Steam (პიტერ გებრიელის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Steam“
სინგლიპიტერ გებრიელი
ალბომიდან Us
B-მხარე Games Without Frontiers Massive/DB მიქსი
გამოსვლის თარიღი 1992
ჟანრი პოპი
ხანგრძლივობა 6: 03
ხმისჩამწერი ლეიბლი Geffen
პიტერ გებრიელი — სინგლების ქრონოლოგია
„Digging in the Dirt“
(1992)
Steam
(1992)
„Blood of Eden“
(1992)

Steam“ — პიტერ გებრიელის სიმღერა ალბომიდან Us. ამ სიმღერამ ბრიტანულ ჩარტში მიაღწია #10 ადგილამდე.

პიტერის თქმით ეს სიმღერა არის ქალთან ურთიერთობაზე. ქალი ამ შემთხვევაში ჭკვიანი, განათლებული, კულტურულია და იცის ყველაფერი ყველაფერზე. მამაკაცმა კი იცის ყველაფერი, მაგრამ მან არაფერი იცის ქალზე, რომელმაც საკუთარ თავზეც არაფერი იცის.[1]

სიმღერის მეორე ვერსია Quiet Steam შეტანილია სინგლში Digging in the Dirt. იგი უფრო მშვიდია და შესამჩნევად განსხვავდება ორიგინალური ვერსიისგან. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, რითმული და მხიარული ვერსია შეიქმნა ხმისჩამწერი კომპანიის თხოვნით, რადგანაც ალბომში არ იყო ნამდვილი ჰიტი. ალბომში Secret World Live ამ სიმღერის შესავალში სრულდება Quiet Steam-ის ნაწყვეტი.

1994 წლის გრემის დაჯილდოებაზე მუსიკალურმა ვიდეომ ჯილდო მიიღო.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Steam (ვინილის ფირფიტის ვერსია) – 6:02
  2. Games Without Frontiers (Massive Attack-დევიდ ბოტრელი) – 5:19
  3. Steam (Oh, Oh, Let Off Steam მიქსი) – 6:44
  4. Steam (Oh, Oh, Let Off Steam დაბ მიქსი) – 5:44

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-16. ციტირების თარიღი: 2011-06-20.