Ј

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Ј, j არის სერბული ანბანის ლათინურიდან ნასესხები ასო-ბგერა , რომელიც გამოიყენება მაკედონურ ენაშიც. ეს არის რუსული Й,й-ს სერბულ-კირილური ადეკვატი, ანუ ნახევარხმოვანი, რომლითაც ხდება ბგერის იოტირება. იგივე ნიშანი გამოიყენება სერბულ-ხორვატულის ორივე წერით ვარიანტში იმ განსხვავებით, რომ, თუ ე.წ. ირილიცაში ამ ასო-ნიშნით მხოლოდ ხმოვნების იოტირებაა შესაძლებელი (ja, je, jo, ju), ხოლო ლათინურ ანბანში, ანუ ე.წ. ლატინიცაში მას "ნ" და "ლ" თანხმოვნების შესარბილებლადაც გამოიყენებენ Nj, nj და Lj, lj. სერბულ მართლწერაში ამ ორი ასო-ნიშნის (н-სა და ь-ს, л-სა და ь-სი) კომბინაციის ხშირმა გამოყენებამ დროთა განმავლობაში წარმოქმნა დიგრაფები Њ, њ და Љ, љ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Jahić, Dževad; Halilović, Senahid; Palić, Ismail; Gramatika Bosanskoga Jezika. Urednik izdanija prof. Redžo Čaušević. Glavni i odgovorni urednik: dr. Hasnija Muratagić. Zenica: Dom Štampe, 2000. (იხ. გვ. 111. "glas j")

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ј&oldid=2374188“-დან