ხელოვნებათმცოდნეობა
ხელოვნებათმცოდნეობა — საზოგადოებრივ მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის ხელოვნებას – საზოგადოების მხატვრულ კულტურას მთლიანად, ხელოვნების ცალკეულ დარგებს, მათ ურთიერთობებს გარემოსათან, განვითარების კანონზომიერებებს, სოციალური ცხოვრებისა და კულტურის მოვლენებთან ურთიერთკავშირებს, მხატვრულ ნაწარმოებთა შინაარსისა და ფორმის საკითხთა ერთობლიობას.
ხელოვნებათმცოდნეობის დარგები [რედაქტირება]
- ლიტერატურათმცოდნეობა;
- მუსიკათმცოდნეობა;
- თეატრმცოდნეობა;
- ქორეოლოგია;
- კინომცოდნეობა;
- ხელოვნებათმცოდნეობა (ვიწრო მნიშვნელობით, რომელიც შეისწავლის სახვით ხელოვნებას).
ხელოვნებათმცოდნეობის დამხმარე დისციპლინებია: ხელოვნების შესაბამისი დარგის თეორია, ისტორია და კრიტიკა.
ხელოვნებათმცოდნეობის ისტორია [რედაქტირება]
ხელოვნებათმცოდნეობის პირველდაწყებითი ელემენტები შედიოდა ფილოსოფიურ, რელიგიურ და სხვა სწავლებებში, რომლებიც ატარებდნენ ცალკეული ცნობებისა და რეკომენლაციების ხასიათს. მე–16-18 საუკუნეებში შეიქმნა ხელოვნების ისტორია (ჯ.ვაზარი), ხელოვნების თეორია (ი.ვინკელმანი) და მხატვრული კრიტიკა (დ.დიდრო). მე–19 საუკუნეში ხელოვნებათმცოდნეობა საბოლოოდ გაფორმდა მეცნიერებად.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ხელოვნების ისტორია - all-art.org
- იდეების ისტორიის ლექსიკონი
- წყაროები
- პროექტი Ars Summum
- Smarthistory.org, ხელოვნების ღია პროექტი