ჯაყისმანის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაყისმანის მონასტერი
ლაშა ხაჩიძის ფოტო

ჯაყისმანის მონასტერი — საქართველო
ჯაყისმანის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°31′15″ ჩ. გ. 42°49′27″ ა. გ. / 41.5209333° ჩ. გ. 42.8242972° ა. გ. / 41.5209333; 42.8242972
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ჯაყისმანის მონასტერი — ისტორიულ სამცხეში, ქალაქ ვალედან ოციოდე კმ-ის მოშორებით სამხრეთის მიმართულებით, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში. ძეგლთან მიღწევა საკონტროლო პუნქტის გავლით არის შესაძლებელი. უახლოესი დასახლებული პუნქტი 9 კმ-ის მოშორებით სოფელი წყალთბილაა. სამანქანო გზა პრაქტიკულად არ არსებობს. მონასტერი დაახლოებით ორი წელია რაც მოქმედია და მასში, წინამძღვრის გარდა, რვა მორჩილი ცხოვრობს. მთავარი ტაძარი აღდგომის სახელობისაა[1].

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზული ტიპისაა და განეკუთვნება X-XI საუკუნეებს. იგი თავისი მხატვრული ღირებულებით სამცხე-ჯავახეთის მხარის დარბაზულ ეკლესიებს შორის გამოირჩევა. მისი სამშენებლო ტექნიკის მაღალი დონე, კედლის წყობა, ფაქიზად თლილი ქვებით მოპირკეთება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში, თაღების, პილასტრების, კაპიტელების ნატიფი ფორმები ამ ძეგლს X-XI საუკუნეების ქართული - განსაკუთრებით, ჯავახეთისა და ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრების ნიმუშებთან აახლოებს[2].

ჯაყისმანის სამონასტრო კომპლექსი შემდეგი ნაგებობებისგან შედგება: მთავარი დარბაზული ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთიდან ორი მცირე სამლოცველო (მათგან ერთი, შესაძლოა, პასტოფორიის ფუნქციას ასრულებდა) აკრავს, ხოლო დასავლეთიდან - ნართექსის ნაშთები. კომპლექსში შემავალი ნაგებობები ფერდობზე, ძველი ნასოფლარის ტერიტორიაზე ხელოვნურად მოსწორებულ ბაქანზეა განლაგებული. ფერდობი ფოცხოვის ხეობას გადაყურებს[1].

მონასტრის ახლოს, ფოცხოვის ხეობაში, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე - ჯაყის ციხე, რომელიც ჯაყელთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, ჯაყისმანი ჯაყისუბნის ტოპონიმიდან მოდის და დამახასიათებელია ტერიტორიისთვის, რომელიც ისტორიულად ჯაყის სახელს ატარებდა და მსხვილი ფეოდალების, ჯაყელების, სამფლობელოს ნაწილს წარმოადგენდა[2].

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მონასტერს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ.,1992
  • თოთიბაძე ვ., ჯაყისმანის (ჯაყისუბნის) სამონასტრო კომპლექსი, ძეგლის მეგობარი. 1984, N 67.
  • სილაგაძე ნ., ჯაყისმანის მონასტერი, თბ., 2011

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]