So (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
So
ალბომის So ყდა
So
გამოცემის თარიღი 19 მაისი, 1986
ჩაწერის თარიღი იანვარი 1985 – მარტი 1986, სტუდია Ashcombe, ბათი, ინგლისი
ჟანრი პროგრესული როკი, პოპ-როკი, ახალი ტალღა, ემბიენტი
ხანგრძლივობა 46:25
ლეიბლი Geffen (აშშ)
Charisma (ინგლისი, ირლანდიის რესპუბლიკა)
Real World (2010 წლის გამოცემა)
Virgin (სამხ. და ჩრდ. ამერიკა)
პროდიუსერი პიტერ გებრიელი, დენიელ ლანუა
ქრონოლოგია: პიტერ გებრიელი
Birdy
(1985)
So
(1986)
Passion
(1989)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[1]
Q 5/5 stars
PopMatters (ძალიან დადებითი)[2]
რობერტ კრისტგოუ (B-) [3]

Soპიტერ გებრიელის ალბომი, რომელიც გარდატეხად იქცა მის შემოქმედებაში. სიმღერების ნაწილი ეხმაურება 80-იანების მუსიკალურ ტრადიციებს და იყენებს პოპ-მუსიკის ელემენტებს, ნაწილი კი წინა ალბომებში გამოყენებული ეთნიკური მუსიკის ელემენტებს სესხულობს. ეს გებრიელის პირველი ალბომია, რომელსაც არ აქვს ორი სახელწოდება. თავად სახელი კი მეხუთე ნოტიდან, სოლ მოდის.

ისტორია[რედაქტირება]

ალბომს ხსნის ემოციური Red Rain., რომელშიც ავტორი იხსენებს საკუთარ სიზმარს. ისტორია ვითარდება წითელი ფერის წყალში და ახლოს არის მოზოს, გებრიელის მიერ მოგონილი პერსონაჟის თავგადასავალთან. მოზოს გამოჩენა აგრეთვე შეიმჩნევა სიმღერებში On the Air და Exposure.

ალბომის მეორე სიმღერაა პიტერის ყველაზე ცნობილი სინგლი, Sledgehammer. იგი სოულით გაჯერებული რითმული სიმღერაა, რომელშიც ასევე გამოიყენება შაკუჰაჩის ფლეიტა. მისი ცნობილი მუსიკალური ვიდეოს ავტორია სტივენ ჯონსონი, ხოლო ანიმაციაზე იმუშავა სტუდიამ Aardman Animations (უოლესი და გრომიტი). მოცეკვავე წიწილების ანიმაცია ნიკ პარკს ეკუთვნის. კლიპის დასასრულს გებრიელი ნათურებით მორთულ ბნელ კოსტიუმშია გამოწყობილი - მსგავს კოსტიუმს იგი 2002 წლის საკონცერტო ტურის დროს იყენებდა.

3-6 სიმღერები უფრო ფართოდ მიმოიხილავენ ადამიანურ ემოციებს. აქ არის დუეტი კეიტ ბუშთან Don't Give Up, That Voice Again, და ჰიტი In Your Eyes. მშვიდი მედიტაციური Mercy Street ეძღვნება პოეტს ენ სექსტონს, სახელწოდება კი აღებულია 1969 წლის პიესიდან.

Big Time ახლოს არის Sledgehammer-თან და ეხმაურება 1980-იან წლებში აყვავებულ ნარცისიზმს. მას Sledgehammer-ის მსგავსი ვიდეოკლიპიც ახლავს, თუმცა იგი ნაკლებად პოპულარული იყო.

ალბომის დასასრულს ორი ექსპერიმენტული ნომერია. პირველია We Do What We're Told (Milgram's 37). მეორეა დუეტი ლორი არდერსონთან. სიმღერა არ არის შეტანილი ვინილის ფირფიტაზე, მაგრამ ჩაწერილია აუდიო კასეტასა და კომპაქტ დისკზე. მანამდე ანდერსონს ჰქონდა ჩაწერილი სიმღერის განსხვავებული ვერსია Excellent Birds (ალბომში Mister Heartbreak, რომელზეც ასევე მღერის პიტერ გებრიელი).

