Най-вероятно го казват, за да спазят нормите на конституцията“ // „Труд“ დაარქივებული 2012-08-25 საიტზე Wayback Machine.