წამების ძელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წამების ძელი

წამების ძელი — გვემის სვეტის ქვედა ნაწილი, რომელზეც „წმინდა წერილის“ (მათეს, მარკოზის და იოანეს სახარებათა) მიხედვით მოხდა იესო ქრისტეს მათრახებით წამება.

იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში (ბიზანტია) გადმოასვენა მოციქულთასწორმა ელენე დედოფალმა, იმპერატორ კონსტანტინე I დიდის დედამ, და ამჟამად ის დაბრძანებულია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში (სტამბოლი, თურქეთი).

გვემის სვეტი წამების ძელის გარდა შეიცავს კიდევ ორ ნაწილს. მათი ადგილმდებარეობა დღეისთვის არის იერუსალიმი და რომი (იტალია).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]