The Hardest Part — ინგლისურიროკ ჯგუფის Coldplay მეოთხე სინგლი მათი 2005 წლის ალბომიდან X&Y. სინგლი დიდი ბრიტანეთის რადიო ეთერებში და ჩამოსატვირთ საიტებზე 2006 წლის 3 აპრილს გამოვიდა. ხოლო საერთაშორისოდ, ევროპაში, კანადაში, და ავსტრალიაში 2006-ის მაისსა და ივნისში გამოჩნდა. სინგლის საერთაშორისო ვერსია დიდ ბრიტანეთში 2006-ის 19 ივნისს გახდა ხელმისაწვდომი. საფრანგეთში, ბელგიისა და შვეიცარიის ფრანგულ ნაწილებში "The Hardest Part"-ის მაგივრად "What If" გამოვიდა. ბელგიაში გამოშვებული CD იგივე ბ-მხარეს შეიცავდა, სიმღერას "How You See the World" ირლს კორტში საკონცერტო გამოსვლის ჩანაწერით.