Sledgehammer (სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Sledgehammer“
Sledgehammer გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - პიტერ გებრიელი
ალბომიდან So
B-მხარე Don't Break This Rhythm
I Have The Touch - 1985 წლის რემიქსი
გამოსვლის თარიღი 25 აპრილი 1986
ფორმატი 7", 12", CD, აუდიოკასეტა
ჩაიწერა 4:58 (45" სინგლის ვერსია)
5:16
ჟანრი ფანკ-როკი, ახალი ტალღა, პროგრესული როკი, უორლდბიტი
ლეიბლი Charisma (ბრიტანეთი)
Geffen (აშშ)
სიმღერის ავტორი პიტერ გებრიელი
პროდიუსერი დენიელ ლანუა
პიტერ გებრიელი - სინგლების ქრონოლოგია
"Walk Through the Fire"
(1984)
"Sledgehammer"
(1986)
"Don't Give Up"
(1986)

"Sledgehammer" (ინგლ. ყინულის ურო) — პიტერ გებრიელის სიმღერა, რომელიც შეტანილია მის 1986 წლის სტუდიურ დისკში So. სინგლი იქცა #1 ჰიტად კანადაში და იმყოფებოდა მის ჩარტებში ზუსტად ოთხი კვირა (პირველ პოზიციაზე). აშშ-ში, 1986 წლის 26 ივლისათვის იგი ასევე იყო #1, ხოლო ბრიტანეთში - #4.

ისტორია[რედაქტირება]

სიმღერაზე დიდი გავლენა მოახდინა 1960-იანი წლების სოულის სტილის მუსიკამ, რომელშიც საყვირებიც გამოიყენებოდა. სიმღერაში ასევე გამოიყენება შაკუჰაჩის ფლეიტა (რომელსაც ხშირად იყენებენ ნიუ ეიჯის ჟანრის მუსიკოსები).

სიმღერაში ხშირად გვესმის სხვადასხვა საგნისა თუ მოწყობილობის გაიგივება მამაკაცის ფალოსთან - ორთქლმავლის, ბამპერიანი მანქანის, ამერიკული გორაკებისა და ხილით სავსე გალიის. მასში ასევე საუბარია მცენარეების გამრავლებაზე და ნახსენებია დამტვერვა, ხილი და ფუთკრები.

Sledgehammer იყო და დღემდე არის მუსიკოსის ერთადერთი #1 ჰიტი აშშ-ში. მანამდე ჩარტში #1 ადგილზე იმყოფებოდა მისი ყოფილი ჯგუფის, ჯენესისის Invisible Touch.

სინგლში ასევე შეტანილი იქნა Don't Break This Rhythm და სიმღერის I Have the Touch ახალი, 1985 წლის ვერსია. სინგლის აშშ ვერსიებში შეტანილი იქნა Sledgehammer-ის უფრო ვრცელი და უფრო მეტად საცეკვაო ვერსია. სწორედ იგი ერთ-ერთი პირველი კომპაქტ დისკზე გამოცემული სინგლებიდან.

ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა სერიალი ყინულის ურო!, რასაც ხელი შეუწყო ამ სინგლმა - თუმცა ეს ორი არანაირ კავშირში ერთმანეთთან არ იყო.

სიმღერა დღემდე სრულდება პიტერის კონცერტებზე. როგორც წესი, იგი სცენაზე გამოდის სპეციალური ქურთუკით, რომელზეც არის დამაგრებული ბევრი ჩართული ნათურა.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. Sledgehammer (Extended Dance Remix) - 7:20
  2. Sledgehammer (Extended Mix) - 5:40
  3. Don't Break This Rhythm - 3:50
  4. I Have The Touch (85 Remix) - 3:43

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება]

კადრი სიმღერის მუსიკალური ვიდეოდან

„Sledgehammer“-ის მუსიკალური ვიდეო, რომელიც Aardman Animations-ის მიერ იქნა გადაღებული, დღემდე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ ვიდეოდ. კლიპში გამოყენებული იქნა პლასტილინის ანიმაცია, სტოპ-მოძრაობის ტექნიკა და მრავალი კოლაჟი. ვიდეოს დასასრულს ჩნდებიან ქალები, რომელთა შორის ასევე არიან პიტერის შვილები, ანა და მელანი. ფინალში პიტერი, ნათურებიანი კოსტუმით უჩინარი ხდება ასევე ნათურებით მოფენილ კედელზე.

1987 წელს ამ მუსიკალურმა ვიდეომ MTV-ს ვიდეონამუშევრების დაჯილდოვებაზე მიიღო 9 პრიზი - რაც ამ ცერემონიის რეკორდია და დღემდე იგი არავინ მოხსნა. ამავე არხის მიერ ეს კლიპი დასახელდა ყველა დროის საუკეთესო ანიმაციურ მუსიკალურ ვიდეოდ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]