ჯეიმზ ჰოლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯეიმზ ჰოლი

ჯეიმზ ჰოლი
ჯეიმზ ჰოლი
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი 1811
დაბადების ადგილი ჰინგემი, მასაჩუსეტსის შტატი
გარდაცვალების თარიღი 7 აგვისტო 1898
გარდაცვალების ადგილი ბეთლიჰემი, ნიუ-ჰემფშირის შტატი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია, პალეონტოლოგია

ჯეიმზ ჰოლი (ინგლ. James Hall; დ. 12 სექტემბერი 1811, ჰინგემი, მასაჩუსეტსის შტატი — გ. 7 აგვისტო 1898, ბეთლიჰემი, ნიუ-ჰემფშირის შტატი) — ამერიკელი გეოლოგი და პალეონტოლოგი. 1832 წელს დაამთავრა ქალაქ ტროის (ნიუ-იორკის შტატი) პოლიტექნიკური სკოლა. 1843 წლიდან ხელმძღანელობდა ნიუ-იორკის შტატის გეოლოგიურ სამსახურს.

იკვლევდა ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის გეოლოგიურ აგებულებასა და პალეოზოური ერის ფაუნას. 1859 წელს პირველმა გამოთქვა აზრი, რომ ნაოჭა მთები დაკავშირებულია იმ რეგიონებთან, რომლებმაც გეოლოგიურ წარსულში განიცადეს ხანგრძლივი დაძირვა და სადაც ამავე დროს წარმოიქმნებოდა ნალექების სქელი წყებები. შემდგომ ჰოლის ეს დებულება დაედო საფუძვლად გეოსინკლკინების თეორიას. ავტორია აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილის სილურული და დევონური პერიოდების სტრატიგრაფიული სქემისა.

ჰოლი იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი (1895).

თხზულება[რედაქტირება]

  • Paleontology of New York, v. 1—8, Albany — N. Y., 1847—1894.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]