კიანგი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიანგი
კიანგი
კიანგი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: კენტჩლიქოსნები
ოჯახი: ცხენისებრნი
სახეობა: კიანგი
ლათინური სახელი
Equus hemionus kiang
დაცვის სტატუსი

კიანგი (Equus hemionus kiang), კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენისებრთა ოჯახისა. კანჯარის ქვესახეობა. ტანად დიდი ცხოველია. აქვს მოკლე ფაფარი, წინა კიდურებზე რქოვანი კორძები. ზურგის მხარე და გვერდები მოწითალო-ყავისფერია, მუცელი — მოთეთრო. ბინადრობს ცენტრალური აზიის მთიანეთის უდაბნოში (ქაშმირი, ლადაქი, ტიბეტი), ქმნის მცირერიცხოვან რებას. იკვებება ბალახით. შობს 1 კვიცს. სწრაფად დარბის. ადგილობრივი მოსახლეობა კიანგზე ხორცისა და ტყავისათვის ნადირობს. ძნელად შინაურდება.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 501, თბ., 1980