ეგვიპტური ენა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ეგვიპტური ენა r n(.j) km.t |
|
| გავრცელებულია | ძველი ეგვიპტე |
| ოფიციალური სტატუსი | მკვდარი ენა |
| ლინგვისტური კლასიფიკაცია | აფრაზიული ენები |
| დამწერლობის სისტემა | ეგვიპტური იეროგლიფები, იერატიკული დამწერლობა, დემოტიკური დამწერლობა |
| ენის კოდები | ISO 639-2: egy |
ეგვიპტური ენა (ასევე ძველეგვიპტური ენა) ძველ ეგვიპტელთა ენა. გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში. მიეკუთვნება აფრაზიული ენების ოჯახს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ენა მსოფლიოში საკუთარი დამწერლობის სისტემით. ყველაზე ძველი წერილობითი ძეგლები ეკუთვნის IV ათასწლეულს ჩ. წ.-მდე, ხოლო ყველაზე ახალი - მე-5 საუკუნეს. ეგვიპტური ენის მეცნიერული შესწავლა იწყება XIX საუკუნის მეორე მეოთხედიდან, მას შემდეგ, რაც ჟან ფრანსუა შამპოლიონიმ გაშიფრა რამდენიმე იეროგლიფი.
ეგვიპტური ენის შემდეგი განვითარებაა კოპტური ენა, რომელსაც ეგვიპტელი ქრისტიანები იყენებდნენ.
პერიოდები [რედაქტირება]
ეგვიპტური ენა იყოფა შემდეგ პერიოდებად:
- ძველეგვიპტური ენა (XXVII—XXII სს ჩ.წ.-მდე)
- საშუალო (კლასიკური) ეგვიპტური (XXII—XVI სს ჩ.წ.-მდე)
- ახალი ეგვიპტური (XVI—VIII სს. ჩ.წ.-მდე)
- დემოტიკური (VIII ჩ.წ.მდე — V ჩ.წ.ა)
- კოპტური ენა (III—XVIII სს)
სტატიის