2012 წლის შემოდგომაზე დაგეგმილია ალბომის სპეციალური გამოცემის, „So 25.½“ გამოშვება.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორია პიტერ გებრიელი, გარდა აღნიშნულისა

ორიგინალური გამოცემა[რედაქტირება]

მხარე 1[რედაქტირება]

  1. Red Rain – 5:39
  2. Sledgehammer – 5:12
  3. Don't Give Up (დუეტი კეიტ ბუშთან) – 6:33
  4. That Voice Again (გებრიელი, დევიდ როუდსი) – 4:53

მხარე 2[რედაქტირება]

  1. In Your Eyes – 5:27
  2. Mercy Street – 6:22
  3. Big Time – 4:28
  4. We Do What We're Told (Milgram's 37) – 3:22
  5. This Is the Picture (Excellent Birds) (ლორი ანდერსონი, გებრიელი) – 4:25

კომპაქტ-დისკი (რემასტერინგი)[რედაქტირება]

  1. Red Rain – 5:39
  2. Sledgehammer – 5:12
  3. Don't Give Up – 5:55
  4. That Voice Again – 4:53
  5. Mercy Street – 6:22
  6. Big Time – 4:28
  7. We Do What We're Told (Milgram's 37) – 3:22
  8. This Is the Picture (Excellent Birds) – 4:17
  9. In Your Eyes – 5:27

(რემასტერინგის ხანგრძლივობა: 48:29)

So 25[რედაქტირება]

  • So - ორიგინალური ალბომი (CD)
  • So DNA - ალბომის შექმნა (CD)
  • Live in Athens 1987 (DVD) - რეჟისორ მაიკლ ჩეპმენის ფილმი (პროდიუსერი - მარტინ სკორსეზე). 35 მმ-იანი ფირებიდან აღდგენილი ჩანაწერი
  • So: Classic Albums (DVD) - დოკუმენტური ფილმი ალბომის შექმნაზე
  • 180 გრამიანი გრამფირფიტა
  • ორმაგი 12-იანი გრამფირფიტა. შეტანილია მანამდე გამოუცემელი სიმღერები „Courage“ და „Sagrada“, აგრეთვე Don't Give Up (ალტერნატიული ვერსია)
  • 60 გვერდიანი წიგნი

CD - Live from Athens 1987[რედაქტირება]

დისკი 2[რედაქტირება]

  1. This Is The Picture (Excellent Birds)
  2. San Jacinto
  3. Shock The Monkey
  4. Family Snapshot
  5. Intruder
  6. Games Without Frontiers
  7. No Self Control
  8. Mercy Street

დისკი 3[რედაქტირება]

  1. The Family And The Fishing Net
  2. Don't Give Up
  3. Solsbury Hill
  4. Lay Your Hands On Me
  5. Sledgehammer
  6. Here Comes The Flood
  7. In Your Eyes
  8. Biko

DVD[რედაქტირება]

DVD 1: Live in Athens 1987[რედაქტირება]

  1. This Is The Picture (Excellent Birds)
  2. San Jacinto
  3. Shock The Monkey
  4. Family Snapshot
  5. Intruder
  6. Games Without Frontiers
  7. No Self Control
  8. Mercy Street
  9. The Family And The Fishing Net
  10. Don't Give Up
  11. Solsbury Hill
  12. Lay Your Hands On Me
  13. Sledgehammer
  14. Here Comes The Flood
  15. In Your Eyes
  16. Biko

DVD 2: So: Classic Albums[რედაქტირება]

დოკუმენტური ფილმი სერიიდან Classic Albums.

12 ვინილი[რედაქტირება]

  1. Courage (გამოუცემელი)
  2. Sagrada (გამოუცემელი)
  3. Don't Give Up (ფორტეპიანოს ვერსია)

პერსონალი[რედაქტირება]

დამატებითი მუსიკოსები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Erlewine, Stephen T. (2011 [last update]). So - Peter Gabriel | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.
  2. Baum, David R. (2011 [last update]). Peter Gabriel: So < PopMatters. popmatters.com. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.
  3. Christgau, R. (2011 [last update]). Robert Christgau: CG: peter gabriel. robertchristgau.com. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
Street Life: 20 Great Hits
- ბრაიან ფერი და Roxy Music
#1 ალბომები (ბრიტანეთი)
31 მაისი 1986 – 13 ივნისი 1986
შემდეგი:
A Kind of Magic - Queen