კეიტ ბუში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეიტ ბუში
KateBushComicRelief.png
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კეტრინ ბუში
დაბ. თარიღი 30 ივლისი, 1958 (1958-07-30) (56 წლის)
წარმოშობა ბექსლიჰიტი, კენტი, ინლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, არტ როკი, პოპ-როკი, ახალი ტალღა
საქმიანობა მუსიკოსი, ვოკალისტი, ავტორი, რეკოდ პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, პიანინო, კლავიში.
აქტიური 1975—დღემდე
ლეიბლ(ებ)ი EMI Records (1975–დღემდე)
Columbia Records (აშშ) (1989–2009)
Legacy Recordings (2010–დღემდე)
Fish People (EMI-ს ფილიალი) 2011–
საიტი www.katebush.com

კეტრინ „კეიტ“ ბუში (ინგლ. Kate Bush) (დ. 30 ივლისი, 1958) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და რეკორდ პროდიუსერი. მისმა ეკლექტურმა მუსიკალურმა სტილმა და იდიოსინკრეტულმა ტექსტებმა იგი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე წარმატებულ სოლო ქალ შემსრულებლად აქცია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. EMI-მ კონტრაქტი 16 წლის კეიტ ბუშთან გააფორმა, პინკ ფლოიდის დევიდ გილმორის რეკომენდირების შემდეგ. 1978 წელს, 19 წლის ასაკში, მისი სადებიუტო სიმღერა Wuthering Heights გაერთიანებული სამეფოს ჩარტების სათავეში მოექცა და იგი პირველ ქალად აქცია, ვინც თავად დაწერილი სიმღერით მოიპოვა სალიდერო პოზიცია.

1979 წლის ტურის შემდეგ, რომელიც ერთადერთი ტურია მის კარიერაში, ბუშმა, 1980 წელს ალბომი, Never for Ever გამოუშვა, რისი წყალობითაც ის პირველი ბრიტანელი სოლო ქალი შემსრულებელი გახდა, ვინც გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტს მოექცა სათავეში. 1987 წელს, მან BRIT ჯილდო აიღო საუკეთესო ბრიტანელი სოლო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში. მას ათი ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან სამი გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტების პირველ ადგილზე დაფიქსირდა.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კეიტ ბუშის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]