Љ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კირილური ასო „Љ“
Љљ
სახელწოდება
Љ:
CYRILLIC CAPITAL LETTER LJE
љ:
CYRILLIC SMALL LETTER LJE
უნიკოდი
Љ:
U+0409
љ:
U+0459
HTML-კოდი
Љ:
Љ ანЉ
љ:
љ ან љ
ასო „Љ-ს“ სურათი
Cyrillic letter lje.svg
ვიკისაწყობი Commons-logo.svg ასო „Љ“

Љ, љ — კირულური ასოების Л-სა და Ь-ს ლიგატურა. სერბულ-ხორვატული ენის იოტირებული ლ. კირილური ანბანის, ანუ ე.წ. ჩირილიცას მეთოთხმეტე ასო-ნიშანი. როგორც ცნობილია, სერბია მოიხმარს ორ, კირილურსა (ე.წ. ჩირილიცას) და ლათინურ (ე.წ. ლატინიცას) ანბანს, ანუ ჟურნალ–გაზეთები სერბიაში ორ ანბანზე იბეჭდება. (იხილეთ სერბულ-ხორვატული ენა) ხორვატულში, ლატინიცაზე მას შეესაბამება დიგრაფი Lj,lj. გამოითქმის დაახლ. როგორც ლჲ რბილად, ოდნავი იოტირებით. მაგ.; (კირილ.) Љиг, (ლათ.) Ljig [ლჲიგ] (კირილ.) љут, (ლათ.) ljut [ლჲუტ].

გამოიყენება მონტენეგრულ ენაში.

დამატებითი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული ასო გამოიყენება შემდეგ ენებში:

# ენები რიგითი
ნომერი
IPA
გამოთქმა
ენათა ჯგუფი
1 სერბული ენა 14 /ʎ/ სლავური ენა
2 მაკედონური ენა 15 /l/ სლავური ენა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Љ&oldid=3659000“-დან