Don't Give Up (ინგლ.არ დანებდე) — პიტერ გებრიელის სინგლი, რომელიც შეტანილია მის 1986 წლის სტუდიურ დისკში So. სიმღერა აღსანიშნავია კეიტ ბუშის მონაწილეობით. სიმღერაში პიტერი ცხოვრებას უყურებს იმ ადამიანის თვალით, რომელსაც იმედი აქვს გაცრუებული არამყარი ეკონომიკური სისტემის გამო, მაგრამ კეიტ ბუში განასახიერებს ადამიანს, რომელიც მას ცხოვრების დადებით მხარეებზე ესაუბრება.