ჰოროსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰორუსი
„რე-ჰორაჰტე“
იეროგლიფებში
G9 N27
N27

ჰოროსი, ჰორე (ეგვ-ბერძ „შორეთი“, „ცის მიჯნა“) — ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთი. ოსირისისა და ისიდას შვილი, მისი მეუღლე იყო ჰატჰორი.

შევარდნის გარეგნობის ეგვიპტური ღვთაება, დასაბამიდან ცისა და მზის ღმერთი, უძველეს დროს ღმერთკაცი, მეფე-ღმერთი, რომელმაც მამის სისხლი აიღო და მძიმე ბრძოლების შემდეგ მოკლა ოსირისის მკვლელი ბიძა სეთი (ბოროტებისა და განადგურების ღვთაება). ბერძნებმა არტემიდეს ძმა უწოდეს და აპოლონს შეუერთეს (ეგვიპტური ბუბასტიდი), მზის ღმერთის თავისებურ სახედ აქციეს.


ეგვიპტელთა წარმოდგენით[რედაქტირება]

ნათელი ციდან მფარველობდა დედამიწას, თვალებად ესხა მზე და მთვარე, იცავდა ქალღმერთი სელკეტი, რომელსაც დიდი მორიელის სახე ჰქონდა, ხშირად გაიგივებული ჰყავდათ სხვა ღმერთებთან: მინ-ჰორუსთან, ბეს-ჰორუსთან, ხონს-ჰორუსთან. ძვ.წ.აღ. მეოთხე ათასწლეულიდან მეფის ძალაუფლების სიმბოლოცაა, უპირისპირდება თავის ბიძას სეთს, რომელიც ერთი ვერსიით ოსირისის ძმაა, სხვა ვერსიით ოსირისის (მკვდარ მეფე-ღმერთის) შვილი, და მაშინ ჰორუსის ძმა. ტახტისთვის ბრძოლა მთავრდება ჰორუსის გამარჯვებით სეთზე. ეს მოგვაგონებს ზევსის და ტიფონის ბრძოლას.


ვერსიები[რედაქტირება]